ჩემ შესახებ

რა დავწერო? ის რომ საინტერესო ვარ, ყველა მეგობარმა იცის  , მე კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ფართო მასებისთვის არ გამიკეთბია ეს ბლოგი, მაგრამ პრინციპით, რა იცი რა ხდება, ერთ-ორ საქებარ სიტყვას არ დავიშურებ საკუთარი პერსონის მიმართ.

მე, ანუ ანა გელბახიანი, დავიბადე 1991 წლის 23 თებერვალს. რა რთული ბავშვობა გადავიტანე და მისთანებს გამოვტოვებ, როგორც წესი, მხოლოდ სელებრითების ცხოვრების დეტალები აინტერესებს ყველას ) ახლა ვარ თბილისის ეკონომიურ ურთიერთობათა სამართლის ფაკულტეტის მე2 კურსის სტუდენტი. არ ვმუშაობ, ოჯახს, როგორც დღეს ჩემი ხარჯების დაანგარიშების შედეგად გაირკვა, ძალიან მძიმე ტვირთად ვაწევარ. გარდა არჩეული პროფესიისა, მაქვს უამრავი გატაცება თუ უნარი, რასაც ხშირ შემთხვევაში არ ვიყენებ ხოლმე(აქ მეთვითონ ჩავიწერ დიიდ მინუსს)) იმ შესაძლებლობებიდან, რაც გამოყენებადია, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ხატვაა და ვფიქრობ, კარგადაც გამომდის. ოდესღაც ვწერდი მოთხრობებს და ჩანახატებს და ბლოგისთვის ახლაც სასურველია, მუზა თუ მესტუმრება ხოლმე, და ბოლოს, მინდა მწუხარებით განვაცხადო , თუ როგორი დიზაინერი დაკარგა საქართველომ ჩემი სახით)) ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნახევრად ხომ არის რეალობა ….

ერთი სიტყვით, ასეთია ჩემი თავის ჩემებური დახასიათება , შემდგომში კი ცალკე პოსტი მინდა მივუძღვნა, როგორც ჩემს ფსიქოლოგიურ პორტრეტს, ასევე ზოგადად ადამიანთა ტიპებს.. ეს სამომავლოდ, ახლა კი სულ ეს იყო 🙂

43 thoughts on “ჩემ შესახებ

  1. qetu says:

    getanxmebi, saintereso da amoucnobi adamiani xar…shens dizainerobaze ici chemi azri…zogisgan gansxvavebit martlaaa gaqvs nichi :)))

    carmatebebs vusurveb shens blogs ))) :*******

    • piglii says:

      შეიძლება ეგრე უკეთესი ყოფილიყო, უკმაყოფილო ვარ ჩემი ზოდიაქოსი :დდ

  2. Kate_AlukaЯD says:

    რატომ? აუჰ მე ვგიჟდები ჩემს ნიშანე ^^ ძალიან მიყვარს ^^ თევზები ისე ძალიან რთულები ხართ 😀 შენი არ ვიცი და თევზებს ვისაც ვიცნობ ყველა ძალიან რთულია და ყველას თავისებური მიდგომა ჭირდება… :ფიქრ:

    • piglii says:

      xoo, rtuli rom var magitom ar momwons chemi tavi, ramdeni momidgeba exla me chemeburad da amitom bevratn michirs urtiertoba :S

      • Mari says:

        მე მიყვარს თე”ბ”ზები 🙂 სულ არ მგონიხართ რთულები. რამდენიმეს ვიცნობ და ყველა ძლაიან საყვარელია.

      • sheila says:

        ara, mtlad tevzobasac nu daabralebt, mec tevzi var martis, magram eg naklebad nishnavs rames, mtavaria mtvare sad iko mashin 😉

  3. კნუტი says:

    ჰხახ, მგავს ეს ბავშვი 🙂
    მეც მანდ ვსწავლობ, მეც 1991-ში დავიბადე,არცჩემი ბლოგიაფართო მასებისთვის განკუთვნილი, არც ე ვმუშაობ…
    მაგრამ mძიმე ხარჯი არ ვარ 😀 სწავლაში არ იხდიან.. ერთადერთი გზის ფული ვჯდები რა 😀

