fresh sundays

ზაფხული ძალიან მიყვარს. მიყვარს იმიტომ, რომ უამრავი რამის გაკეთების საშუალებას იძლევა, ზამთრისგან განსხვავებით, როცა მაქსიმუმ სამთო კურორტებზე გაერთო, მინიმუმ არ დაგცხეს 🙂

ზაფხულზე, კი როცა არ ვმუშაობ და სახლში ჯდომის ხასიათზე არ ვარ, იმ დღეებში ჩემი გეგმები ასე ნაწილდება:

  • მივდივარ პიკნიკზე სადმე ახლოს, პარკში
  • მივდივარ თბილისის ირგვლივ საბოდიალოდ, სადაც ბევრი ხე და სიგრილეა
  • ლისის/კუს ტბებიც მშვენიერი დასალაშქრია
  • რომელიმე აუზზე შესვლასაც ვგეგმავ
  • fresh sundays სტუმარი ვარ

ჩემს ლისტს ამ ბოლო დროს კიდევ ერთი, გასართობი,  open air-ებზე სიარული დაემატა, რომლებიც შეიძლება fresh sundays სახელწოდების ქვეშ გავაერთიანოთ. უფრო დაწვრილებით რომ მოგიყვეთ, წარმოიდგინეთ, რომელიმე ლამაზ ადგილზე გამართული ივენთი, ბევრი გამაგრილებელი და  მსუბუქი ალკოჰოლური სასმელებით, პუფებით, ბალახით და რაც მთავარია და რაც მთავარია ბევრი ბევრი გემრიელი Tic Tac–ით..  ასე შეიძლება აღწერო კვირა დღეს, ბოტანიკურ ბაღში გამართული ივენთი ❤

იმ დროს, როცა ქუჩაში შეიძლება სიცხისგან გული წაგივიდეს, საბედნიეროდ მოიძებნება გასართობი ადგილები, სადაც შეგიძლია, რელაქსირდე, დალიო და კარგ მუსიკას მოუსმინო. ასე ბედნიერად გავატარე კვირა დღე და საღამო ბოტანიკურ ბაღში.
საიდან ასეთი ივენთები?

Tic Tac ამ საღამოს სპონსორი იყო. ისე გამიხარდა ამ საღამოს მისი დანახვა J) ძალიან ლამაზად იყო მორთული გარემო, Tic Tac–ით დაბრენდილი ბუშტებით და განსაკუტრებით ვარდისფერი, ლამაზი Tic Tac-ის ბრენდიანი პუფები მომეწონა.  თუმცა ყველაზე დიდი სიხარულით პრომო გოგონებს შევხვდი, რომლებიც ამ ტკბილ კანფეტებს არიგებდნენ, ცხადია სიამოვნებით გამოვართვი, თან რამდენიმე პაკეტი 🙂

ძალიან მიყვარს ეს პატარა ტკბილი კანფეტები და ვცდილობ ჩანთაში 1 კოლოფი აუცილებლად მეგდოს. განსაკუთრებით ფორთოხლის არომატით, ისე როგორც შევამჩნიე ძალიან ბევრი ადამიანს უყვარს ჩემსავით, ბევრი ატრიალებდა ხელში უკვე ნახევრად ცარიელ კოლოფს.

მაგარი ისაა, რომ fresh sundays ბოტანიკური ბაღით არ ამოწურულა. შემდეგი ივენთისთვის კიდევ უფრო მაგარი ლოკაცია, ლისი ლაუნჯია შერჩეული. 7 ივლისს, სწორედ იქ გამოვცხადდები ^_^  ივენთში შეგიძლიათ ნახოთ ლაინაფი, ბილეთის ფასი, დაწყების დრო და ა.შ.

წინასწარ გაგახარებთ, ბილეთის ფასი მოსალოდნელზე იაფია, სულ რაღაც 5 ლარი, ასე რომ , თუ თქვენც ჩემსავით გაქვთ უქმეების გეგმები ჩამოწერილი,  ჩაამატეთ სტუმრობა fresh sunday-ებზე და თქვენს კალენდარსა თუ რიმაინდერებში მოინიშნეთ 7 ივლისი.    წინ სუფთა ჰაერი, ბევრი მუსიკა და სასმელი  გველოდება 🙂

ასევე მინდა გაგხაროთ, რომ მიუხედავად დაბალი ფასისა, შეგიძლია მოსაწვევი უფასოდ მიიღოთ. Tic Tac თავის facebook–ის ოფიციალურ გვერდზე ყოველდღიურად ატამაშებს 3 მოსაწვევს, ასე რომ იაქტიურეთ. https://www.facebook.com/TicTacGeorgia