დასაწყისი

ზაფხული გავიდა, რომელიც, როგორც წესი საუკეთესო დროა გართობისთვის. ადამიანებს შვებულება აქვთ, არდადეგები, ზოგისთვის მართალია მთელი წელიწადი დასვენებაა, მაგრამ მაინც ზაფხულში დასვენება მაინც განსაკუთრებული რიტუალია. მე კი, ეს რიტუალი გამოვტოვე. მთელი სემესტრი პატიოსნად ვსწავლობდი და მერე მუშაობა დავიწყე. აგვისტოს ბოლოს სამსახურს მოვრჩი და წვიმიანი სექტემბერიც მოვიდა. სექტემბრის გადატანა ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე. ქალაქში ახლადდაბრუნებული დასვენებულების წუწუნი ყველაზე რთული ასატანია და გაგრძნობინებს რომ მორჩა, რამდენიმე გრძელი თვე ვეღარ დაისვენებ.

ასეთი მომაბეზრებელი იყო ჩემთვის ყველა სექტემბერი, შარშანდელის გარდა. შარშან კინოფესტივალზე ვიყავი, დიახ, საავტორო კინოს ფესტივალზე, ბათუმში.  იქ გატარებულ დღეებზე, ფილმებზე და მასტერკლასებზე ბევრი პოსტი მიწერია და თანაც, გაგიკვირდებათ და პირველად ვიყავი ბათუმში და ცოტა შემიყვარდა კიდეც.

წელს მეორედ მივდივარ, 25 ბლოგერთან ერთად და უფრო მეტი მოლოდინი მაქვს ვიდრე შარშან. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ საავტორო კინოს ხიბლი პირველად კინოფესტივალზე აღმოვაჩინე და ძალიან შემიყვარდა. ალბათ ბოლოსდაბოლოს მივხვდი, რომ კარგ ფილმს არ სჭირდება სპეცეფექტებით გადაჭედვა. შეგიძლია იჯდე დარბაზში წყნარად და უყურო წყნარ სიუჟეტს და უბრალოდ ამბით ისიამოვნო.

რაც შეეხება ჩემ მიერ “აღმოჩენილ” ბათუმს, ეს ცალკე თემაა. ძალიან ბევრს მოსწონს ბათუმი, ძალიან ბევრს არა. გამოგიტყდებით და ბათუმზე უფრო მე ჩემი იქ “საქმიანობის” სტილი მომწონდა: ყოველ დილით ვდგებოდი ადრე, რომ მიმესწრო რომელიმე რეჟისორის მასტერკლასისთვის, ან წინა დღით შერჩეული ფილმისთვის. მერე რევიუებს ვწერდი. შუადღისას და საღამოს ლიტერატურული და პრესკაფე იყო ჩემი თავშესაფარი 🙂 საღამოს, რამდენიმე ფილმით თავგამოტენილი, ან ვსეირნობდით, ლუდს ვსვამდით და ვსეირნობდით, ან ფეხით, ან ველოსიპედით. მერე ნათიაც ჩამოვიდა და იქვე გადავწყვიტეთ რომ მომავალ კინოფესტივალზე აუცილებლად წავიდოდით ერთად.

ასე კინოფესტივალის ნატვრაში მოვიდა შემოდგომა და სულ ორიოდე კვირაა დარჩენილი ფესტივალამდე. მგონი ვთქვი უკვე, რომ ძალიან ბევრ რამეს ველოდები ამჯერად, მით უმეტეს, რომ პიარი და დაგეგმვა აქედანვე კარგი მოსჩანს.  მინდა ბევრად უკეთესი იყოს და უფრო მეტ კარგ ფილმს ვუყურო, ვიდრე შარშან, მით უმეტეს, რომ ახლა დრო არ დამეხარჯება ფილმების შეყვარებაში 🙂

ერთადერთი პრობლემა პრეზენტაციაა, რომლის წარდგენა, ჩემი სურვილის მიუხედავად მაინც მევალება. პრეზენტაციების მომზადება არც ისე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა ერთადერთი რაც მანუგეშებს, დასრულებისას მიღებული კმაყოფილებაა, ვაშა, მე ეს შევძელის მსგავსი. თანაც წინ კიდევ ბევრი დღე მაქვს, თანაც ყველაფერი ხომ ბოლო ორ დღეში უნდა მოვასწრო.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული უკვე გავიდა და ორი დღეც არ დამისვენია სათანადოდ, მე ჩემი შემოდგომა მელოდება ბათუმში. ფილმები, მეგობრები, უბრალოდ ადამიანები და ზღვა.

