მეც მჯერა შენი

ახალი წელი ყველასთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. საჩუქრები, ბედნიერება, სიხარული და სითბო. ჩვენ ბავშვობიდან გვაჩვევენ იმას, რომ ახალი წელი სიურპრიზებითაა სავსე, ჯერ სანტა გვანებივრებს საჩუქრებით, მერე მშობლები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები. ჩვენც გავცემთ სანაცვლოდ სითბოს, სიხარულს და საჩუქრებს. და ასე იწყება მომდევნო, ახალი წელი, უფრო კარგი რაღაცების მოლოდინით.

თუმცა ახალი წელი ცოტა ეგოისტური დღესასწაულია, ჩემი აზრით. ის ყველაფერი, რაც ზემოთ ვახსენე ადამიანების ვიწრო წრეში ტრიალებს: ვგულისხმობ იმას, რომ ყველას უნდა გაახაროს თავისი შვილი, შეყვარებული, დედა ან და-ძმა, ყველა მეგობრების წრეში ან ოჯახში აღნიშნავს ახალ წელს და ისე ჩაივლის ხოლმე ეს დღეები, არავის გაახსენდება ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გართობა, სიხარული და საჩუქრები. ჰო ჰო, როცა ჩვენ რიგით მეცხრე საჩუქარს ვხსნით ნაძვის ხესთან, ამ დროს ზოგიერთი ბავშვი უბრალო ფერად ფანქარს ნატრობს და ცდილობს გაიხსენოს, რა დააშავა გასულ წელს ისეთი, რომ სანტა მასთან არ მივიდა.

ვაღიარებ, ამ ყველაფერზე მეც არ მიფიქრია მანამდე, ვიფრე ფეისბუქზე კოკა-კოლას ახალ კამპანიას არ მოვკარი თვალი:

მეც მჯერა შენი –  ასე ქვია კამპანიას. კარფურში, დიდ ნაძვის ხეზე კიდია სურვილები, რომლებიც თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ეკუთვნით და რომელთა ასრულება ნებისმიერს შეუძლია, ვინც მივა კარფურში, ჩამოხსნის სურვილს და მის შესაბამის საჩუქარს შეიძენს.  საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები ელიან,  ისეთი უბრალოა, გული მეტკინა. ვინ წარმოიდგენს, რომ ბავშვები ახალ წელს თბილ ჩუსტებს ნატრობენ?

და როცა წეღან, ჩემმა მეგობარმა კარფურიდან დაპოსტა, სიხარულისგან გული ამიჩუყდა, როცა წარმოვიდგინე, როგორ გააბედნიერებს ორ პატარას ეს წიგნები.

Captureმეც მინდა წავიდე კარფურში, ჩამოვხსნა ნაძვის ხიდან საჩუქარი და საჩუქრის ადრესატზე არანაკლები სიხარულით ვიხტუნო, ბედნიერმა იმით, რომ მე, დიახ სწორედ მე ავახდინე ერთ-ერთი ბავშვის სურვილი ^_^

ჰოდა, რა მოხდება, ყველამ დავგეგმოთ წასვლა კარფურში და როცა კალათას საახალწლო საყიდლებით ავავსებთ, არ დაგვავიწყდეს მისვლა სურვილების ნაძვის ხესთან. რა მოხდება,  რომ ყველას სჯეროდეს მათი,  ყველამ ვაჩუქოთ ახალი წლის სიხარული და სიურპრიზები?  უმრავი ბავშვისთვის დაიწყება მომდევნო, ახალი წელი, უფრო კარგი რაღაცების მოლოდინით და რაც მთავარია, იმის რწმებით, რომ სასწაულები ხდება.

happy new year!