როგორ სრულდება ოცნებები

ახლახანს ჩემი ძველი პოსტი გადავიკითხე და ცოტა გამეღიმა. გამახსენდა, რომ მაშინ, წერისას ჩემს თავს დავპირდი, რომ აუცილებლად შევიძენდი გალაქსი ნოუთს, რომელიც ისე მიყვარდა მაშინ, ნახევარ სიცოცხლეს გავიღებდი, ვინმე რომ წამოსულიყო ჩემს ამ შემოთავაზებაზე😀

მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და შემდეგი მოდელი, Samsung Galaxy Note 2 გახდა ჩემი საკუთრება. მოკლედ, ის, რაც პოსტის წერის დროს საკმაოდ არარეალურად მეჩვენებოდა, იმაზე წარმატებით განხორციელდა, ვიდრე მეგონა. ასე გავხდი გალაქსების ოჯახის ფანი.

ამ  შესავალმა თუ ცოტა დაგაბნიათ, მაშინ პირდაპირ სათქმელზე გადავალ, რომლის წინაისტორიაც  რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როცა ფეისბუქზე უცნაური მოსაწვევი მომივიდა. რასაკვირველია, დამაინტერესა და 8 მაისს ფილარმონიასთან გამოვცხადდი.
მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ძვირფასი note 2-ის ღირსებები ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადამედო და გული galaxy s 4-სთვის უნდა დამეთმო. დიახ, დიახ, ის უცნაური მოსაწვევი სწორედ S4-ის პრეზენტაცაზე მეპატიჟებოდა, თურმე🙂
საერთოდ, როცა ახალი, ძალიან მაგარი ტექნოლოგიური სიახლე შემოდის, გაოცებით ვამბობ ხოლმე, რა უნდა იყოს ამის შემდეგი ნაბიჯი და რით უნდა გამაკვირვოს ტელეფონის თუ კომპიუტერის შემდეგმა თაობამ. როცა s4-ის წინამორბედი, S3 მეჭირა ხელში, შემდეგ კი ჩემი ნოუთი ვიყიდე, აღარ მეგონა, მათზე მაგარი ტელეფონი თუ იარსებებდა, მინიმუმ 2 წლის მანძილზე, თუმცა, ნურას უკაცრავად !

Galaxy s4

სხვათაშორის, ვიდრე S4-ის ღირსებების აღწერაზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია იყო მათ შორის, რასაც პირადად შევსწრებივარ. განსხვავებით აქამდე ნანახი ტექნოლოგიური პრეზენტაციებიდან, რომლებიც მშრალად ჩაივლიდა ხოლმე, ამჯერად მშვენიერი შოუს მაყურებელი გავხდი:  ფერად ბუშტებიანი ფლეშმობისა და  “TsuArt”,Kid Jesus, „Kung Fu Junkie” და „Z For Zulu” -ს ცოცხალი შესრულების გარდა, სცენაზე მიმებიც გამოჩნდნენ,  რომლებმაც პანტომიმით აღწერეს S4-ის ახალი ფუნქციები.

ახლა კი დროა, ცოტა მეტი ვილაპარაკო ტელეფონის ტექნიკურ მხარეებზე:

  • ხმოვანი ფოტო – ძველი ფოტოების დათვალიერებისას არ გვახსოვს რას ვამბობდით იმ მომენტში და გვიჭირს ერთ დროს ძვირფასი მომენტების აღდგენა. წარმოიდგინეთ, როცა ფოტო დათვალიერებისას გეუბნება იმას, რასაც გადაღების მომენტში ამბობდი.  უთხარით თქვენს საყვარელ ადამიანს “მიყვარხარ” და თქვენი ერთობლივი ფოტოს დათვალიერებისას ყოველთვის გაიგონებთ ამ სიტყვას🙂 უცნაურია არა?

