არიან კაცები

არიან კაცები, რომლებიც გჩუქნიან ძვირფას საჩუქრებს, გიკეთებენ რომანტიულ სიურპრიზებს, ზრუნავენ შენზე, იტანენ შენს ყველა კაპრიზს. მიუხედავად მათი “ღვაწლისა” და შენში ჩადებული შრომისა მათ არ აფასებ. მათ შენი შენარჩუნების ერთადერთი გზა აქვთ: მუდმივი ყურადღება და ახალ-ახალი სიურპრიზები, მანამ, სანამ ვინმე უკეთესი არ გამოჩნდება და შენს თავს არ წაართმევს. ისინი სისულელემდე კეთილშობილები არიან და ერთადერთ რამესაც სჯერდებიან – ხანდახან მოგდებულ ყურადღებას.

არიან კაცები, რომლებსაც ფეხებზე კიდიხარ. ისინი სწორედ შენ გთვლიან ყურადღების ღირსად, არ გიკეთებენ საჩუქრებს,  არ განებივრებენ სითბოთი, მაგრამ შენ მათზე გიჟდები. სწორედ ისინი არიან შენი ყველაზე დიდი ქრაშები და უკვე შენ სჯერდები მათ მიერ მოგდებულ ცოტაოდენ ყურადღებას. მათთვის სულ ერთია შეგინარჩუნებენ თუ არა, შენთვის კი მათი მოპოვება და შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.

არიან კაცები, რომელიც გიყვარს, რომელსაც უყვარხარ. ერთად ბედნიერები ხართ. ზრუნავთ ერთმანეთზე, უკეთებთ სიურპრიზებს და დროს და ენერგიას არ ხარჯავ პრობლემებზე ფიქრში. ყველაფერი თავისთავად, კარგად გამოდის ხოლმე ამ დროს. ასეთი კაცები იშვიათად არიან ხოლმე..

ჰო, იშვიათად არიან. ვიდრე ასეთ კაცს ვიპოვნიდი, იყვნენ კაცები, ისეთები. თქვენ როგორი კაცი გყავთ ახლა?

რისიც მართლა მრცხვენია

გივიმ ტეგ თამაშში დამტაგა, სახელწოდებით , მრცხვენია. ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ბლოგერმა დაწერა პოსტი და თავიანთი სირცხვილები გამოააშკარავეს.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ჩამოთვლილი სირცხვილებიდან უმეტესობა პოსტისთვის გახსენებულ/გამოგონილი გახლდათ . თითქოს ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით მხოლოდ ახლა დაინტერესდნენ. რატომღაც ყველას ახლა შერცხვა არსებული და გადაუჭრელი პრობლემების.

კიდევ, მივხვდი, რომ მთავარია, პოსტებში მკითხველებს, საზოგადოებას დაანახო, რამდენი რამე “გიტყდება მათ გამო, თავაწეული ვერ დადიხარ, იმიტომ, რომ ამდენი გოიმი და ჩამორჩენილი დადის ქვეყნად..

კიდევ მივხვდი, რომ მსგავს თამაშში ვინც არ უნდა ჩააბა, ყველა ერთსა და იმავეზე-საყოველთაო სირცხვილზე, განუვითარებელ ხალხზე მიუთითებს ცხვირაწეული და კდემისა და წესიერების მანტიას მოისხამს.. ფაქტია, ჩვენ ერთმანეთის გვრცხვენია, ძვირფასო მოქალაქეებო.

უცნაურია, თუ ჩვენ ამდენი რამის გვრცხვენია, თუკი მე ვცდები და მეხსიერების ღრმა ხვეულები ზემოთხსენებულთ მხოლოდ პოსტში პუნქტებად ჩამოსაწერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებისთვის არ ამოუქექავთ, იმ ხნის განმავლობაში, რაც სირცხვილით ვკვდებით, უკეთესობისკენ მაინც უნდა შეცვლილიყო… რამე.

რაც შემეხება მე:

შიშვლად სიარულის მრცხვენია.

ჩემს მოშიშვლებულ მკერდზე მოშტერებული ხარბი მზერის მრცხვენია.

ქუჩაში ნაგვის დაგდების მრცხვენია სხვის დასანახად.

როცა ტყუილში მიჭერენ მაშინ მრცხვენია.

როცა სისულელეს წამოვროშავ, მაშინ მრცხვენია.

დღემდე მრცხვენია შეყვარებულის სახლში მისვლისას მშობლებთან მისალმების.

სემინარის არცოდნის მრცხვენია.

საგნები რომ შემეტენა , მრცხვენია. (არ ვიმჩნევ, მაგრამ გულის სიღრმეში)

და ა.შ.. ჩემი წვრილმანი სირცხვილებით, მარად თქვენი ანნა.

