მე

ჩემი აუხდენელი ოცნებებიდან ერთ-ერთი ისაა, უცხო თვალით შევხედო საკუთარ თავს და ვნახო, როგორ აღმიქვამენ დანარჩენები. სარკის ეფექტი, სამწუხაროდ, არ მყოფნის.

დღეს ჩემი პოსტი არ იქნება სხვების მიერ აღქმულ მეზე, გადავწყვიტე ჩვეულებრივზე მეტად პაპსა ვიყო და ისეთი ჩანაწერი გავაკეთო, ბავშვობის მეგობრების ბუმბულებიან ბლოკნოტებში რომ ვწერდი.

მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. საშუალო სიმაღლის, ზოგისთვის საშუალოზე მაღალ გოგოდაც აღვიქმები. ჩემი წონა 55-60 კილოს ფარგლებში მერყეობს და არც ისე კარგი ფიგურა მაქვს, მაგრამ რატომღაც მაინც იმ გოგოების კატეგორიაში გავდივარ, ბიჭებს რომ ძალიან მოსწონთ.

უმეტესად ძალიან მუქი ჩალისფერი თმა მაქვს, იშვიათად შავი. ერთხელ მორიჟაოც გახლდით, მაგრამ ვფიქრობ შავი თმა ყველაზე მეტად უხდება ჩემს ცუდ  ცხვირს და კბილებს.

ცოტა ხანში ბრეკეტებიანი გოგო ვიქნები, ზუსტად ისეთი ღიმილით, ჰაი სქულ მუვი შკოლნიკ თინეიჯერებს რომ ახასიათებთ.

სინამდვილეში არც ისეთი თინეიჯერი ვარ, მაგრამ ჩემს 22 წლის სიბერეს დახეული ჯინსებით და მემეს მაისურებით ოსტატურად ვნიღბავ.

ძალიან მიყვარს ჰიუ ჯეკმანი, ჯეიმს ჰეტფილდი და  უფრო ნაკლებად ტილ ლინდემანი, მაგრამ რატომღაც ჩემს ერთ-ერთ მაისურს სწორედ ამ უკანასკნელის ფიზიონომია ამშვენებს.

საკმარისად ბევრი ტატუ მაქვს იმისთვის, რომ კარიერულ წინსვლაში ხელი შემიშალოს.

ყოველთვის ყურსასმენებს ვატარებ, აღრიალებულ მუსიკას ვუსმენ და როგორც ჩანს, ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლობა არ მიწერია.

ზამთარში ვქსოვ. მერე ჩემს მოქსოვილ ჯემპრებს ვიცვამ და დაზოგილი ფულით ჯინსებს ვყიდულობ.

ადრე ვხატავდი. მერე მომბეზრდა და დამავიწყდა კიდეც. ვთვლი რომ ხატვა საკმაოდ შრომატევადი და არამომგებიანი საქმეა. ყოველშემთხვევაში საკუთარი ნახატის ჯემპრად ქცევა ვერ მოვახერხე ჯერ-ჯერობით.

ჯირითი და ცხენები მიყვარს

ბოლო ორი წელია, ფილმების ყურება შემიყვარდა და წიგნები ჩაანაცვლა, თუმცა მაინც მოვასწარი იმდენი წიგნის წაკითხვა, საკმარისად ჭკვიანად რომ გამოვჩნდე, რიგ სიტუაციებში.

საბრძოლო ხელოვნებები მიყვარს კიდევ. რაც თემატური ფილმების ყურება მომბეზრდა, საქმეზე გადავედი და MMA-ზე დავდივარ. იმის იმედი არ მაქვს, რომ რომელიმე რეჟისორის მუზა გავხდები.

ხანდახან ვწერ, ოღონდ არა ისე ხშირად, წერა კარგად ვისწავლო. ბლოგისთვის  გამოდგება.

არშემდგარი იურისტი და მოქმედი social media ვარ.

ალდაგში ვმუშაობ და საკმარისზე მეტად მიყვარს ჩემი სამსახური.

კვირაში ორჯერ მეგობრების ნახვაც მიყვარს. დანარჩენ დროს დრო არ მაქვს.

ქმარი და კატა მყავს. ჩემი მირიანი, ა.კ.ა ყვავა და სწივიკო, პატარა ფუმფულა ეზოში ნაპოვნი კნუტი.  პრინციპში სწივი დიდი და დამოუკიდებელი გოგოა უკვე.

