ჩემი სახელია ანა

როდის დაიწყო ჩვენი ურთიერთობა?

არ მახსოვს.

ალბათ მაშინ, როცა ბავშვობაში, ფერადი და მხიარული რეკლამა ვნახე და დედას შევეხვეწე, ეყიდა ეს სასმელი.

ამასობაში გავიზარდე, მაგრამ ყინულით დაცვარული თუნუქის ქილის გახსნის ხმა მაინც ზღაპრულ ხმად დარჩა ჩემთვის.

ასეთი სიყვარულით კოკა-კოლაზე ვლაპარაკობ.

არასდროს დავანებებ თავს მის დალევას, თუნდაც ასეთი გენიალური რეკლამების გამო:

საქართველოში ჯერ-ჯერობით ყინულის ბოთლებში კოკა-კოლას მირთმევის ბედნიერება არ მქონია, მაგრამ სხვა ამბავზე მოგიყვებით.

ადრე ჩემი სახელობითი ლუდის ბოთლი მქონდა, რომლითაც ძალიან ვამაყობდი, ვიდრე უბედურ შემთხვევას არ შეეწირა. რამდენიმე მაისურიც მაქვს , რომელზეც ჩემი სახელი, ბლოგის მისამართი წერია.  მოკლედ, როგორც ადამიანების უმეტესობას, მეც მიყვარს სახელობითი ნივთების მოპოვება/შენახვა 🙂

ცოტა ხნის წინ კოკა-კოლამ ახალი კამპანია წამოიწყო:  ბოთლებზე სახელებია დატანილი: სალომე, მაკა, ნათია, ანი და ა.შ..

Capture

მაგარია, თუ შენს სახელს წააწყდები და დაუფიქრებლად იყიდი ქილას, მაგრამ თუ სუპერმარკეტში ვერ შეხვდები სახელობით ქილას, გული დაგწყდება და დიდი შანსია საერთოდ არ იყიდო. ასე დამემართა მეც, როცა რამდენჯერმე სახელი ანა ვერ ვიპოვნე.  თუმცა, არ ვიცი რამდენად დარეგულირებადი იქნება, ყველა მარკეტში, მაღაზიაში მოიპოვებოდეს სახელების ის რაოდენობა, რომელშიც ყველა აარჩევს საკუთარ სახელს, რადგან ამ ეტაპზე ბოთლებზე დაბეჭდილია 40 სახელი, 20 ქალის, 20 მამაკაცის. ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი, სადაც კიდევ 15 სახელი შეირჩევა ბოთლებისთვის ^_^ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა:  http://on.fb.me/17BL5To

იმ მომხმარებლებისთვის , რომელთა სახელები ვერ შევიდა ზემოთხსენებულ 40 სახელს შორის,  სხვადასხვა ადგილებში გაიმართა აქციები, რომლის ფარგლებში შეგეძლო შეგეკვეთა სახელი და ქილაზე დაიტანდნენ.  პარასკევს, ზუსტად 12 საათზე დაიწყო ფილარმონიასთან აქცია, რომელზეც თუმცა მივედი, დროის სიმცირის გამო სახელობითი ქილის მოპოვება ვერ მოვახერხე, სამსახურში გავიქეცი.

: http://on.fb.me/17BL5To  თუმცა შემიძლია ამ ლინკზე არსებული აპლიკაციის მეშვეობით მოვძებნო ადგილი, სადაც კიდევ ტარდება კოკა-კოლას მხიარული აქცია, მივიდე და ამჯერად მაინც ავიღო ქილა, რომელიც სპეციალურად ჩემთვის იქნება დამზადებული და მე ვირჩევ, რას დავაწერ, სახელს, მეტსახელს თუ ბლოგის მისამართს. ამ დღეებში თავისუფლების მოედანზე, ანუ ზუსტად ჩემს სამსახურთან გაიმართება აქცია და აუცილებლად შევუერთდები ისევ.

აპლიკაციაში  ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩატარების ადგილები და თარიღები .   აღსანიშნავია, რომ აქციები მარტო თბილისის მასშტაბით არ იგეგმება.  წყნეთში, ბათუმში, რუსთავშიც  შეგიძლიათ ჩაერთოთ აქციაში.

აი ასე მიმდინარეობდა აქციები სხვადასხვა ადგილებზე:

ამ (სავარაუდოდ) წყვილს გაუმართლა :დ

P.S:  ამ პოსტს აუცილებლად დავარედაქტირებ და ჩავამატებ ჩემი სახელობითი ქილის ფოტოს 🙂