ბავშვი

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ აჩენდნენ ქალები ბავშვებს გათხოვებიდან სამ კვირაში. ვფიქრობდი, გეთ ე ლააიფ, შიგ ხომ არ გაქვთ? ხშირად ხმამაღლაც ვამბობდი, თუმცა, რაც გავთხოვდი, რაღაც პონტში მესმის მათიც:

აი წარმოიდგინე, მიდიხარ სრულიად უცხო ოჯახში, შენი ბიჭის ოჯახის წევრებთან. მერე რა, რომ მათი შვილი გიყვარს, მათ შვილსაც უყვარხარ. სინამდვილეში შენ , რძალი მათთვის არაფერს წარმოადგენ:

პირველ ეტაპზე მათთვის ვიღაც უცხო არსება ხარ, და თუ იმას არ ფიქრობენ, რომ შენ მათი შვილი გამოასირე და შეეტენე, ჩათვალე, ძალიან გაგიმართლა. ოღონდ, დროებით..

შემდეგ ეტაპზე გაკვირდებიან. ჰმ, მუცელი რატომ არ ეზრდება? აააჰაა! უშვილოა! თუ მაღაზიაში მჟავე კიტრს იყიდი, საყიდლების პარკიდან ამოძვრენა და ოთახში ჩუმად შეპარება არ უნდა დაგავიწყდეს. ვაიმე შვილო, გემჟავებააააააააააა? – ფრაზები გემრიელ მჟავე კიტრს შეგაზიზღებენ.

კიტრის მირთმევიდან სამი ოთხი თვე რომ გავა და მუცელი არ გეზრდება, დაკვირვება უკვე მოთხოვნაში გადადის:

“იცი, მამამთილი შენზე ნაწყენია” – შემპარავი ხმით გეუბნება დედამთილი:  ვაიმე, რა მოხდა???????? გაკვირვებული სახით კითხულობ და გონებაში იხსენებ ყველა ავქვარდ მომენტს: სადმე ლიფი ხომ არ დაგივარდა, ან სექსის დროს ხმამაღალმა კვნესამ ხომ არ გაანაწყენა მამამთილი?

არა! მამამთილი მხოლოდ იმაზეა ნაწყენი, რომ შენი ლამაზი მუცლის ზომა არა და არ იზრდება და მჟავე კიტრის მარაგსაც ტყუილად ავლებ მუსრს.

კინაღამ გამომრჩა ნათესავების შეკრებებზე if u know what i mean სახით წარმოთქმული ბავშვების სადღეგრძელოები და ჯერ არ შობილი შთამომავლობის დალოცა.

ჰოდა რას ვამბობდი? ჰო:

შემდეგი ეტაპი უკვე ტვინის ტყვნაა: გააჩინეთ ბავშვი და ჩვენ გაგიზრდით, ან ხმადაბალი ბუტბუტი ერთმანეთში: გააჩინონ ბავშვი და ჩვენ გავუზრდით. და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად, ვიდრე ყელში არ გამოგივა და ცოლის/ქალის/დედის/სამშობლოს/დედამთილის/მამამთილის ვალს არ მოიხდი და სანატრელ შვილიშვილს კალთაში არ ჩაუგორებ, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები როგორმე გაუხალისო და გაართო.

ზოგი უძლებს ამ ტვინის ტყვნას, ზოგი ისეთი იღბლიანია, ადეკვატური ოჯახი ხვდება, ზოგიც ნებდება.

 

მე რა ვქნა, მე? 😀

 

16 thoughts on “ბავშვი

  1. anna says:

    არა, გადავწყვიტე დედამთილ მამათილის სიკვდილს დაველოდო :დ ასე უფრო უსაფრთხოა

  2. Nikaa says:

    გითხარით მე ტქვენ გადმოდით ჩემთან, მე არ ვარ ანჩხლი მული :*

  3. Nikaa says:

    გითხარით მე თქვენ გადმოდით ჩემთან, მე ხო იცი არ ვარ ანჩხლი მული 😛

  4. Mari says:

    ჯერ სად ხარ. ჩემმა მეზობელმა რძლის საცვლები მკითხავს მიუტანა დაორსულებაზე შესალოცად. 😀

  5. ირაკლი says:

    100% ბჟუტურებ – ბევრი მინდა დავწერო მარა რავიცი – რავიცი.

  6. ბუშკა says:

    შენ რაც გინდა ეგ ქენი, არ მოუსმინო არავის! მეც გამოვიარე ზუსტად იგივე ერთ დროს :დ

  7. faifuris angelozi says:

    ეს ვარიანტი თუ გათხოვილი არ ხარ მაშინაც მუშაობს, იმდენჯერ გეტყვიან რატომ არ თხოვდები, ბავშვი მაინც გააჩინეო რომ ზოგი იძულებული ხდება ან უბრალოდ მოხუცი მშობლები თუ დედამთილ-მამათილი ებრალება და…

    “ცოლის/ქალის/დედის/სამშობლოს/დედამთილის/მამამთილის ვალს არ მოიხდი და სანატრელ შვილიშვილს კალთაში არ ჩაუგორებ, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები როგორმე გაუხალისო და გაართო”

  8. მარი ! says:

    რა ბავშვი თუ ძმახარ -_-
    დაიკიდე ყველა ვინც ბავშვის გაჩენას გიჩიჩინებს და დრო ატარე 🙂 🙂 🙂 🙂 🙂
    მხოლოდ გაჩენა ხომ არ არის ,კაკ მინიმუმ სანამ მეხუთე კლასელი არ გახდება მის გარეშე ვერსად ვერ გახვალ -_-

  9. ვეკო ჩხეიძე says:

    ეე ხურმა რა ხილია ვირმა რა იცის :დ
    გეთ ე ლაიფ კი არრა მაი ლაიფ იზ მაი ჩაილდ , ნეტა აქამდე როგორ ვძლებდი მის გარეშე ^_^

Comments are closed.