06.01.2015

არ ვიცი წაიკითხავ თუ არა ამას ოდესმე, ან ბოლომდე მივიყვან თუ არა პოსტს, თუმცა მაინც ვეცდები, დავწერო.

შარშან, ამ დროს, ანუ 2015 წლის 6 იანვარს, 2.23 წუთზე სულ რამდენიმე წუთის დაბადებული რომ იყავი, შენი თავი გულზე მომატყეპეს და ვერც მივხვდი რა უნდა მეგრძნო, თითქოს ავტომატურად მიხაროდა შენი დაბადება. მაშინ მეგონა, რომ ძალიან მიყვარდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მას მერე, რაც ბევრი თვე და აგერ უკვე ერთი წელი გავიდა, ვხვდები რა არარაობა იყო ჩემი გრძნობები მაშინ, როცა გაჩნდი.

ყოველ დღე, რაც უფრო იზრდები, უფრო მეტად მიყვარხარ, მეტად და მეტად ვგიჟდები შენზე და ყოველთვის, როცა გახარებული იცინი, ასე მგონია, ტირილს დავიწყებ ბედნიერებისგან.

უკვე ერთი წლის ხარ ჩემო პატარა ბიჭო, უკვე მთელი 4 ნაბიჯის გადადგმა შეგიძლია და არ მინდასაც კი ბურდღუნებ.

მეკი ვზივარ ხოლმე და იმაზე ვფიქრობ, რას გრძნობ, როცა სათამაშო მანქანების ბორბლებს ატრიალებ, ან ტელევიზორის წინ ცეკვავ და გაუგებარ ფრაზებით გველაპარაკები.

ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა ბუბლიკო❤ დაბადების დღეს გილოცავ❤

პ.ს: პოსტი ბოლომდე ვერ მივიყვანე🙂

1510878_1660453610891361_8806606024020038990_n