საქართველოს ბანკის მოპარული ახალი წელი

ახალ წელს ყველა კომპანია ცდილობს ორიგინალურობა გამოიჩინოს და სათანადოდ შეხვდეს საზეიმო დღეებს. ზოგიერთი მათგანი იღებს კლიპებს, ზოგიერთი რეკლამებს და ა.შ. ამჯერად თვალი დავადგი საქართველოს ბანკის ბოლო საახალწლო კლიპს, რომელიც , როგორც წესი, ძალიან მხიარული, რიტმული, სასაცილო და საყვარელია, ყველას გვართობს და გვაბედნიერებს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც პლაგიატობას აქვს ადგილი.

ვისაც ჯერ ნანახი არ გაქვთ, იხილეთ საქართველოს ბანკის მიერ გაკეთებული კლიპი:

Santa 2012 Bank of Georgia

 

ახლა ნახეთ ყველასთვის კარგად ნაცნობი კლიპი –

Fatboy Slim – Weapon Of Choice ft. Bootsy Collins

 

მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უფრო კრეატიული სცენარისტები გვყავს, ვიდრე ეს ბოგის 2012 წლის მისალოც კლიპშია ასახული 🙂

 

I felt future-საქართველოს ბანკის ექსპრესის პრეზენტაცია

თვეზე მეტია საქართველოს ბანკის ახალი რეკლამა გამოჩნდა, ახალი სლოგანით – იგრძენი მომავალი.

ვიზუალურად ძალიან მომეწონა, თუმცა ვერ მივხვდი რას გვთავაზობდა ამით ბანკი. რამდენიმე დღის წინ, უფრო სწორად პირველ დეკემბერს უკვე ოფიციალურად მოხდა ახალი სერვისის პრეზენტაცია ახალ სათავო ოფისში. ეს არის საქართველოს ბანკის ექსპრესი-ანუ უწინდელთან შედარებით ბევრად გამარტივებული და სწრაფი მომსახურებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი სერვისცენტრი ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა და პირველივე დღესვე შევირბინე და შევათვალიერე, თუმცა ჯერ გაშვებული არ იყო და ვერ გავტესტე საფუძვლიანად.

დღეს უკვე შემიძლია შევიდე ნებისმიერ მათგანში, ნებისმიერ დროს და საკუთარ თავს მოვემსახურო ინტერნეტბანკის ტერმინალით, ფეიბოქსით, ბანკომატით.ანუ 24 საათის განმავლობაში შემიძლია: თანხის განაღდება, გზავნილის განაღდება, სმს სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა, ანგარიშზე თანხის შეტანა, თანხის გადარიცხვა, დეპოზიტის გახსნა და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულება. თუ დახმარება დამჭირდება, სერვისცენტრებში მოლარე-ოპერატორებიც იმყოფებიან, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, შაბათ-კვირას დილის 10 საათიდან საღამოს 6მდე.

სპეციალურად ექსპრესის მომხმარებლისთვის შექმნილია პროდუქტები – ექსპრესპაკეტი (რომელიც შეიცავს ახალ პროდუქტს – ექსპერსბარათს, ასევე მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და სმს ბანკის მომსახურებას) და ექსპრესანაბარი  ექსპრესკრედიტი და ექსპრესორინჯი.

ესეც ვიდეო, სადაც ექსპრესსერვისცენტრების მისამართებია მითითებული, რომლებიც საგანგებოდ არ დავწერე ბოლომდე რომ უყუროთ სიუჟეტს^^

რაც შეეხება სათავო ოფისს, ალბათ ყველამ იცით როგორ გამოიყურება გარედან:


ესეც შიდა მხარე:

ახალი სერვისის პრეზენტაცია

ახალი სერვისის პრეზენტაცია

პრეზენტაციის მსვლელობა

პრეზენტაციის მსვლელობა

ბლოგერები პრეზენტაციის მოლოდინში:)

ბლოგერები პრეზენტაციის მოლოდინში:)

დროებითი საშვების გაცემისას

დროებითი საშვების გაცემისას

ვერანდა

ვერანდა

სპორტდარბაზი

სპორტდარბაზი

კაფე

კაფე

ხედი სათავო ოფისიდან

ხედი სათავო ოფისიდან

სტუდენტური კონკურსი თუ ზომბილენდი ?