    • piglii says:

      swavlashi 30 procents mixdian, eg araferi, magram leqtorma rac dagvaangarishebina xarjebi, davfikrdi, girs tuara chemnairi shvilis gachena saertod 😀

    • anna says:

      გუშინ ვფიქრობდი, ნეტავ ჩემი მსგავსი ბლოგერი თუ არსებობსთქო და აჰა :დ~2 ასოშია განსხვავება ^_^

      • ანი says:

        კიდევ ბევრი საერთო გვაქვს, ტოლები ვართ, მეც 1991ში დავიბადე, ოღონდ აპრილში.
        ხატვა მეც მიყვარს ❤ ბავშობიდან ვხატავ, ვწერ რაღაცეებს ჩემთვის… ხან ლექსებს, ხან ჩანახატებს, ხან მოთხრობებს…
        მეც მძიმე ტვირთი ვარ, 100%იანი გრანტი მაქვს მაგრამ იესემში ვსწავლობ და სახელმწიფო გრანტი ვერ ფარავს სწავლის საფასურს…

  4. Nino says:

    ფეისბუქით გიცნობდი ასე თუ ისე, მაგრამ ბლოგზე ეხლა შემოვედი პირველად… 🙂 მშვენიერი ბლოგია 🙂 შენც მშვენიერი ხარ 🙂 მოკლედ, წარმატებებს გისურვებ ბლოგზეც და ისეც… 😀 😉

    • anna says:

      დიდი მადლობა ❤
      მე ვიცოდი შენი ბლოგი და ფეისბუქიდანაც გიცი :*

  5. sofo says:

    არავის უთქვამს შენთვის, რომ ოლივია უაილდს ჰგავხარ? 🙂 ძალიან მომწონს ეგ ქალი და შენც ძალიან მომწონხარ 🙂

    • anna says:

      პირველად მესმის ეგ სახელი ^^ ვნახავ ვის ვგავარ აბა :))
      პ.ს
      დიდი მადლობა *

      • Nanako Ust says:

        ეე, მართლა გავხარ, ანა, ოლივია უაილდს.. : D

  6. Mallorie says:

    საინტერესო პიროვნება ხარ.
    რამდენიმე პოსტი წავიკითხე და მომეწონა აქაურობა, ძალიან მომეწონა. ^^
    შემოგივლი ხოლმე ხშირად. :*

  7. anosmagazine says:

    რატომ თვლი რომ საქართველომ დაკარგა შენი სახით დიზაინერი? არაფერი გვიან არ არის დამატებით რომ მოკიდო მაგ საქმესაც! ეხლა თუ არა ცოტა მოგვიანებით! გვიანი არასდროს არ არის!!!! და იცოდე რაც გულით გინდა, იმას ყოველთვის მიაღწევ მონდომებით!!!წარმატებები!
    ისე სულ არ ვთვლი რომ თევზები რთულები არიან. ჩემი ერთ ერთი უახლოესი მეგობარი თევზია და მაგაზე საყვარელი ადამიანი არ არსებობს!

    • anna says:

      რავიცი, თანდათან უფრო ნაკლები სურვილი მაქვს დიზაინერობის. იმდენად მესაკუთრე გავხდი, ჩემი დიზაინით შექმნილი რამე მხოლოდ მე უნდა მეცვასთქო ზოგჯერ ვფიქრობ :დ

  8. georgianedition says:

    ბლოგის დიზაინი რომ დახვეწო კარგი იქნება, და მეტი სტატიები………
    გვიმრავლოს ბლოგერები…….

  9. anna says:

    ამას მეუბნები შენ , რომელსაც ბლოგზე ერთწინადადებიანი ერთი პოსტი გიდევს და დიზაინშიც არ უქნიხარ ღმერთს?:დ

  10. მარი ! says:

    პირველად ვარ აქ და ძალიან ,ძალიან მომწონხარ ❤
    გინახულებ ხოლმე ❤
    შენც შემომიარე 🙂
    იქნებ მეც ისევე დაგაინტერესო ,როგორც შენ მე !
    წარმატებები ყველაფერში 🙂

  11. deathlyhallow says:

    მერამდენედ ვეწვიე შენს ბლოგს, ამჯერად უკვე ბლოგერის როლში ^^ 😀 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s