ცოლად არასდროს გამოგყვები

ძალიან მიყვარდა ეს ბლოგი, თავის დროზე, როცა ავტორი ხშირად წერდა. ახლა გადავაწყდი შემთხვევით და ერთი ორი პოსტი შემომეკითხა. მათ შორის ესეც, სადაც საუბარია იმაზე, თუ რატომ აფრთხილებენ კაცები ქალებს მუდმივად, რომ ღრმად არ შეტოპონ ურთიერთობებში, ეუბნებიან, რომ მხოლოდ სექსი უნდათ და დაქორწინებაზე არ ფიქრობენ.

ამონარიდი ზემოთხსენებული პოსტიდან:

როგორ შეიძლება ადამაინთან ერთად იცხოვრო, გაიღვიძო და დაიძინო, საჭმელი გაუკეთო და მისი გაკეთებული ჭამო, მოუყვე და მოგიყვეს, ჩაეხუტო და სექსი გქონდეს და არ გიყვარდეს? ანუ გამოდის, რომ ეს ყველაფერი სიყალბეა და მხოლოდ სექსუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებთ?

ფაქტია, ქალებს ძალიან გვაწუხებს ეს ამბავი. იმ ბიჭსაც კი, რომელმაც უბრალოდ გაგვიღიმა, პოტენციურ ქმრად აღვიქვამთ და 5 წამში ვასწრებთ იმის გაფიქრებას, მოეწონება თუ არა ეს ამბავი დედას და ვის დაემსგავსება ბავშვი. ეს ყველაფერი მაშინ, როცა კაცი შენს მკერდს უყურებს და ფიქრობს, როგორი იქნება შენთან სექსი და მართლა ისეთი მაგარი ძუძუები გაქვს, როგორც ეს ლიფში ჩანს.

და საერთოდ რატომ უნდა იცხოვრო ყველა ბიჭთან? უკეთო საჭმელი, ან ჭამო მისი გაკეთებული? ჩახუტება და სექსი არ კმარა? ან საერთოდ, რა შუაშია სექსი და სიყვარული? რატომ უნდა მიყვარდეს ყველა, ვისთანაც სექსი მაქვს? და საერთოდ,  კაცმა რომ მკითხოს,  მარტო, დიაგონალზე ძილს არაფერი სჯობს.

 მეორე ამონარიდი:

რას ნიშნავს არასოდეს მოგიყვან ცოლად და აუცილებლად დავშორდებით? იმას, რომ პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან, თუ ეშინიათ, რომ იმედები არ გაგიჩნდეს და არ ”შეეტენო”? ცოლის მოყვანა არ უნდათ საერთოდ, თუ კონკრეტულად ჩვენი? ჩემმა X-მა, მაგალითად, დაშორებიდან სულ რაღაც 6 თვეში საცოლე გაიჩინა.. და რა უნდა ვიფიქრო მე? რომ, ცოლის მოყვანა კი არა, ჩემი მოყვანა არ უნდოდა?

ხანდახან მესმის ხოლმე კაცების, როცა მათ საპირისპირო სქესს ვუსმენ. რაც შეეხება იმას, რომ რომელიღაც ჩვენმა ექსმა ჩვენთან დაშორებიდან 6 თვეში ცოლი მოიყვანა, ძალიან დიდი უმსგავსობაა, არ მეთანხმებით? და თქვენ არასდროს მიგიტოვებიათ ბიჭი იმის გამო, რომ უკეთეს საკბილოდ და უფრო შესაფერის საქმროდ მოგჩვენებიათ?

რაც შემეხება მე, მაშინაც კი, როცა მე და ყვავა ერთად საცხოვრებლად გადავედით, არ მიფიქრია იმაზე, რომ ოდესმე შეიძლება ცოლობა ეთხოვა. ძალიან ბედნიერი ვიყავი ერთად ცხოვრების სტატუსით, სულ ეს იყო. არც გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ ცოლად შემირთავდა და არც გულის გარეთ.  რატომ? იმიტომ, რომ ორივე პოხუისტები ვართ და გაგვიმართლა ერთმანეთს რომ შევხვდით. თუმცა ის ფაქტი, რომ მე ვარ პოხუისტი, საერთოდ არ ამსუბუქებს დედაკაცთა მოდგმის უბედურებას: იწუწუნონ, უბედურები იყვნენ იმის გამო, რომ ბიჭები ცოლობას არ სთავაზობენ.

