რუმმეითის ცნება

რეალური ცხოვრება და ფილმები/მოთხრობები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

შესაბამისად ძალიან განსხვავდება რომელიმე ვარდისფერ ფილმში დაქალოჩკების ცხოვრება და რეალურ რუმმეითან ერთად ცხოვრებაც. ჩემი მოკრძალებული აზრით, რუმმეითებთან ცხოვრება ჯოჯოხეთად რომ არ იქცეს და ერთმანეთის დანახვაზე რუმმეითები ცხვირს არ იბზუებდნენ, რაღაც წესების დაცვაა საჭირო და სინამდვილეში, ამაყად ნათქვამი “მარტო ვცხოვრობ” მარტო ცხოვრება არ არის, პირიქით, უფრო დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული

Boundaries

როცა საცხოვრებლად გადადიხართ ორნი, ან სამნი და მეტნი, უნდა გახსოვდეთ:

  • ნუ დაელოდებით სხვას, რომ ყოველ მშვენიერ დილით ადგება, გამოგვის ოთახებს და ჭუჭყიანი თეფშების გროვას დააწკრიალებს. თავიდანვე საჭიროა საქმეების დანაწილება და ხათრი და იმის ფიქრი, მოდი, ამ ერთხელ ვინმეს დატოვებულ თეფშებს მე გავრეცხავ, სრულიად ზედმეტია. რამდენჯერმე სხვის მაგივრად შესრულებული საქმე წარმოშობს ბოღმას 😀
  • ისწავლეთ აბაზანასთან ურთიერთობა. რუმმეითის შამპუნის ხმარება შეიძლება ერთხელ და ორჯერ, შემდეგ უკვე თავხედობაა და შესაძლოა თქვენ ასე არ ფიქრობდეთ , მაგრამ შამპუნის პატრონი აუცილებლად ამჩნევს გამქრალ შამპუნს და ძალიან წუხს ამაზე. ეს წესი ეხება პირსახოცებს, კბილის პასტას და სხვა ჰიგიენურ ნივთებსაც.
  • არ დაგავიწყდეთ ის, რომ თითოეულ ადამიანს განსხვავებული ჩვევები აქვს: მაგალითად, ვიღაცისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა აბაზანიდან გამოსვლისას პირსახოცის დივანზე მიგდება, ვიღაცას კი ეს ძალიან აღიზიანებს.  დააკვირდით, შეეკითხეთ თქვენს რუმმეითს, რამ შეიძლება გააღიზიანოს ერთობლივი თანაცხოვრებისას და შეძლებისაგვარად გაითვალისწინეთ ერთმანეთის ჩვევები და ინტერესები.
  • ყველას გვყავს ჩვენი სამეგობრო წრე. ზოგიერთ ჩვენგანს ღამის წვეულებების მოწყობა უყვარს, ზოგს მკაცრად გაწერილი ძილის რეჟიმი აქვს და აღიზიანებს ხმაური და ბოთლების მსხვრევა.  ჩემთვის, როგორც ქათმისთვის, ეს ყველაზე რთულად შესაგუებელი პუნქტია, უბრალოდ ვერ შევეგუებოდი ხმაურით გამოწვეულ ინტენსიურ უძილობას. გახსოვდეთ, საკუთარ ოთახში შეკეტვა და ყურის საცობის ხმარება ხანდახან გამოსავალი არ არის 😀  მეგობრებთან დაკავშირებით აუცილებელია ვისწავლოთ ერთმანეთის სამეგობროს ატანა. სახლი თანაბრად ნაწილდება მათ შორის, ვინც იქ ცხოვრობს, შესაბამისად, მე ჩემი რუმმეითის მეგობრებს ვერ ვიტანდე და ვკრძალავდე მათ სტუმრობას, არის იდიოტობა. ასეთი იდიოტობა მეც მაქვს ჩადენილი, თუმცა მალევე მოვეგე გონს, რაც ძალიან მეამაყება 🙂
  • გადასახადები და კვება – ის, რაც გვაცოცხლებს. ფულის თანაბრად გადანაწილება რომ აუცილებელია გადასახადების გადახდისას, ფაქტია, ამიტომ არ შევჩერდები. რაც შეეხება კვებას, შესაძლოა ვინმემ თქვას, რა არის იმაში ცუდი, მე ჩემთვის გავიკეთო საჭმელი, ჩემმა რუმმეითმა თავისთვის? რა თქმა უნდა, არც არაფერი, თუმცა ვფიქრობ საერთო ბიუჯეტი მაკარონის, შაქრის, ფქვილის და ა.შ მარაგებისთვის, მაინც უნდა დაიდოს. როგორც დასაწყისში ვახსენე, რუმმეითთან ცხოვრება მარტო ცხოვრება არ არის, ოჯახთან ცხოვრებაზე უარის თქმაა, შესაბამისად დაუწერელი კოდექსი ხანდახან გვაიძულებს, 1 ნაყინის ნაცვლად 2-3 ნაყინი ვიყიდოთ, საჭმლის ფული დავდოთ საერთო ფულში და ა.შ.  მოკლედ რომ ვთქვათ, ცალ-ცალკე კვება, გარდა იმისა, რომ ცოტა ტეხავს, შედარებით ბევრ ხარჯსაც მოითხოვს, თუ რუმმეითთან ცხოვრობ, ესეიგი ფული არც იმდენი ფული გქონდა, მარტო გეცხოვრა, შესაბამისად ცალკე ხარჯებით კვებაც ბევრ ფულს წაიღებს.
  • კამათი. ჩვენ ვკამათობთ ყველასთან, ბებიებთან, ბაბუებთან, მშობლებთან, შვილებთან. შესაბამისად არც რუმმეითებთან კამათია უცხო, მაგრამ ყველაზე ცუდი. ოჯახის წევრთან ჩხუბი გაცილებით იოლია, იოლად შერიგებადი,  რუმმეითან ჩხუბი, რომელთანაც მხოლოდ მეგობრობა გაკავშირებს (ან არ გაკავშირებს) კვალს ტოვებს და კარგ ნიადაგს ამზადებს შემდეგი ჩხუბებისთვის,  ზემოთჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინება კი თავიდან აგარიდებთ ჩხუბს და უსიამოვნებებს.

