თეთრი ღამეები

მკითხველს თავიდანვე ვაუწყებ, რომ ეს პოსტი არ ეხება ნერვიულობისგან თეთრად გათენებულ ღამეებს😀

ახალი წელი თითქმის მოვიდა. საახალწლო საყიდლების ნაწილი უკვე ვიყიდე, ნაწილი არ მიყიდია. თუ მოთმინებას გამოიჩენ და მოიცდი, აუცილებლად გამოჩნდება რამე სიურპრიზი საახალწლოდ.

რუსთაველის 42 ნომერში მოწყობილი თეთრი ღამეები ერთ-ერთი იმ მოვლენათაგანია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო, თორემ მინიმუმ მომავალ წლამდე მსგავსი ქალაქში არაფერი განმეორდება. 26 27 და 28 დეკემბერს შოპინგ გალერეა ღამის 12 საათამდე იმუშავებს და რაც მთავარია, ფასდაკლება იქნება ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა: ზარა, კოინკაზა, კონვერსი, მანდარინა,  პარფოისი, ალკოტი, ბატა, ოკაიდი, დავინჩი და ა.შ.

დეტალურად ამ ამბის შესახებ ფეისბუქზე შექმნილი ივენთიდან შევიტყვე, რომელიც მაუწყებდა, რომ:

• თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ღამის 12 საათამდე, დაძაბული სამუშაო გრაფიკის შემდეგ ისიამოვნოთ შოპინგით.
• განიტვირთოთ სანახაობრივი შოუებითა და დაიმუხტოთ წინასაახალწლო განწყობით.
• შეარჩიოთ ქართველი დიზაინერების კოლექციიდან განსხვავებული საახალწლო დრეს კოდი, პირადად მათგან მიიღოთ რჩევები და შეიძინოთ დიდი ფასდაკლებით.
• გაიკეთოთ მაკიაჟი და მიიღოთ პროფესიული მაკიაჟის რჩევები მაკისა და ლუტეციასაგან.
• ცენტრში მოწყობილია საახალწლო შესაფუთი კუთხე.
• ასევე მიმდინარეობს საახალწლო აქსესუარების ვაჭრობა +1 დონეზე.
• შეგიძლიათ დააგემოვნოთ „ტიციანის“ უგემრიელესი შოკოლადი, რომელიც ადგილობრივად მზადდებ, ასევე გლინტვეინი, ხილი შოკოლადში და მრავალი საახალწლო ნუგბარი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს საახალწლო განწყობას.
• გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის. სანტა კლაუსი და პროფესიონალი ფოტოგრაფები იზრუნებენ თქვენი გაწყობის ამაღლებასა და ემოციების დაფიქსირებაზე.
• 27 დეკემბერს სპეციალურად თქვენთვის დაუკრავს გიგი ვანდერი

შოპინგ გალერეა ჩემი სამსახურიდან საკმაოდ ახლოსაა (თავისუფლებაზე ვმუშაობ), ფეხით ასეირნებაც კი შეიძლება მეგობრებთან ერთად და ასეც მოვიქეცი, როგორც კი გავთავისუფლდი.

საახალწლო გარემო თუ სადმე იგრძნობა თბილისში, ერთ-ერთი ალბათ რუსთაველის 42 ნომერია.  ლამაზი საახალწლო გაფორმებები, მხიარული ფუსფუსი და მუსიკა, გარემო, როცა ხელში დიიდი კალათი უნდა გეჭიროს და დახლებიდან ნივთებს კალათში ყრიდე, თან თუ თან პატარა გახლავს, შეგიძლია სანტა კლაუსს “მიაბარო” და მშვიდად ისეირნო მაღაზიიდან მაღაზიაში, იმიტომ, რომ ამ დროის განმავლობაში პატარას მხიარული სანტა არ მოაწყენს.

თუ ვერ გადაწყვიტე როგორი ტანსაცმელი და აქსესუარები შეარჩიო, დიზაინერები ფრიად სასარგებლო რჩევებს მოგაწვდიან და საახალწლო დრესკოდის დაცვაში დაგეხმარებიან.  ტანსაცმლის არჩევა არამხოლოდ უცხოური ბრენდებიდანაა შესაძლებელი: გალერეაში ქართველი დიზაინერების გამოფენა გაყიდვაცაა.

რამდენიმე წუთით მაკიაჟის ხელოვნებითაც დავინტერესდი. კინაღამ გამომრჩა, რომ გარდა უამრავი ფასდაკლებისა და ბედნიერებისა, ადგილზე მაკიაჟის გაკეთებაცაა შესაძლებელი, პროფესიონალური რჩევებით და ამბებით ლუტეციასა და მაკისგან.
მოკლედ, რუსთაველის 42 ნომერში შეგიძლია იპოვნო ყველაფერი, რაც გჭირდება: საჩუქრები,  შოკოლადები, სამოსი, აქსესუარები და ა.შ.

ჯადოსნური თეთრი ღამეების დასრულებამდე 2 დღე დარჩა. წარმატებულ შოპინგს გისურვებთ ^_^