ბავშვი

ეს პოსტი წესით რამდენიმე დღის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ ცხელ გულზე დაწერილი, გაწელილი, ემოციური ფრაზებით სავსე ნაწერი არ მინდოდა , ჰოდა დღეს , ძალიან გაწონასწორებულად და მშვიდად აღვნიშნავ, რომ ორსულად ვარ. პატარა წერტილი, რომელიც ექოსკოპიის ფოტოზე გამოჩნდა, ჯერ 5 კვირისაა და წინ კიდევ 8 თვე მელოდება.

– რა ვიგრძენი როცა გავიგე?

სხვათაშორის, სანამ გავიგებდი, ჩემთვის მშვიდად მივდიოდი მარკეტში სიგარეტის საყიდლად, ჰოდა უცებ გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა, ტესტი მეყიდა. წავედი აფთიაქში, ვიყიდე ტესტი და დავიკიდე სიგარეტი.  ჰოდა რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ტეტი დადებითი აღმოჩნდა 🙂 ჰოდა რაო, რა იგრძენიო? , იყო ფეხმძიმედ კაცისგან, რომელზეც გიჟდები, ისე გიყვარს,  ისეთი მაგარია, რომ ვერ წარმოიდგენთ.   ძალიან მინდა მალე გავიდეს დარჩენილი 8 თვე და ჩვენი შვილი გაჩნდეს.   ის წიგნები წავუკითხო, რასაც დედა მიკითხავდა, და ვასწავლო ყველაფერი, რაც ვიცი და რაც ჯერ არ ვიცი.  ძალიან მინდა, ლამაზი და ჭკვიანი იყოს და დარწმუნებული ვარ, სხვანაირად არც შეიძლება მოხდეს, ის ხომ ჩვენი შვილია 🙂

– რა ხდება ამასობაში ჩემს თავს?

გარდა იმისა, რომ ძალიან მიხარია, ასევე ძალიან კარგად მომეხსენება, რომ ბევრი მძიმე დღე, ნერვიულობა და უძილობა გველოდება, მეც და კოტესაც.  ყველაზე ძალიან რაც მინდა, ისაა, რომ კარგი დედა ვიყო, რაც  შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვა და  როცა ჩვენი შვილი დიდი ბიჭი/ან გოგო გაიზრდება,  ყველა საჭირო სქილით იყოს აღჭურვილი, რომ შეძლოს ბედნიერად, დამოუკიდებლად და თავისუფლად ცხოვრება.  კიდევ არის რაღაცები, რაც მინდა და რაღაცები, რაც არ მინდა, რომ მოხდეს, მაგალითად, ბავშვის აღზრდით გამოწვეულმა ფორიაქმა და ცხოვრების წესის ცვლილებამ არ ჩამყლაპოს და არ დავკარგო სიყვარული საკუთარი თავის და იმ ყველაფრის მიმართ, რაც ბავშვამდე არსებობდა.  ალბათ ეს ძალიან რთულია, მაგრამ  უნდა შევძლო!

ჰოდა, წარმატებები გვისურვეთ ^_^

4 thoughts on “ბავშვი

  1. Salomé Kanário Ust ამბობს:

    რომ შემხვდი, გითხარი, რომ სულ ვიცი, რას აკეთებ ხოლმე-მეთქი ^_^
    ახლაც შენთან ერთად მიხარია და ბედნიერი ვარ ❤
    მეც ძალიან, ძალიან ველოდები ცუცქნას, თქვენთან ერთად :* :*

    ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე ჩაფიქრებული და წარმოდგენილი გაქვს, საყვარელო! :*

დისკუსია დახურულია.