პირადი გამოცდილებებიდან ჯერ-ჯერობით მეტი აღარაფერი მახსენდება. თქვენ რას დაამატებდით?

4 thoughts on “რუმმეითის ცნება

  1. Artyom Khavshabov ამბობს:

    tineijerobis dros maxsovs vkitxulobdi amas da 1-2 sxva blogs, bravo kidev rom wer 🙂
    1 rchevasac davwer, im shemtxvevashi tu saerto sacxovrebelshi ert otaxshi cxovrobt, sachmels otaxshi nu chamt, suni dgeba, tqven ver grdznobt, magram meore adamiani ki.

  2. spleet ამბობს:

    ზუსტად, ხუთი წუთის წინ გვქონდა ამ ყველაფერზე საშინელი ჩხუბი და ეს პოსტი უნდა ამოვაპრინტერო და გავაკრა ყველა კედელზე -_- ყოველ დღე უხასიათობა და არაფრის კეთება, ვიღაცეების ყოველ დღე ამოყვანა და ლამის საცხოვრებლად გადმოყვანა, სხვისი ნივთების გაგდება არ გამიგია ასეთი სიხშირით :დ

  3. Irakli Dolidze ამბობს:

    პიზდეცია ყოველ დღე ერთდაიგივე ადამიანის ყურება, ჩემი რუმმეითი შემზიზღდა, გავბედნიერდი როცა დავიშალეთ

  4. სერჟანტი ამბობს:

    აი, ყურადღებით წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზემოთჩამოთვლილი პრობლემების უმეტესობა მხოლოდ გოგონებს აწუხებთ.

Comments are closed.