აჩუქე ბედნიერება

გაქვთ რამე ტრადიცია, რასაც მხოლოდ ახალ წელს აკეთებთ?

უკვე წლებია, ახალი წლის დღეების მოახლოებასთან ერთად ქუჩაში გაჭირვებულ ხალხს შოკოლადებს ვჩუქნი ფულის ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ცოტა სინდისი მქენჯნის, იქნებ მათ ფული უფრო სჭირდებათ-თქო, მაინც ტკბილეულს ვყიდულობ სპეციალურად და მიხარია, როცა მათ გახარებულ სახეებს ვხედავ. ამ ახალ წელსაც ასე მოვიქცევი, რა თქმა უნდა.

ძალიან ამიჩუყდა გული, როცა რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ასეთი კეთილ სლოგანიანი ტრანსფარანტებით მოსიარულე ხალხი შევნიშნე: გაუღიმე გამვლელს, შეურიგდი მეგობარს, დაელაპარაკე მოხუცს, დაეხმარე გაჭირვებულს , ესტუმრე მშობლებს და ა.შ, ასეთი მოწოდებები იყო გამოყენებული და როგორც აღმოჩნდა კოკა კოლას წლევანდელი საახალწლო კამპანია ყოფილა.

ყველა ჩვენგანში არის სიკეთე, მაგრამ ხანდახან, განსაკუთრებით ახალ წელს, აუცილებელია , ვინმემ მიგითითოს, შეგახსენოს, თუ რა უნდა აკეთო, რომ სწორედ ახლაა დრო, ხალხს უანგაროდ დაეხმარო, გაუღიმო ყველას, მოიკითხო შორეული ნათესავები, შეურიგდე გაბუტულ მეგობარს, მოხუცს ქუჩაში გადასვლაზე დაეხმარო, გაახარო მშობლები და ასეთი სიკეთის ჯაჭვი ადრე თუ გვიან შენთანაც მოვა. თანაც , ადამიანების გაბედნიერებას ძალიან ცოტა ძალისხმევა სჭირდება, მთავარია, სწორად შეარჩიო ის, ვისაც შენი, თუნდაც სულ

პატარა საქციელი ძალიან გაახარებს. აბა წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებას დაიტევს მძიმე ჩანთებით დატვირთული მოხუცის გული, თუ მას ჩანთებს წააღებინებთ? ან როგორ გაიხარებენ ბავშვთა სახლები, თუ მათთვის ტკბილეულს, ჩვენთვის გამოუყენებლ და მათთვის ძალიან ძალიან საჭირო ნივთებს შევაგროვებთ და ახალ წელს მივუტანთ? ძალიან ძალიან გაიხარებენ. შარშან ახალ წელს, კარფურში კოკა კოლას დიიდი საახალწლო ნაძვის ხე იდგა, ბავშვების სურვილებით. ყველას შეეძლო ჩამოეხსნა სურვილი, ეყიდა სურვილის შესაბამისი საჩუქარი და ამ საჩუქარს ბავშვს გადასცემდნენ. მე ერთ პატარა გოგოს ფრჩხილების ლაქის ნაკრები ვუყიდე – ის, რაც მის წერილში ეწერა.

მაგრამ ასრულებულ სურვილებზე უფრო მარტივადაც შეიძლება ადამიანების გაბედნიერება: მთავარია, თუნდაც უბრალოდ გავუღიმოთ ერთმანეთს და რაც შეიძლება ბევრი, პატარა

კეთილშობილებები ჩავიდინოთ, თან ახალი ახალი წელი ხომ სიკეთესთან, ბედნიერებასთან ასოცირდება.

ამ ახალ წელს აუცილებლად:

გაუღიმეთ

ჩაეხუტეთ

მოეფერეთ

იზრუნეთ

დაეხმარეთ

ანუგეშეთ

მოიკითხეთ

გაახალისეთ ერთმანეთი