2015

როცა ახალი წელი მოდის, ვიხსენებ ხოლმე გასულ წელს და ვწყვეტ, რამდენად კარგი ან ცუდი იყო. წელსაც, უკვე ორი კვირით ადრე ახალ წლამდე, დავიწყე გახსენება რა მოხდა ამ წელს და ქრონოლოგიურად ჩამოვყვები ყველა მნიშვნელოვან ფაქტს:

giphy

  • 2015 წლის 6 იანვარს ლუკა  დაიბადა – ჩვენი  გენიალური, გადასარევი შვილი
  • 2015 წლის (მგონი)29 აპრილს გადავწყვიტე დაკლება და დავიკელი 25 კილო. 
  • 2015 წლის სხვადასხვა მონაკვეთებში მქონდა უამრავი სხვადასხვა პროექტი, ვისწავლე ბევრი ახალი რამ, ადამიანურ თუ საქმიან ურთიერთობებში.
  • 2015 წლის 15 სექტემბერს მივიღე სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება, მანამ, სანამ ახალ სამსახურს ვიპოვნიდი, რაც იყო ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილება და ის ნაბიჯი, რომლის გაბედვაც ყოველთვის მინდოდა.
  • 2015 წლის 3 ნოემბერს ოფიციალური სამუშაო დღე მქონდა ფარმადეპოში, საოცრად კარგ გარემოში და ადამიანებში.
  • 2015 წლის განმავლობაში ყოველდღე ვრწმუნდებოდი, რამდენად კარგი ბიჭი მყავს მე და რამდენად კარგი მამა – ლუკას.
  • 2015 წელს ვისწავლე, როგორ უნდა დავიწყო არაფრისგან, როგორ მივყვე მიზანს თანმიმდევრულად და მივყვე მანამ, სანამ შედეგს არ მივიღებ. ვისწავლე, როგორ ვმართო ჩემი ცხოვრება ისე, რომ ბედნიერად ვიგრძნო თავი.
  • 2015 წელს ვისწავლე ადამიანების სიყვარული. ადამიანებზე ზრუნვა და ვფიქრობ ამაში ჩემი შვილის დაბადებას და დედაჩემის დაღუპვას ერთნაირად მიუღძვის წვლილი.
  • 2015 წელს (მგონი 13ან 14 აპრილს) ავიღე მართვის მოწმობა, რომელსაც #ცხრაწელი ვიღებდი
  • 2015 წელს არც ჩემი ჰობები დამვიწყებია: ვკერავდი, ვძერწავდი და ინგრესის თამაშიც დავიწყე , რაც 2015 წლის შეჯამებაში აუცილებლად უნდა მომეხსენიებია
  • 2015 წელს გავიცანი კარგი ახალი ადამიანებიც

და როცა ახალ წლამდე სულ რამდენიმე საათია და საჩუქრების შეფუთვას მოვრჩი ჩემი ოჯახისთვის, გული მომეწურა, ისე მინდა, მალე ჩავიდეთ მე და კოტე სოფელში, სადაც აფართხალებული ბუბლიკი გველოდება და ერთად შევხვდეთ ახალ წელს, რომელიც ასეთი ბედნიერი და სიყვარულით სავსე არასდროს ყოფილა.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ^_^