ძებნილია150 000 ევროს მფლობელი

ასეთი მაცდური წინადადების ფეისბუქზე გამოჩენამ, ბუნებრივია, მარტინის ფბ-გვერდზე გადამიყვანა, იმის გასაგებად, თუ რატომ მთავაზობდნენ 150 000 ევროს.

თურმე მარტინი 25 წელს მიღწეული ქალებისთვის ატარებს კონკურსს, რომელიც ტარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში. სხვათაშორის, ამ კონკურსზე აქამდე არაფერი მსმენოდა და ცოტა გული დამწყდა, 21 წელი არ მეყო მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეობას კი ბევრი არაფერი უნდა, 1 წუთიანი ვიდეოჩანაწერი, მომხიბვლელობა და საკუთარი თავის წარმოჩენის ცოტაოდენი ნიჭი.

ხუთშაბათს კლუბ უნიკში ივენთიც გაიმართა და კონკურსის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი. გადავწყვიტე ივენთზე მაინც წავსულიყავი, მიუხედავად ჩემი და მარტინის პირობების შეუთავსებლობისა.

იქ, სადაც დრესკოდი და ე.წ “მაღალი საზოგადოებაა” ხოლმე, შეუძლებელია სათანადო აღჭურვილობის გარეშე წახვიდე, ჰოდა, შევიმოსეთ სათანადოდ:

ცოტა დაგვიანებით, როგორც იქნა კლუბში შეკრების მიზეზი გვამცნეს წითელ კაბებში გამოწყობილ გოგონებს ენერგია არ დაუშურებიათ, იქ მყოფები კონკურსში ჩაერთოთ, მაგრამ ამაოდ:

ძალიან გამიკვირდა, რატომ იკავებდნენ თავი მონაწილეობისგან, როცა ადგილზევე შესაძლებელი იყო ვიდეოს გადაღება და მით უმეტეს, იმ საღამოს ყველა ძალიან ლამაზი იყო. მე გადავწყვიტე ოთხი წელიც დაველოდო და 150 000 ევრო და დანარჩენი პრიზები ჩემი გახდეს, მანამდე კი, ვიდრე ჩემს ამბიციურობას გასაქანი არ აქვს, ძალიან მინდა ბედი სხვებმა სცადონ და პრიზიორი ქართველო გოგონა გახდეს. თანაც ვადა მხოლოდ 10 ივლისის ღამის 2:59 წუთამდეა.

ივენთიდან ადრე წამოვედი, ძალიან დავიღალე და შევთვერი. სამაგიეროდ სახლში მოსულმა კონკურსანტების ვიდეოები დავათვალიერე:

სულ ორი ქართველი გოგონას ვიდეო ვნახე და აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ. ნებისმიერს შეუძლია გადაიღოს მათზე და დანარჩენ კონკურსანტებზე უკეთესი ვიდეორგოლი და გაიმარჯვოს. მოუთმენლად ველოდები, ვინ აღმოჩნდება მარტინის ფავოროტი და დაემთხვევა თუ არა ერთმანეთს ჩვენი არჩევანი .

სტუდენტური კონკურსი

მახსოვს, შარშანწინ, ამ დროს რა აფორიაქებული , გახარებული და მონდომებული პირველკურსელი სტუდენტი ვიყავი 🙂 მოკლედ, როგორც იქნა, ყველამ გაიგო სად ჩაირიცხა და მგონი უმეტესობა სასურველ ადგილზე მოხვდა. ამ ქაოსის და მოლოდინის შორიდან ყურება ძალიან სახალისოა, როცა არც ნერვიულობ, თავი ქუდში გაქვს და აღარაფერი გადარდებს. არადა პირველი სიხარულის გადავლის მერე იმდენი წვრილმანი პრობლემა ჩნდება, ვიდრე ყველაფერი დალაგდება, ლამის თავი გაგისკდეს. პირველ რიგში დაფინანსება: თუ გრანტი ვერ აიღე, მართლა ძალიან ჭირს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა.

როცა ჩავაბარე, საკმაოდ მაღალი ქულები მქონდა და 70 %იანი გრანტიც ავიღე, ასე რომ თითქმის ვერც ვგრძნობ, უფრო სწორად ჩემები ვერ გრძნობენ გადასახადის “სიმძიმეს”.

გუშინწინ ფეისბუქზე ვნახე საქართველოს ბანკის მორიგი კონკურსის ვიდეოჩანაწერი, რომელიც სტუდენტებისთვისაა, განურჩევლად კურსისა, იქნება ეს მაგისტრატურის თუ ბაკალავრიატის.  მოკლედ, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და მონაწილეთაგან, რა თქმა უნდა, ლაიქების მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული და ერთი საქართველოს ბანკის რჩეული. ამ უკანასკნელის საჩუქარი მაკბუქი იქნება, დანარჩენ მონაწილეებს ადგილებისდა მიხედვით გადაეცემათ 5 000, 3 000  და 2 000 ლარიანი სტიპენდიები.

ჰო, რა უნდა გააკეთოთ მონაწილეობის მისაღებად: კონკურსში მონაწილეობისთვის, მონაწილემ  istudy.ge-ზე უნდა ატვირთოს 1 წუთიანი ვიდეო avi ან mov ფორმატში, სადაც დააფიქსირებს თუ რატომაა განათლების მიღება მნიშვნელოვანი. გამარჯვებული გამოვლინდება 3 ოქტომბერს და მანამდე მონაწილეებს შეუძლიათ მაქსიმალური ლაიქების რაოდენობა დააგროვონ და გახდნენ გამარჯვებულები.

ესეც ვიდეო, რომელმაც მიიპყრო ჩემი ყურადღება.

მე მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, ვკმაყოფილდები ჩემი უკვე მოპოვებული გრანტით, მაგრამ საინტერესო იქნებოდა, გავიმარჯვებდი თუ არა კონკურსში მონაწილეობა რომ მიმეღო.  მართალია თქვენ ვერ ნახავთ ჩემს ვიდეოჩანაწერს იმაზე, თუ რატომაა სწავლა მნიშვნელოვანი, მაგრამ მე სიამოვნებით ვნახავ თქვენსას 🙂

მე რომ ვიდეო ჩამეწერა:

აუცილებლად ვიტყოდი რომ განათლება აუცილებელია თავდაჯერებულობის ასამაღლებლად;

საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად;

გარანტირებული სამსახურისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… მე აქ დავასრულებ, საკუთარი ვერსიები კი თქვენ მოიფიქრეთ და ატვირთეთ აქ !