P.S: ეს უნდა გატესტოთ, რადგან ინტერნეტში ხმოვან ფოტოს ვერ იპოვნით😀

  • Dual Shot – თუ მეგობრების შეკრებისას ფოტოგრაფის ფუნქციას ასრულებ და თანაც არ გინდა კადრს მიღმა დარჩე, ეს ფუნქცია შენთვისაა.  სხვათაშორის, ამ ფუნქციას სიამოვნებით გამოვიყენებდი რომელიმე საყვარელი შემსრულებლის კონცერტზე: გარდა სცენის კადრებისა, საკუთარი ემოციების შენახვის შესაძლებლობა მომეცემოდა ^_^
Dual shot

Dual shot

  • Drama shot – თუ გადაღებისას მოძრაობ, ეს ფუნქცია შენს რამდენიმე მოძრაობას აფიქსირებს და შემდეგ ერთ კადრში გამოაქვს. თუ ოდესმე Galaxy S4-ს შევიძენ, აუცილებლად გადავიღებ პროცესს, როცა კრივის ილეთებს ვაკეთებ დარბაზში😀
drama shot

drama shot

  • ჯგუფური კონტაქტი – ძველ დროს, გახსოვთ სკაიპში რომ ელაპარაკებოდით რამდენიმე მეგობარს ერთად? შემდეგ ეს ფუნქცია Google +მა აითვისა, ჰენგაუთის სახით, მაგრამ S4-ის მეშვეობით საუბრის გარდა შესაძლებელია ითამაშო,  მუსიკას მოუსმინო მეგობრებთან ერთად და ა.შ
  • კიდევ ერთი უცნაური ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, თუ ფილმის ყურებისას რამე საქმე გამოგიჩნდა, საკმარისია ეკრანს თვალი მოაცილო – ის მაშინვე დაპაუზდება.

ისე, ამ ფუნქციის გატესტვის საშუალება არ მომეცა და მაინტერესებს თვალების ხამხამზე როგორ რეაგირებს😀

გარდა ამ უცნაურობებისა, ტელეფონს კიდევ უამრავი სასარგებლო და სახალისო ფუნქცია აქვს, მემკვიდრეობით გამოყოლილი S3-ისგან, თუ ახლად შეძენილი🙂

  • ჩემთვის, რომელმაც ახლახანს დავიწყე ვარჯიში და გადავედი შედარებით ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმზე, s4-ის ე.წ  S health დანამატი ძალიან სასარგებლო იქნებოდა: ის დამითვლიდა კალორიებს, ვარჯიშის დროს, დისტანციას სირბილის დროს და სხვა – მოკლედ, წარმოიდგინეთ, რომ მობილურ ტელეფონში პირადი მწვრთნელი ზის : )
  • გარდა პირადი მწვრთნელისა, თარჯიმანიც შენს განკარგულებაშია: აპლიკაციით ვხსნით საჭირო წინადადებას ან სიტყვას, ჭკვიანი ტელეფონი კი მას კითხულობს და თარგმნის.
  • გარდა ამ ყველაფრისა, როდესაც რაიმე ტექსტურ მასალას უღებ ფოტოს, საჭიროების შემთხვევაში ტელეფონი მას თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნებს და ედიტირების საშუალებას იძლევა: ანუ უხეშად რომ ვთქვათ, Doc ვერსიის მსგავს ფაილად აქცევს : ))
  • და ბოლოს – აუცილებელი არ არის ხელი შეახო მის ეკრანს.  ტელეფონს ჰაერში დაფიქსირებულ მოძრაობებზე შეუძლია რეაგირება. ეს ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლო მათთვისაა, ვისაც ჭამის დროსაც კი არ შეუძლია მოსწყდეს ფეისბუქს/ინსტაგრამს და ა.შ.

მოკლედ, თუ ჩემსავით გალაქსისტი ხართ, ოცნებობდით Galaxy S3-ზე ან უბრალოდ გსურთ  უკარგესი ტელეფონი შეიძინოთ, რაღას ელოდებით? საქართველოში უკვე ოფიციალურადაა შესაძლებელი Galaxy S4-ის ყიდვა. ოცნებები ხანდახან ძალიან იოლად სრულდება😉

One thought on “როგორ სრულდება ოცნებები

Comments are closed.