goodbye dead hobbies

სულ  მინდა, აქაურობა მყურო ლიტერატურულ კაფეს გავდეს, ზამთარში გაყინულ ცხვირს რომ გაითბობ, მყუდროდ მოკალათდები და ახალ, საინტერესო ამბებს გაიგებ,  მაგრამ რაც უფრო მეტად მინდა ეს, მით უფრო ნაკლებს ვიღწვი ამისთვის. საინტერესო ამბები კი არა, ნანატრი , გათავისუფლებული დომენი anna.ge არ ვიყიდე, სურვილი სურვილად დამრჩა, თემის გამოცვლაც მეზარება. საერთოდ, ამ ბოლო დროს ყველაფრისთვის ნაკლები დრო მრჩება, არადა ბავშვობაში ისე იწელებოდა დღეები, საზაფხულო არდადეგებიც კი მბეზრდებოდა ბოლოს.

მახსოვს, როცა ბლოგის კეთების ეშხში შევედი, საკუთარ თავს (მეათასე) პირობა დავუდე, რომ ეს საქმე არ მომბეზრდებოდა და საკუთარი თავი დავინახე მბრწყინავ შარავანდედში, ბალზაკის ასაკში კომპთან მჯდომარე, პოსტის მწერავი. ჯიზაზ! არასდროს, არასდროს მარადიული პირობები არ უნდა დაუდოს ადამიანმა საკუთარ თავს, მით უმეტეს ისეთ ამბებში, როგორიცაა, “დღეიდან სპორტულ ცხოვრებას მივყავი ხელი და ეს უკუნითი უკუნისამდე გაგრძელდება”, “მე დღეს ბლოგი გავაკეთე და პოსტვას არასდროს შევწყვეტ”. პოსტვა კი არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი issue ვერ შევასრულე და უნივერსიტეტში არჩეულ პროფესიას , იურისტობას არ გავყევი. და ასეთი მრავალი მიგდებული პროექტი მახსოვს ჩემი მხრიდან.

და ამის გამო ოდნავადაც არ უნდა ვინაღვლო, რადგან რომ დავფიქრდები ხოლმე, ძალიან მოსაწყენია მთელი ცხოვრება სპორტით დაკავება, ბლოგის რეფრეში. წლების განმავლობაში გაწელილი ნებისმიერი საყვარელი საქმე თუ ჰობი მომაბეზრებელ სამსახურს ემსგავსება, ჩვენ კი ახალი ჰობი და ინტერესები ცხოვრების გასახალისებლად გვჭირდება. ჰოდა, იმის ნაცვლად, რომ მორიგი პირობა დავდო, რომ აი ახლა, აი ხვალიდან გამოვცვლი თემას ჩემს ხავსმოკიდებულ ბლოგზე, აი ზეგ, როცა ფული მექნება ვუყიდი დომენს, აი მაზეგ მომივა მუზა და რამეს დავწერ, სჯობს მთლიანად დავკავდე იმ საქმეებით, რაც ამ ეტაპზე მიზიდავს, თუ ოდესმე პოსტის დაწერა მომინდება, არ დავიწყო მობოდიშებით, არ დავასრულო დაპირებით და პირდაპირ გადავიდე იმ თემაზე, რასაც მსურს საუბარი.

ამ ყველაფრის დაწერის მერე ძალიან მომეშვა გულზე. ჰოდა ვინც ასეთ საკითხებზე წუწუნებთ, ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ხაზი გადაუსვით ყველა მიტოვებულ ჰობის და იფიქრეთ ცხოვრებაში გამოჩენილ თავისუფალ ადგილზე ^_^

3 thoughts on “goodbye dead hobbies

  1. LiLaC ამბობს:

    მართალია. მეც ძააალიან ბევრ რამეს დავანებე თავი, მაგრამ, როგორც ჩანს ბლოგზე წერა ჩემი ჭეშმარიტი მოწოდებაა : )))

  2. Mariam Talakhadze ამბობს:

    ყველაზე ძლიერად და ყოჩაღად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა დაუმთავრებელ საქმეებს ვასრულებ. ამ თვეში დავასრულე, 2 დაუმთავრებელი წიგნი. შევცვალე ბლოგის დიზაინი და ყველაის საქმე ჩამოვწერე, რაც უახლოეს ერთ თვეში უნდა დავასრულო. It feels nice.

Comments are closed.