რას წერენ ნორჩი ბლოგერები

არქივს გადავხედე და ზუსტად 21 თვეს ითვლის ჩემი ბლოგი თავის არსებობის დაწყებიდან. ამ დროის განმავლობაში და მანამდეც ძალიან ბევრი ბლოგი შემომეკითხა, რომელთაგან რამდენიმეს ახლაც ვკითხულობ ხოლმე, თუმცა, ძალიან მწყდება გული, როცა რიდერში ჩაყრილ ბლოგებს ვათვალიერებ და ადრე აქტიური და კარგი ბლოგერები აღარ, ან ძალიან ცოტას წერენ. ამის მიუხედავად, მე მაინც ერთგულ მკითხველად დავრჩი. მაინც ველოდები როდის რას დაწერენ.

მას შემდეგ, რაც საყვარელი ბლოგები გავიჩინე, ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი ახალი ბლოგი გაჩნდა. ბლოგერების რამდენიმე ჯგუფში ყოფნა და wordpress-ის dashboard-ი მაძლევს იმის საშუალებას, საინტერესო სახელის შემთხვევაში ლინკზე გადავიდე და ვნახო რას წერენ ახალი ავტორები.
 
რამდენიმეთვიანი დაკვირვება მაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად ვთქვა: ძაალიან, ძაალიან ბევრი ბლოგერი წერს ზოგადად სექსებზე, ლესბოსურ სექსებზე, თუ გეი სექსებზე. საქმე იმაში კი არაა, რომ აღშფოთებული ვარ, ვაიმე რაზე წერენ, არამედ იმაში, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, რაზე წერს. მაგალითისთვის ავიღოთ ეს პოსტი. პოსტის ავტორი ბავშვია, რომელსაც ჩემი ღრმა რწმენით, სექსზე ჯერ წარმოდგენაც არ აქვს. თუნდაც ვცდებოდე ამაში, ფაქტია, ლესბოსურ გრძნობებზე არ გაეგება არაფერი, საკუთარი ჰეტეროსექსუალობის აღიარებიდან გამომდინარე. მეკი ვფიქრობ, როცა რამე არ გაგეგება, მით უმეტეს სექსებე, ამ თემაზე წერას თავი უნდა დაანებო. მანამდე მაინც, ვიდრე რეალურად არ დაკავდები სექსით.

ისე, ყველაზე ზემოთხსენებულ პოსტში ამ ფრაზამ “მომხიბლა” : “- ვაი შენს მტყვნელს…ერთხელ კი გავიფიქრე მაგრამ გულში ჩამეცინა და გავატარე ჩვეუი ირონიით”

ახლა მეორე ბლოგი. ამჯერად ავტორი გეი ბიჭის ისტორიას ყვება. სიმართლე გითხრათ, პოსტი ბოლომდე არც წამიკითხავს და არც ავტორის ორიენტაციის გარკვევა მიცდია. დანარჩენ პოსტის სახელებს გადავხედე და რა დამხვდა: გაუპატიურება, ჩამოკვრა, გათავება, ბლა ბლა ბლა…

დაფაქ?

აი ჩემს “ახალგაზრდობაში” ყველაფერი სხვანაირად იყო. მაშინ ანინა წერდა სექსზე-ც. მერე ყველა უნიჭოდ გაანინდა.  რაც ყველაზე ცუდია, 14-15-16 წლის ბავშვები, რომლებსაც ოდნავი წარმოდგენა არ აქვთ როგორია სინამდვილეში მათ მიერ აღწერილი ვნებიანობები. მეკი ძველი, საინტერესო ბლოგები მომენატრა, თემატური, პირადი, სულ ერთია, მთავარია რეალური იყოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მოზარდები პორნოსაიტებზე ქექვის მეტს არაფერს აკეთებენ და მერე ცდილობენ იქ ნანახ პოზებს ხორცი შეასხან პოსტებში. იშვიათად მხვდება ე.წ “უმანკო” ბლოგები, სადაც ბავშვები თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებაზე და თავგადასავლებზე წერენ.

ეს ყველაფერი კი რაზეც ამდენი ვილაპარაკე, უბრალოდ დებილობაა.

დაკავდით სექსით და წერეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ მერე არამგონია სექსზე წერა და ლაპარაკი მოგინდეთ.

მოკლედ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, სიყვარულით თქვენი ანნა 🙂

კარგი ივენთის კრიტერიუმები

როცა სიტყვა “ივენთი” მესმის, არც ისე კარგი სიტუაცია წარმომიდგება ხოლმე თვალწინ. ძალიან ბევრ კარგად გაპიარებულ ივენთს გაუცრუებია ხოლმე ჩემთვის იმედი და შესაბამისად ყოველ შემდეგზე სკეპტიკურად განწყობილი მივდივარ, იმ იმედით რომ ძალიან ცუდიც არ იქნება..

