რა ხდება?

ქუჩებში ხშირად მხვდება ხოლმე ე.წ თიზერ პოსტერები, რომლებიც რაღაც მოვლენებზე მიგვანიშნებენ.

მაგალითად, წინასაოფენეაროდ მთელი თბილისი აჭრელებული იყო პოსტერებით: “რა ხდება 5 ივნისს?” როგორც შემდეგ გაირკვა, დიფ ფარფლი ჩამოდის ოფენეარზე.

დღემდე გამოცანად რჩება, რისი მომასწავებელი იყო მაგალითად შარშან გამოკრული თეთრი ფურცლები, სადაც სხვადასხვა წინადადებები იყო დაბეჭდილი: “გინდა დასვენება?” “მოგბეზრდა ხმაური?” და ა.შ, თუმცა ისე გაქრა ნელ-ნელა ეს ფურცლები, ვერ გავიგე, რამე ახალი კაფე იხსნებოდა თუ ბიბლიოთეკა.

რამდენიმე საათის წინ ჩემი ფეისბუქის პმ-ში ეს მოსაწვევი აღმოვაჩინე:

gelbaxiani

უცნაურია არა?

სხვათაშორის,  ფეიჯიც არსებობს სახელწოდებით რა ხდება 8 მაისს ფილარმონიასთან,  რომელიც ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე, მაგრამ ამ ფეიჯითაც ვერ შევატყვე რა გრანდიოზული კონცერტია და ამჯერად ვინ ჩამოყავთ😀

აღმოჩნდა, რომ მოსაწვევი ჩემს მეგობარსაც მიუღია, თუმცა ისიც იმდენივე ინფორმაციას ფლობს, რამდენსაც მე.

სულ რაღაც ორი დღე დარჩა და მოუთმენლად ველოდები რა მოხდება  8 მაისს ფილარმონიასთან და რატომ მომივიდა მოსაწვევი მე?

ჰმ, ვნახოთ, ვნახოთ🙂

5 thoughts on “რა ხდება?

  1. siyvarulovna says:

    კიდე ის, “რა არის ბარამბო?” :დ და ხალხმა ტვინი იღრძო ერთი თვე :დ

  2. Ibi says:

    ის ფურცლები ლიკანის რეკლამა იყო. რეკლამაც იყო მერე მაგ ფრაზებით ;დ

Comments are closed.