To me you are perfect

გაზაფხული სიახლეების დროა.

ზოგიერთი ჩვენგანი გარდერობს ანახლებს, ზოგი ცვლის ავეჯს, ზოგი თმის ფერს ან ვარცხნილობას, ზოგიერთი კი საყვარელ ტექნიკას ანაცვლებს ახლით.

თუ ამ უკანასკნელის გამოცვლას გეგმავთ,  შეიხედეთ LG-ის ფეისბუქ გვერდზე.  აქ შესანიშნავი ფოტოკონკურსი დაგხვდებათ, რომლის შინაარსი ძალიან მარტივია: წესებში მეილია მითითებული, რომელზეც უნდა გააგზავნოთ ფოტო, სადაც ასახული იქნება LG-ის ახალი მობილური ტელეფონის სლოგანი, To me you are perfect. ფოტოზე შესაძლებელია იყოს ასახული ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ამ სლოგანის გამომხატველი იქნება.  შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო თქვენს საყვარელ ნივთთან ერთად, რომელიც თქვენთვის სრულყოფილებას წარმოადგენს და გააგზავნოთ კონკურსში. ფოტოების მიღება კიდევ 10 დღე გაგრძელდება და ამის შემდგომ უკვე კონკურსის აქტიური ფაზა დაიწყება.

კონკურსი ორი ტურისგან შედგება. პირველი ტურის დასასრულს ლაიქებით შეირჩევა საუკეთესო 3 ფოტო და გადავა მეორე ეტაპში.

2 მათგანი ისევ ლაიქებით შეირჩევა, ერთ-ერთს ჟიური შეარჩევს.

პრიზები ასეთია:

1 ადგილი: LG G2 32GB

2 ადგილი LG G2 16 GB

3 ადგილი LG G PRO Lite

პრიზები ნამდვილად შთამბეჭდავია, ასე რომ იჩქარეთ, მშვენიერი შანსი გაქვთ, მოიგოთ LG-ის მობილური ტელეფონი და გადაახალისოთ თქვენი მობილური ტექნიკა ^_^