მე მაქვს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც ვაფასებ ხოლმე ამ “ივენთებს”

  • კარგი ორგანიზება
  • კარგი ადგილი
  • სასიამოვნო საკვები (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში)
  • კარგი მუსიკა( ასევე აუცილებლობის შემთხვევაში)
  • სასმელი
  • თამაშები, პრიზები (სასურველია)

სულ რამდენიმე კარგი საღამო მახსოვს, რომლებმაც ჩემს მკაცრ შეფასებას გაუძლეს. ერთ-ერთი ასეთი, შარშანდელი კარაოკე ფართი იყო, ამიტომ როცა ჩემმა მეგობარმა ზურიუსმა studio5-ში, Efes karaoke farty-ზე მიმიწვია, სიხარულით დავთანხმდი დ არ შევუშინებივარ იმას, რომ არც ისე კარგი მუსიკალური მონაცემები მაქვს.  ბოლოსდაბოლოს, შემეძლო ლუდით, მუსიკის მოსმენით და გემრიელობების ჭამით შემოვფარგლულიყავი, თუმცა everything went better, than expected 😀

რა მოხდა ამ ივენთზე, მოკლედ მოგიყვებით:

  • მისულებს სახელობითი მაისურები და ლუდები მოგვართვეს
  • ძალიან ბევრი ვიმღერეთ! ვიმეორებ, ვიმღერეთ და არა იმღერეს!
  • ბევრი ვითამაშეთ
  • ბევრი ვიცეკვეთ
  • ბევრი ვჭამეთ
  • და ბევრი დავლიეთ

მეტი სიცხადისთვის იხილეთ ფოტოგალერეა:

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კინაღამ დამავიწყდა. კარგია, როცა ყველაფერი კარგადაა და ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ხოლმე ზემოთხსენებული ივენთები, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ცუდი ივენთიც კი შეიძლება კარგად დამთავრდეს, თუ ბევრ მეგობართან ერთად წახვალ იქ ^^

როგორც წესი, როცა ჩემს თავს რამე კარგი ხდება, დიდხანს მახსოვს და შემდეგ ვნატრობ, როდის მოხდება კიდევ რამე “ისეთი”. ახლა ველოდები როდის იქნება ეფესის კარაოკე ფართისმსგავსი კარგი ივენთი 😀

მე და ლუდი

არ ვიცი რამდენი ხნის წინ დაიწყო ჩემი და ლუდის ისტორია. დღემდე მახსოვს შეგრძნება , როცა პირველად გავსინჯე უცნაური გემოს მქონე მოოქროსფრო სასმელი. თანდათან მივხვდი რომ:

ლუდი საუკეთესო სასმელია გასაგრილებლად ზაფხულში და გასათბობად ზამთარში;

ვინმესთან სტუმრობისას – თან წასაღებად;

კომპიუტერთან ჯდომისას ნელ-ნელა საწრუპად;

სიმთვრალის ეფექტის მისაღებად- ბევრის ან უფრო ბევრის დალევის შემთხვევაში.

მოკლედ, პირადად მე უამრავი მიზეზი მაქვს იმისთვის , რომ მიყვარდეს ლუდი. კარგი ლუდი. ქართული წარმოების ლუდებიდან პირველად ნატახტარი მახსენდება ხოლმე და ამის მიზეზიც მაქვს- ბოლოსდაბოლოს ამ კომპანიას ქართული ბაზრის 65% უჭირავს და მისი ასორტიმენტიდან ყველას შეუძლია სასურველი შეფუთვის და გემოს პოვნა : ეფესი , ქარვა, კასრის ლუდი , ექსტრა და ტრიდე ნატახტარის ბრენდებია.

თითოეული მათგანი განსხვავდება გემოთი და ე.წ “გრადუსით”:

ექსტრა პირადად ჩემთვის ძალიან ძლიერია და ერთი კათხა საკმარისია ჩემს დასათრობად, რასაც ვერ ვიტყვი ეფესსა და და ქარვაზე. კასრის ლუდი არ გამისინჯავს. თითქმის ყოველთვის ეფესს ვსვამ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა სწრაფი დათრობა მსურს და ექსტრას ვანიჭებ უპირატესობას.

რამდენიმე დღის წინ ნატახტარმა რებრენდინგი განახორციელა და შეფუთვა განაახლა. ალბათ გახსოვთ როგორი იყო ძველი შეფუთვა ჩვეულებრივი ნატახტარის ბოთლის:

სურათზე, მარცხნივ არის ნატახტარი ახალ შეფუთვაში, ლოგიკურად მისგან მარჯვნივ, ნატახტარი ძველ შეფუთვაში.

ზოგადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხოლმე იმას, თუ როგორ გამოიყურება პროდუქტი. გულახდილად რომ ვთქვა, დიდად არ მომწონდა ძველი შეფუთვა- ყველაზე სასურველი ჩემთვის ისევ ზემოთხსენებული ბრენდის-ეფესის “გარეგნობა” იყო და ესეც დიდ როლს თამაშობდა ჩემს არჩევანში.