ხანდახან ძალიან კეთილი ვარ, ხანდახან ბოროტი და ავი. ვფიქრობ იმაზე მეტი ბოროტების გაკეთება შემიძლია, ვიდრე სიკეთის, მაგრამ ჩემი პოხუიზმი არ მაძლევს ამის საშუალებას.

ახლახანს აღმოვაჩინე რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ არა თავის მომაბეზრებელი და ენაჭარტალა. მირჩევნია ადამიანებმა იფიქრონ , რომ უჟმური ვარ, ვიდრე ყელში ამოუვიდეთ ჩემი ლაქლაქი.

კიდევ არის უამრავი პატარა წვრილმანი, მაგრამ მგონი, ჩემი ძირითად მახასიათები ნიშნები სულ ესაა.

ჰო მართლა, საერთოდ არ მეწყინება, პირიქით, მოხარული ვიქნები, თუ ამ პოსტის კომენტარებში საკუთარ აზრს გამოხატავთ ჩემთან დაკავშირებით.  შეგიძლიათ ანონიმური კომენტარებიც დატოვოთ 😀

7 thoughts on “მე

  1. gamomicani ამბობს:

    მომწონს შენი ის თვისება, რომ ობიექტურად აფასებ შენ თავს, ამაზე ზუსტად მეც კი ვერ დაგახასიათებდი. ერთს დავამატებ: ხატვა გიყვარს დ განსაკუთრებული ნიჭი გაქვს მაგის, საერთოდ გარემოს, ადამიანების აღქმის ნიჭი გაქვს ძალიან იშვიათი, მგონი გასაგებად გამოვთქვი, მომენატრა შენი თავი ეს პოსტი რომ წავიკითხე, გამახსენდა რის გამო მსიამოვნებს ხოლმე შენთან ურთიერთბა :d გამოიცანი ვინ ვარ :*

  2. karamelka ამბობს:

    ამიერიდან შეგიია ჩათვალო, რომ ისეთი გოგოების კატეგორიაში გადიხარ, რომლებიც არამარტო ბიჭებს, გოგოებსაც ძალიან მოსწონთ (მე მომწონხარ).

    აი უცხო თვალით რომ გიყურებ ვხედავ საკმაოდ სიმპათიურ, ზედმეტად თავისუფალ (მაგრამ ავარდნილს არა) გოგოს :)) აი ისეთს, მოკლე ქვედაბოლო რომ აცვია და ქვევით არ ექაჩება მაგალითად(ლაივში არ მყავხარ ნანახი და მგონი რომ არ ექაჩები:დ). ისეთი, რომელიც ეწევა და ქმარს არ უმალავს :დ ჰო, კიდევ რატომ ‘ზედმეტად თავისუფალი’. იმიტომ, რომ რას ფიქრობენ სხვები ფეხზე გკიდია (ასეა?)

  3. მარი ! ამბობს:

    ხანდახან ძალიან კეთილი ვარ, ხანდახან ბოროტი და ავი. ვფიქრობ იმაზე მეტი ბოროტების გაკეთება შემიძლია, ვიდრე სიკეთის, მაგრამ ჩემი პოხუიზმი არ მაძლევს ამის საშუალებას.
    ასე მგონია,რომ ჩემი დაწერილია ეს სიტყვები :დდ

  4. ფორთოხალი ამბობს:

    სანამ გაგიცნობდი, საკმაოდ დიდი ხანი მყავდი ფრენდებში და დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი სწერვა და საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული გოგო მეგონე, მხოლოდ შენ არა, კნუტიც, ალურადიც, სიყვარულოვნაც, ჰოდა ის დრო რომ მახსენდება, ძალიან მეცინება :დ

    ახლა მგონია, რომ საკუთარ თავი ძალიან გიყვარს, ოღონდ ამას, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში აღვიქვამ. ოსტატურად ახერხებ თქვა, რომ შენი სხეულის გარკვეული ნაწილები არ მოგწონს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სექსუალური და სასურველი ხარ. ასე მგონია, რომ საკუთარ თავს ისეთად აფასებ როგორიც ხარ, საერთოდ არ ამეტებ და არც აკლებ, არ გაქვს კომპლექსები, გკიდია ვინ რას იტყვის და ა.შ. მოკლედ, მევასები ^_^

Comments are closed.