რატომ ვხდებით დამნაშავეები?

როცა დავფიქრდი, იმაზე, თუ რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს, საკუთარი თავი წარმოვიდგინე დამნაშავის ადგილზე. რის გამო ჩავიდენდი მე დანაშაულს? ალბათ ყველა ადამიანს განსხვავებული მიზეზი აქვს, მიზეზი რომლის გამოც ისინი დამნაშავეები ხდებიან. ყველაზე პატიოსანი, გაწონასწორებული და კეთილშობილი არსებაც კი არაა დაზღვეული იმისგან, რომ ერთ მშვენიერ დღეს მასში რაღაც შეიცვლება და მკვლელი გახდება. ან ქურდი. სულ ერთია, სტატუსი ერთია: დამნაშავე.

რაც შემეხება მე, უკიდურესი გაბრაზების წუთებში თუ გამიფიქრებია, რომ ვინმე მომეკლა, მაგრამ ჩემი წამიერი „აფექტი“ არასდროს ყოფილა იმდენად ძლიერი რომ განზრახვა მომეყვანა სისრულეში. განზრახ მკვლელობაზე არასდროს მიფიქრია.
ქურდობა? კი, ვიქურდებდი.. ალბათ შიმშილის, გაჭირვების გამო, მაგრამ არასდროს გავძარცვავდი გამდიდრების მიზნით ადამიანებს.

ახლა ვიმსჯელოთ იმაზე, დანაშაულის ჩადენისგან ჩემი მეტნაკლებად პატიოსანი ბუნება მიცავს თუ სასჯელის შიში მაჩერებს? ამაზე დანამდვილებით არ მაქვს პასუხი, იმიტომ, რომ ჩვენ, ყველას ბავშვობიდან გვინერგავენ კანონის მორჩილებას და ზრდასრულ ასაკში, ზოგჯერ, რთული გასარკვევია, შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, თუ ამას მხოლოდ კანონის დაცვა გვაიძულებს?
ერთი რამ ფაქტია, ყველა არ იცავს კანონს და გარდა ზემოთხსენებული ე.წ უკიდურესი შემთხვევებისა, არსებობს ისეთი სახის დანაშაულებები, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება, ტრეფიკინგი და ა.შ.
ჩემი აზრით, თუ მანიაკალური მიდრეკილების მქონე დამნაშავეებს არ ჩავთვლით, მაგალითად სერიულ მკვლელებს და ა.შ, რომელთა შემთხვევაში დანაშაული ფსიქიური დარღვევებითაა ალბათ გამოწვეული, დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იოლი გზით გამდიდრებაა. არაფერი ისეთი ჭარბი დოზით არ ახასიათებს კაცობრიობას, როგორც სიხარბე. აბა დავფიქრდეთ, რამდენჯერ მოვუხიბლივართ სხვის ძვირფას ნივთებს, სხვის მიღწევებს, სიმდიდრეს? ალბათ ძალიან ბევრჯერ. ასეთ შემთხვევებში ან ჩვენი კეთილშობილება იღვიძებს, ან კანონმორჩილება, ხოლო ვინც იმდენად გამბედავია რომ არც სასჯელი აშინებს და არც სინდისი გააჩნია, დაუფიქრებლად სჩადის დანაშაულს: კლავს, ძარცვავს, ყიდის ნარკოტიკებს და ა.შ.

ალბათ გაცილებით ნაკლები დამნაშავე იქნებოდა ქვეყნად, ადამიანებს ძალაუფლებისკენ მისწრაფება რომ არ გვაბრმავებდეს. ადამიანების მოდგმა დასაბამიდანვე ცდუნების საფრთხის წინაშე იდგა და დღემდე რთულია ამასთან გამკლავება, მაგრამ არა შეუძლებელი. არსებობს კანონი, რომელიც გვიცავს, მაგრამ კანონთან ერთად ყოველთვის იარსებებს უამრავი დანაშაული, უამრავი დამნაშავე.. არც მიზეზები გამოილევა, რის გამოც ადამიანები დამნაშავეებად შეირაცხებიან.

დანაშაულის თავიდან ასაცილებლად კი, ვფიქრობ ყოველთვის არსებობს უკანასკნელი რამდენიმე წუთი, რამდენიმე წამი, როცა შეგიძლია გადაიფიქრო.

სექსი თუ სიყვარული? თუ გაუპატიურებული ქათამი?

არასდროს არ მესმოდა სოფელში ე.წ “ბირჟის ინსტიტუტის”. არადა უამრავი ადამიანი მეუბნება, შენ რა გესმის , მაგაშია მუღამი და ბლა ბლა , ჰოდა ამ დღეებში მომიწია ბავშვებთან ერთად ამ ბირჟაზე გასვლა.(საჩხერეში რომ ჩავდივარ, გარეთ არ გავდივარ, სახლში ვზივარ ხოლმე და ბავშვებთან ერთად სოფელში სულ რამდენჯერმე გავსულვარ სასეირნოდ 😀 )

თურმე სოფელში ბირჟაზე უამრავ უცნაურ  და სასაცილო ფრაზას და მოვლენას წააწყდე . სოფლის ღირსშესანიშნაობაა ის, რომ იუმორი , საკაიფო თემა არ ძველდება და არ იცვლება: აქაც აგერ უკვე მეათე წელია კაიფობენ ვიღაც ტიპზე, რომელმაც ქათამი გააუპატიურა და კიდევ რამდენ ხანს ილაპარაკებენ, ვინ იცის 🙂

წეღან, ფიჭვებში, ერთმა ბიჭმა ფრიად ბრძნული შეკითხვა დაგვისვა მე და ნათიას : მხოლოდ ერთის არჩევის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი, სექსს თუ სიყვარულსო. მეთქი სიყვარულს.. და ეგ როგორ, სექსი არ გექნებოდაო? ჰო კარგი სექსი მომეცით მეთქი : ).. მოკლედ, არჩევანი არ დამიტოვეს, ან ყველაფერი ან არაფერი 😀 ამ დროს ვფიქრობ, რამდენი ადამიანი დაეხეტება ამქვეყნად, რომლისთვისაც ეს ლოგიკა სრულიად ბუნებრივია და სექსის ქონა ქალთან მის სიყვარულს გამორიცხავს.. რავიცი რავიცი, მარტო წეღან სამი ეგზემპლარი მეჯდა წინ და სამივე ერთ აზრზე იყო;

ისე, მართლა არ შეიძლება სიყვარულით გქონდეს ადამიანთან სექსი? ნათია ზის ახლა და მამშვიდებს, არა იხუმრესო, მეკიდევ ურყევი არგუმენტი მაქვს : ვაბშე რატომ უნდა მოგივიდეს ეგ აზრი თავში, თუ არ ფიქრობ, რომ ზემოთნახსენები ერთი მეორეს გამორიცხავს :O ხანდახან ქართველი კაცები მეც მაშინებენ, ქეითის არ იყოს… წეღან ამბობდა, ეგ ის პონტი იყო, ქართველი კაცები ბოზებში იმიტომ დადიან, ცოლებს მაგას როგორ ვაკადრებთო  🙂

რავიცი, იქნებ მე ვცდები, ჯერ კიდევ დასაწყისში არ ვთქვი სოფელში სხვანაირი იუმორი აქვთთქო? ჰმ, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, ნათიას პირს შაქარი, მეკი წავალ, პოსტის დასააფდეითებლად მასალები მაქვს შესაგროვებელი.