სასარგებლო ფეიჯები

არასდროს წავსულვარ მაღაზიებში სამკაულის საყიდლად. მხოლოდ მაშინ, თუ ზედმეტი ფული მომრჩა, შემომეყიდება რაღაც და ვინაიდან და რადგანაც, ზედმეტი ფული შოპინგისას თითქმის არასდროს მრჩება, ბევრი არაფერი გამაჩნია.

თუმცა! ვიპოვნე გამოსავალი: ალბათ გახსოვთ ჩემი წინა პოსტი ონლაინშოპინზე. ონლაინშოპინგის ერთ-ერთ სახეობად შეიძლება ფბ-ფეიჯები ჩავთვალო, რომლებიც საკმაოდ მომრავლდნენ და დიდ არჩევანს მთავაზობენ, სახლიდან გაუსვლელად ავარჩიო ლამაზი სამაჯურები, ყელსაბამები და თავი შევიმკო. მოკლედ, გამოვყავი ჩემი ორი ფავორიტი ფეიჯი:

სტიმპანკი, რომელიც ახლახანს აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა რაღაცები, თუმცა ყველფერი, რასაც თვალი დავადგი, გაყიდული აღმოჩნდა. ჯერ არაფერი მიყიდია, ველოდები ერთი სასურველი შეკვეთის დამზადებას.

აი ეს მორიელი მომეწონა და გულწრფელად მშურს მისი პატრონის :/

რაც შეეხება მეორე ფეიჯს, საკმაოდ დიდი ხანია მისი მომხმარებელი ვარ და მთელი კოლექცია დამიგროვდა სამაჯურების და ყელსაბამების.

ალუკას ბუტიკი რამდენიმე მიზეზის გამო მომწონს. იმიტომ, რომ ძალიან სუფთად და დახვეწილად აკეთებს ყველაფერს, განსხვავებით უამრავი ჰენდმეიდ აქსესუარებისგან, იმიტომ რომ გემოვნებითაა ყველაფერი გაკეთებული და ბოლოს, იმიტომაც რომ საკუთარი გატაცებებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვგულშემატკივრობ ნიჭიერ ადამიანებს.

ესეც ჩემი პატარა კოლექცია ^_^

ახლა კიდევ რამდენიმე ნივთი მაქვს შერჩეული და მოუთმენლად ველოდები თვის ბოლოს.

ბოლოსდაბოლოს ლამაზ სამოსს ლამაზი სამკაულები სჭირდებაო, უთქვამს ბრძენ ანას, ჰოდა, წარმატებულ შოპინგს გისურვებთ 😀

როგორ გავხდი შოპოჰოლიკი

გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი რომ თბილისში ტანსაცმლის ყიდვა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ბევრი ტანსაცმლის. სამწუხაროდ არ მაქვს ბევრი ფული რომ რივერაილენდი და მისთანები დავლაშქრო და სასწრაფოდ ვიპოვნე გამოსავალი ონლაინშოპინგის სახით.

უამრავი საიტის გადაქექვის შემდეგ, რამდენიმე მათგანი ამოვიჩემე და ვიცი, ყოველთვის ამოვარჩევ სასურველ ტანსაცმელს, ტექნიკას თუ სამკაულს:

amazon.com-ზე ტანსაცმლის და ფეხსაცმლის (ჩემი აზრით) არც ისე კარგი არჩევანია, თუმცა იდეალურია ტექნიკის მოყვარულებისთვის. ჩემი mp3, რომელიც უკვე გზაშია, ამაზონზე გამოვიწერე სულ რაღაც 29 დოლარად.

urbanog.com ფეხსაცმელების სამოთხეა, ძალიან ლამაზი რამეებია და არც ისე ძვირი ღირს. მგონი ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. აი ჩემი, ასევე გზადმყოფი ფეხსაცმელები, თუ სწორად მახსოვს, 24 დოლარად:


forever21.com : კაბები, ჯინსები, მაისურები, ჯემპრები , შორტები შეგიძლიათ აქედან გამოიწეროთ. არასდროს მიცდია make.up აღჭურვილობა , თუმცა რესურსი არის 😀 სამაგიეროდ ეს 4 ცალი მშვენიერი კაბა 76 დოლარი მიჯდება და წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ფული დამეხარჯებოდა ამათთვის აქ!

მოკლედ, ამ სამი საიტის თვალიერებით და სამომავლო გეგმების დაწყობით ძალიან ვხალისობ ხოლმე.

ისე, ჩემი უუსაყვარლესი საიტი victoriassecret.com არის, თუმცა იქ შეხედვაც არ მინდა, ნერვები მეშლება და მილიონში ერთხელ, როცა არაფრის ყიდვა აღარ მინდა, მაშინ ვათვალიერებ ხოლმე 😀

ახლა, რაც შეეხება გამოწერის ტექნოლოგიებს, ამაზე დაწერას აზრი არ ქონდა, აგერ ბატონო მთელი არქივი  ქეთუსის ბლოგიდან და ისიამოვნეთ, ლამაზი და იშვიათი ტანსაცმლით, დაზოგეთ ფული..

ჰო, ჩემზე მოუთმენელი არსება არამგონია დადიოდეს დედამიწაზე, მაგრამ ამანათების ლოდინს თავის მუღამი აქვს. მუცელში პეპლები დაფრინავენ ხოლმე, რომ მახსენდება რომ დღე-დღეზე ჩემი ნივთები ჩამოვლენ ^^