რაც შეეხება განახებულ ბოთლს: დამეთანხმებით ალბათ, გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება და პროდუქტის ძირითადი მახასიათებლებზე: ალაოზე, უნიკალურ წყალზე და გვირგვინზეა აქცენტი გაკეთებული, ჩემთვის კი ბოთლის შეცვლილი/დახვეწილი დიზაინიც სავსებით საკმარისია. ჩემდა  სამწუხაროდ არ შეცვლილა ქილის დიზაინი 🙂

ამ ცვლილებების უშუალოდ ნახვის შესაძლებლობა რამდენიმე დღის წინ მომეცა, ივენთ ჰოლში, სადაც განახლებული ნატახტარის პრეზენტაცია გაიმართა, ლუდით სავსე მაცივრების გათამაშებით და კონცერტითურთ. ლუდით სავსე მაცივარი, როგორც უიღბლოს, წილად არ მხვდა. სამაგიეროდ რამდენიმე მართლა კარგი სიმღერა , კარგი შესრულებით მოვისმინე, ვუყურებდი როგორც ცვიოდა მოცეკვავეების ხანჯლებს ნაპერწკლები  და რა თქმა უნდა, დავლიე ბევრი ლუდი.

ეს ჩემი მოსაწვევია, ბლოგერის რანგში.

ბლოგერების განკარგულებაში მყოფი ლუდი. განახლებული შეფუთვით მხოლოდ პრეზენტაციის შემდეგ შემოგვთავაზეს დასაგემოვნებლად.

ოთხკუთხა მინაში გამომწყვდეული ჰოლოგრამიანი მბრუნავი ბოთლი 🙂

I felt future-საქართველოს ბანკის ექსპრესის პრეზენტაცია

თვეზე მეტია საქართველოს ბანკის ახალი რეკლამა გამოჩნდა, ახალი სლოგანით – იგრძენი მომავალი.

ვიზუალურად ძალიან მომეწონა, თუმცა ვერ მივხვდი რას გვთავაზობდა ამით ბანკი. რამდენიმე დღის წინ, უფრო სწორად პირველ დეკემბერს უკვე ოფიციალურად მოხდა ახალი სერვისის პრეზენტაცია ახალ სათავო ოფისში. ეს არის საქართველოს ბანკის ექსპრესი-ანუ უწინდელთან შედარებით ბევრად გამარტივებული და სწრაფი მომსახურებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი სერვისცენტრი ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა და პირველივე დღესვე შევირბინე და შევათვალიერე, თუმცა ჯერ გაშვებული არ იყო და ვერ გავტესტე საფუძვლიანად.

დღეს უკვე შემიძლია შევიდე ნებისმიერ მათგანში, ნებისმიერ დროს და საკუთარ თავს მოვემსახურო ინტერნეტბანკის ტერმინალით, ფეიბოქსით, ბანკომატით.ანუ 24 საათის განმავლობაში შემიძლია: თანხის განაღდება, გზავნილის განაღდება, სმს სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა, ანგარიშზე თანხის შეტანა, თანხის გადარიცხვა, დეპოზიტის გახსნა და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულება. თუ დახმარება დამჭირდება, სერვისცენტრებში მოლარე-ოპერატორებიც იმყოფებიან, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, შაბათ-კვირას დილის 10 საათიდან საღამოს 6მდე.

სპეციალურად ექსპრესის მომხმარებლისთვის შექმნილია პროდუქტები – ექსპრესპაკეტი (რომელიც შეიცავს ახალ პროდუქტს – ექსპერსბარათს, ასევე მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და სმს ბანკის მომსახურებას) და ექსპრესანაბარი  ექსპრესკრედიტი და ექსპრესორინჯი.

ესეც ვიდეო, სადაც ექსპრესსერვისცენტრების მისამართებია მითითებული, რომლებიც საგანგებოდ არ დავწერე ბოლომდე რომ უყუროთ სიუჟეტს^^

რაც შეეხება სათავო ოფისს, ალბათ ყველამ იცით როგორ გამოიყურება გარედან:


ესეც შიდა მხარე:

ახალი სერვისის პრეზენტაცია

ახალი სერვისის პრეზენტაცია

პრეზენტაციის მსვლელობა

პრეზენტაციის მსვლელობა

ბლოგერები პრეზენტაციის მოლოდინში:)

ბლოგერები პრეზენტაციის მოლოდინში:)

დროებითი საშვების გაცემისას

დროებითი საშვების გაცემისას

ვერანდა

ვერანდა

სპორტდარბაზი

სპორტდარბაზი

კაფე

კაფე

ხედი სათავო ოფისიდან

ხედი სათავო ოფისიდან