სოუ სედ. ძალიან მასევდიანებს ქალური ისტორიების მოსმენა, იმის შესახებ, როგორ არ უხსნის გოგოს ბიჭი სიყვარულს გაცნობიდან ორ თვეში და არ ჩუქნის ვარდებს.
სამწუხაროდ, ჩემი ბლოგი არ არის რომელიმე ვარდისფერი საიტი, სადაც წერია უამრავი რჩევა, როგორ დავკეროთ ბიჭი, ვაიძულოთ ცოლად შეგვირთოს და უამრავი ბლა  ბლა, ამიტომაც კაცების გამოჭერის რეცეპტს აქ ვერ ნახავთ, უბრალოდ გამახსენდა, ისე ჩემთვის, რომ არსებობენ კაცები, რომელიც მოგვეწონება, მათთან გატარებული 5, 6 თვე ძალიან სასიამოვნოდ გვახსენდება, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ მათ ცოლად არასდროს გავყვებით.

პოსტის წერას რომ ვიწყებდი, მეგონა წესიერად მოვაბამდი თავს და ბევრ საინტერესო რამეს გადმოვაფრქვევდი, მაგრამ არ გამომივიდა. ჩემი მეგობრების დამშვიდებაც კი არ გამომდის ხოლმე და შეიძლება ითქვას, ყველაზე ცუდი მრჩეველი ვარ დედამიწაზე, მაგრამ მაინც ვცადე რაღაცის თქმა.  მგონი იმის, რომ არსებობენ კაცები, რომლებიც უნდა შეიყვარო და ისინიც, რომლებთანაც უნდა გაერთო.  ჩვენც ვტოვებთ კაცებს სხვა კაცების გამო, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ესა თუ ის ბიჭი ჩვენი შესაფერისი არ არის და მხოლოდ ფლირტისთვის გამოდგება. so what?

ეს კი სწორედ ის სიმღერაა, რომელიც ძალიან მოუხდება ამ პოსტს.

..u have pussy, i have dick, so what is problem, lets do it quick..

6 thoughts on “ცოლად არასდროს გამოგყვები

  1. zorbegi ამბობს:

    რას მოითხოვ?!

    ” და თქვენ არასდროს მიგიტოვებიათ ბიჭი იმის გამო, რომ უკეთეს საკბილოდ და უფრო შესაფერის საქმროდ მოგჩვენებიათ?”
    რაი გოგო?

  2. გვირილა ამბობს:

    “იმ ბიჭსაც კი, რომელმაც უბრალოდ გაგვიღიმა, პოტენციურ ქმრად აღვიქვამთ და 5 წამში ვასწრებთ იმის გაფიქრებას, მოეწონება თუ არა ეს ამბავი დედას და ვის დაემსგავსება ბავშვი.” – ვაფშე არ მიფიქრია ასე არასდროს.

    და არ ვთვლი, რომ ყველა ბიჭი პერსპექტიულ ქმრად მიაჩნიათ ქალებს.

    მე მიფიქრია იმაზე, რომ ვერასდროს ვერ გადავწყვეტდი ვინმეს ცოლობას, მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან სარისკოდ მეჩვენებოდა 🙂

    მარა დგება მომენტი, როცა ისე გიყვარდება, რომ ცოლადაც გაყვები, მისგან შვილებიც გენდომება, საჭმელსაც მოუმზადებ, დაჟე შენი ხელით აჭმევ და იზრუნებ მასზე 🙂

    მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველა ქალი ეგრევე გათხოვებაზე და ვიღაცის ცოლობაზე არ ფიქრობს, ეგ მხოლოდ სტერეოტიპია 🙂 მთავარია კარგად იყო ადამიანთან და მერე შეიძლება ოჯახის შექმნის სურვილი ორივე მხრიდან გაჩნდეს 🙂

  3. TFromJungle ამბობს:

    ძაან საინტერესო იყო, ვის აინტერესებს სტატუსი, როცა უბედნიერესი ხარ შენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით და ყურებამდე ხარ შეყვარებული, რამე აზრი აქვს ქმარი ერქმევა, ბოიფრენდი, შეყვარებული, საქმრო თუ საქმარო :D? მთავარი ურთიერთობაა და არა მისი საზოგადოებრივი სახელწოდება

  4. TFromJungle ამბობს:

    ძაან საინტერესო იყო (თუმცა არც მასე ცუდადაა ქალების საქმე დღესდღეობით, ჩემს სანაცნობოში ახლა ვერავის ვიხსენებ, გათხოვებაზე რომ იყოს ყურებდაცქვეტილი :D)ვის აინტერესებს სტატუსი, როცა უბედნიერესი ხარ შენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით და ყურებამდე ხარ შეყვარებული, რამე აზრი აქვს ქმარი ერქმევა, ბოიფრენდი, შეყვარებული, საქმრო თუ საქმარო :D? მთავარი ურთიერთობაა და არა მისი საზოგადოებრივი სახელწოდება

დისკუსია დახურულია.