საქართველოს ბანკის სტუდენტური კონკურსი დასასრულს უახლოვდება და საკმაოდ ბევრი ვიდეოც დამიგროვდა სანახავი და მოსასმენი. ვიდრე ბათუმიდან წამოვალ, პრესკაფეში მოკალათებულმა მშვიდად შემიძლია მოვუსმინო ე.წ “გაჰიტებული” ვიდეოები და ვისიამოვნო. ფეისბუქზე ხშირად მხვდებოდა კომენტარებში ამა თუ იმ კონკურსანტის კრიტიკა, დაცინვა თუ გამხნევებდა , მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი დროის უქონლობის გამო აქამდე არ მინახავს.

წეღან თვალი გადავავლე და საერთო სურათი შემაძრწუნებელი და გულისამრევია.

ლიდერობს გიორგი ფუტკარაძის ვიდეო, რომელიც გაზეპირებულ ტექსტს საქართველო-ევროკავშირის დროშების ფონზე, ლეპტოპითურთ აბულბულებს. ვიდრე ვიდეოს ჩავრთავდი, მეგონა ჩვენი პრეზიდენტის ახალგაზრდობას ვუყურებ-მეთქი და ვინ იცის, უკვე მერამდენედ გავიფიქრე რომ მიმბაძველობა დაგვღუპავს მოკვდავთ.

არ გეგონოთ მხოლოდ ამ უკანასკნელ ვიდეოს გადავეკიდე და სხვა რომელიმე უკეთესია . უბრალოდ ამჯერად მას არ გაუმართლა და ვინაიდან ვიდეოებში ხმებით ლიდერობს , ჩემი კრიტიკაც პირველ რიგში მას ხვდა წილად 🙂

წტფ გაიზ, ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ ჩამოჯდე სადმე, თუნდაც ბალახზე და ორიოდე სიტყვით, თამამად და გამართულად თქვა რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რისთვის სწავლობ?  ნურას უკაცრავად, ვიდეო აუცილებლად უნდა იწყებოდეს ასე:

“როგორც დიდმა საზოგადო მოღვაწემ თქვა…”

როგორც დიდი მწერალი და გამოჩენილი პუბლიცისტი … ამბობდა…”

დავესესხები გამოჩენილ მეცნიერს…”

როდემდე უნდა ვიმათხოვროთ და დავესესხოთ ვიღაც , თუნდაც ძალიან გამოჩენილ და პატივცემულ პიროვნებებს და თუთიყუშებივით ვიმეოროთ მათი მილიონჯერ გადაღეჭილი და მოძველებული ფრაზეოლოგია? სად არის ინდივიდუალიზმი ამ დროს? ვიტყოდი სძინავს-მეთქი მაგრამ ვაი რომ საერთოდ არ არსებობს, არათუ საღათას ძილს მისცემია 🙂 თავი რომ დავანებოთ მიმბაძველობას ზუთხვისადმი მიდრეკილებას, გარემო, სადაც კონკურსანტების ვიდეოებია ჩაწერილი, არანაკლებ ამაზრზენია, ვიდრე მათი პათოსით სავსე გამოსვლები :

რაა მამული და რაა საკონკურსო ვიდეო, თუ ფონზე საქართველოს დროშა , პრეზიდენტის რეზიდენცია, ბათუმის რომელიმე ღირსშესანიშნაობა და სამება არ ფიგურირებს? სირცხვილი, სირცხვილი… თითქოს ყველამ პირი შეკრა და ერთი და იმავე სცენარით იმოქმედა, შიგ ჩაქსოვილი პატრიოტიზმით, რწმენითა და სწავლის უსაზღვრო სურვილით. გადასარევი სცენარია , ვერაფერს ვიტყვი, მშვენიერი მამულიშვილები გვეზრდება, სწავლამოწყურებულები, მაგრამ უპს… პრობლემაა:

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა გამართულად კითხულობდე, წერდე და მეტყველებდე;

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა დამოუკიდებლად აყალიბებდე საკუთარ აზრს;

მაგრამ იმისთვის რომ მოიგო კონკურსი, ბევრი წვალება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. რაღა ბევრი ვილაპარაკო, გადახედეთ დაწინაურებული კონკურსანტების ვიდეოებს და მაგალითი აიღეთ..