P.S

ვტაგავ თემუჩინს, ნათიას, და დანარჩენებს, ვისაც გინდათ თქვენი ნამდვილი სირცხვილები საჯარო განსჯის საგანი გახადოთ 🙂

 

მეგობრის ტაბუირებული ექსი

                                               როდემდე უნდა ედოთ მეგობრების ყოფილებს ტაბუ? (ც) მე

ხშირად მითქვამს, ვერასდროს მოვიწონებ ჩემი მეგობრის კაცს-მეთქი და ეს დღემდე ასეა. ჩემთვის არასდროს ყოფილა მიმზიდველი დაკავებული კაცი, მით უმეტეს, ჩემი მეგობრების საკუთრებაში არსებული. ბოლოსდაბოლოს მამრების ნაკლებობას არასდროს შევუწუხებივარ ჩემს ირგვლივ.

სამწუხაროდ, მარადიული ურთიერთობები იშვიათია და ჩვენს ირგვლივ ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე გულგატეხილი მეგობარი და ერთი-ორი მათი ყოფილიც. როგორც წესი,  დაშორების შემდეგ ორივე მხარე ჭმუნავს და დარდობს მომხდარზე და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ იკიდებს ყველაფერს.

არ არსებობს განსაზღვრული დრო გეთოვერისთვის, მაგრამ ფაქტია, დროთა განმავლობაში მათ ყველაფერი ავიწყდებათ. არ გვავიწყდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენს გვერდით მყოფი სიმპათიური კაცი ოდესღაც მეგობრის ყოფილი იყო და წამსვე უზარმაზარ კედელს ვმართავთ ამ უკანასკნელსა და ჩვენს  შორის.  საკუთარ თავს მორალის კითხვას ვუწყებთ და ჩუმ-ჩუმად გვრცხვენია, თუ თვალი გაგვექცევა “მისი” ყოფილი კაცისკენ, მაშინ როცა კაცების 99 პროცენტისთვის მსგავსი ბარიერი არ არსებობს – პირიქით.

რამდენიმე ფაქტორია, რაც გარკვეულწილად ამსუბუქებს, ან ამძიმებს სინდისის ქენჯნას:

  1. როდის დავადგით თვალი აკრძალულ კაცს;
  2. რამდენად ახლოა “განწირული” მეგობარი;
  3. რამდენად დაბალია ჩვენში სინდისის კოეფიციენტი 🙂 ;

ამ ფაქტორებიდან ჩვენთვის სასურველი ვარიანტები შევარჩიოთ ანუ ავიღოთ სიტუაცია:

  1. დაშორებიდან საკმაო დროა გასული და ორივე მხარე გეთოვერია, მეგობრობითაც დიდად არ იკლავთ თავს . ამ შემთხვევაში ძალიან სინდისიერიც რომ ვიყოთ, დიდად აღარ გვაწუხებს და ვიწყებთ მოქმედებას, იმის მიუხედავადაც კი, თუ ამორალურად შერაცხავენ ჩვენს მოქმედებას.
  2. მეორე შემთხვევაში, როცა პატარ-პატარა ნაპერწკლები ჯერ კიდევ არის ჩვენი მეგობრის მხრიდან, მგონი დიდი უსინდისობაა აიღო და მისი ყოფილი კაცი დაისაკუთრო, მით უმეტეს, თუ ერთმანეთს სამარადისო მეგობრობას ეფიცებით. ამ დროს სინდის და ნამუსგარეცხილი ან უგონოდ შეყვარებული უნდა იყო რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა.

ისეთი შემთხვევბიც არსებობს, როცა ქალი ყველა ყოფილ სიმპათიის ობიექტთან მიახლოებას კრძალავს, განურჩევლად იმისა, უბრალოდ მოსწონდათ თუ უყვარდათ ერთმანეთი.  ეს რაღა ჯანდაბაა? უბრალოდ პათოლოგია და ერთ კარგ “შემოლაწუნებას” უნდა დაექვემდებაროს, მეკი ისევ საყოველთაო “გასაჭირს” მივუბრუნდები:

დიდხანს ვიფიქრე და თავი ლამის ყველანაირ სიტუაციაში წარმოვიდგინე, ისეთშიც როგორშიც უკვე ვყოფილვარ და როგორშიც ჯერ არ აღმოვჩენილვარ. საკუთარი თავი გავწურე და დაზარალებული მხარის ადგილზეც დავაყენე და ბოლოს გენიალური დასკვნა გავაკეთე :

მართლაც, როდემდე უნდა ედოთ მეგობრის ყოფილებს ტაბუ?