მოდი ერთად გავაკეთოთ რამე

ამბავი 1

– მოდი ერთად ვიაროთ ინგლისურზე

– მოდი ერთად ვიაროთ ცურვაზე

-მოდი ერთად ვივარჯიშოთ

 

ამბავი 2

-აუ გოგო დღეს ჩემი ბიძაშვილი ჩამოდის და ვერ წამოვალ.

  • უი მაშინ  მეც არ წამოვალ

-გუშინწინ რაღაც კისერი დამეჭიმა და მოდი ხვალ ერთად წავიდეთ ცურვაზე

-აუ დღეს არ გინდა ვარჯიშის ნაცვლად დავლიოთ?

  • კაი მაშინ მეც აღარ ვივარჯიშებ

 

 

ასეთი ამბები არის მილიონი. დაწყებული მათემატიკაზე ერთად სიარულით, დამთავრებული რითიც თქვენ გსურთ. მოკლედ, როცა ერთს ეზარება, მეორეც კარგავს მუღამს ხშირ შემთხვევაში. ჩელენჯები და მოდი ერთად დავიწყოთ-ები არის უხეშად რომ ვთქვათ, მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა ამბავი. ერთი ადამიანი ვერ პოულობს საკმარის მოტივაციას და უხმობს მეორეს რაღაც აქტივობაში ჩასართავად. მერე იწყებენ გაერთიანებული მოტივაციით და რამდენიმე კვირა რაღაც გამოდის.

მაგრამ.  ერთ მშვენიერ დღეს ერთი აცდენს აქტივობას – მეორეს ეკარგება მუღამი და მანდ იწყება, უი, მოდი მაშინ მეც აღარ გავაკეთებ ამას. რატომ აღარ გააკეთებ?

ჩავშალოთ. როცა რაღაცას ვიწყებთ, რისთვის ვიწყებთ? ვიწყებთ ჩვენი თავისთვის. თუ ვსწავლობ ინგლისურს, ამ ინგლისურით უნდა ვილპარაკო მე და არავინ სხვამ და ა.შ. რა წამოწყებაც არ უნდა გვქონდეს, თუ დედა ტერეზად ქცევა არ გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა ჩვენი თავისთვის წამოვიწყეთ.  და თუ თავს ანებებ, ეს 70% გულისხმობს იმას, რომ შენი მეწყვილეც დაანებებს თავს. იმიტომ, რომ მარტო – აღარ უნდა. მარტო მოსაწყენია. ჰოდა ძალიან ცუდი.

არაფერს არ მოაქვს ისეთი კარგი შედეგი და ეფექტი, როგორც მარტო წამოწყებულ საქმეებს(რა თქმა უნდა ისეთებს, რომელთა განხორციელებაც მარტოც მშვენივრადაა შესაძლებელი) იმიტომ, რომ როცა მიდიხარ დასკვნამდე, რომ არავინ არ გჭირდება შენს წამოწყებაში და მარტოც მშვენივრად გაართმევ თავს, აი მაშინ უკვე ყველაფერი კარგად თუ არა, უკეთესადაა. არავისზე ხარ დამოკიდებული არც ფსიქოლოგიურად (აუ დღეს ვერ წამოვალ, აუ მაშინ მეც არ წამოვალ) არც ფიზიკურად (დღეს მისი მანქანით უნდა წავსულიყავით, მარშრუტკით მეზარება).

და თუ წაკითხვა გეზარებათ და მორალს ბოლო ფრაზაში ეძებთ, დაე: ყველაფერი უნდა აკეთო შენი თავისთვის, და არა მოდი ბევრი დრო მაქვს და ბარემ მეც შემოგიერთდებისთვის.

 

2 thoughts on “მოდი ერთად გავაკეთოთ რამე

  1. mari says:

    აშკარად გესმის ჩემი. ყველა ხელს მიშლის ხოლმე და ამიტომ მარტო ვსწავლობ ყველაფერს. მაგრამ, ხანდახან ერთად მეცადინეობაც ამართლებს. ავტოსკოლაში 4 თანამშრომელთან ერთად დავდიოდი და იმდენად ვამოტივირებდით (რა სიტყვაა) ერთმანეთს, რომ 1 თვეში ჩავაბარეთ ყველამ.

    • anna says:

      მე მარტომ ავიღე მართვის მოწმობა :დდდ ჯგუფურად რომ დავიწყე 2 თანამშრომელთან ერთად, მაგ დროს თავი დავანებე :დ

Comments are closed.