მაგრამ უკეთესს გეტყვით, უფრო სწორად გაჩვენებთ. რამდენიმე ფავორიტი ვიდეო მეც მაქვს, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ლიდერობენ. ერთ ერთი მათგანი ლიკა გაგნიძეა, ძალიან ბუნებრივი, საინტერესო , სმარტ ვიდეოთი. პოსტს მისი საკონკურსო ვიდეოთი დავასრულებ, თქვენ კი მომავალო, არსებულო და ყოფილო სტუდენტებო, შეეცადეთ უბრალოდ კრეატიულები და უბრალოები იყოთ. როგორც ერთმა საზოგადო მოღვაწემ თქვა, ყველაფერი გენიალური  მარტივია.

სტუდენტური კონკურსი

მახსოვს, შარშანწინ, ამ დროს რა აფორიაქებული , გახარებული და მონდომებული პირველკურსელი სტუდენტი ვიყავი 🙂 მოკლედ, როგორც იქნა, ყველამ გაიგო სად ჩაირიცხა და მგონი უმეტესობა სასურველ ადგილზე მოხვდა. ამ ქაოსის და მოლოდინის შორიდან ყურება ძალიან სახალისოა, როცა არც ნერვიულობ, თავი ქუდში გაქვს და აღარაფერი გადარდებს. არადა პირველი სიხარულის გადავლის მერე იმდენი წვრილმანი პრობლემა ჩნდება, ვიდრე ყველაფერი დალაგდება, ლამის თავი გაგისკდეს. პირველ რიგში დაფინანსება: თუ გრანტი ვერ აიღე, მართლა ძალიან ჭირს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა.

როცა ჩავაბარე, საკმაოდ მაღალი ქულები მქონდა და 70 %იანი გრანტიც ავიღე, ასე რომ თითქმის ვერც ვგრძნობ, უფრო სწორად ჩემები ვერ გრძნობენ გადასახადის “სიმძიმეს”.

გუშინწინ ფეისბუქზე ვნახე საქართველოს ბანკის მორიგი კონკურსის ვიდეოჩანაწერი, რომელიც სტუდენტებისთვისაა, განურჩევლად კურსისა, იქნება ეს მაგისტრატურის თუ ბაკალავრიატის.  მოკლედ, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და მონაწილეთაგან, რა თქმა უნდა, ლაიქების მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული და ერთი საქართველოს ბანკის რჩეული. ამ უკანასკნელის საჩუქარი მაკბუქი იქნება, დანარჩენ მონაწილეებს ადგილებისდა მიხედვით გადაეცემათ 5 000, 3 000  და 2 000 ლარიანი სტიპენდიები.

ჰო, რა უნდა გააკეთოთ მონაწილეობის მისაღებად: კონკურსში მონაწილეობისთვის, მონაწილემ  istudy.ge-ზე უნდა ატვირთოს 1 წუთიანი ვიდეო avi ან mov ფორმატში, სადაც დააფიქსირებს თუ რატომაა განათლების მიღება მნიშვნელოვანი. გამარჯვებული გამოვლინდება 3 ოქტომბერს და მანამდე მონაწილეებს შეუძლიათ მაქსიმალური ლაიქების რაოდენობა დააგროვონ და გახდნენ გამარჯვებულები.

ესეც ვიდეო, რომელმაც მიიპყრო ჩემი ყურადღება.

მე მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, ვკმაყოფილდები ჩემი უკვე მოპოვებული გრანტით, მაგრამ საინტერესო იქნებოდა, გავიმარჯვებდი თუ არა კონკურსში მონაწილეობა რომ მიმეღო.  მართალია თქვენ ვერ ნახავთ ჩემს ვიდეოჩანაწერს იმაზე, თუ რატომაა სწავლა მნიშვნელოვანი, მაგრამ მე სიამოვნებით ვნახავ თქვენსას 🙂

მე რომ ვიდეო ჩამეწერა:

აუცილებლად ვიტყოდი რომ განათლება აუცილებელია თავდაჯერებულობის ასამაღლებლად;

საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად;

გარანტირებული სამსახურისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… მე აქ დავასრულებ, საკუთარი ვერსიები კი თქვენ მოიფიქრეთ და ატვირთეთ აქ !