ჩემი ტატუები და რჩევები

პირველი ტატუს გაკეთების დღიდანვე მინდოდა დამეწერა პოსტი გაკეთების პროცესზე , მაგრამ თავი ვერ მოვაბი.

დღეს მესამეს გაკეთებას მოვრჩი და გადავწყვიტე შევაჯამო რაღაცები, დავარქვათ ამას გამოცდილება 🙂

ალბათ ყველა იმით იწყებს ფიქრს, რა დაიხატოს. ვიდრე გავიკეთებდი, რამდენიმე წელი მინდოდა და ვფიქრობდი, გავრისკო თუ არა? მომბეზრდება თუ არა? მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს ავდექი, აღარ მიფიქრია და ყვავას კოლექცია გადავათვალიერე. ავარჩიე შავი, ჩემი აზრით მარტივი გასაკეთებელი ტატუ, რომელმაც ნახევარი სიცოცხლე წამართვა: ხელნაკეთი აპარატით გავიკეთე და ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ამიტომ რამდენიმე თვე ნახევრად გაფერადებული ნახატი ამშვენებდა ჩემს ზურგს. მერე ნორმალური, არაკუსტარული აპარატით დასრულდა და სულაც აღარ აღმოჩნდა მტკივნეული და აი ასე გამოიყურება:

ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და ყვავამ გადაწყვიტა ფერადი საღებავებით ეცადა ბედი 🙂 მეც გადავწყვიტე მეცადა ბედი და მეორე ტატუ, ალუბალი გავიკეთე ფეხზე, კოჭთან. გაკეთებისას ტკივილს თითქმის ვერ ვგრძნობდი, ალბათ შევეჩვიე. ასე გაჩნდა ჩემს ფეხზე ეს ლამაზი ალუბალი ^_^

მთელი ზაფხული შევტრფოდი ამ ტატუს , მაგრამ მოვიდა შემოდგომა და აღარც მახსოვს მაქვს თუ არა, მარტივი მიზეზის გამო: არც ერთი აღარ ჩანს:) მე კი არ მივეკუთვნები ადამიანების კატეგორიას, ვისაც ტატუ ბეზრდებათ, ან ეშინიათ მობეზრების. პირიქით, დღემდე ხშირად ვუყურებ საკუთარ ზურგს და ფეხს და მიყვარს ჩემი ნახატები.

ჰოდა სწორედ დღეს მესამე ტატუ გამიკეთა ყვავამ. ამჯერად ხელზე, ამჯერად უფრო დიდი და ყველაზე ლამაზი. ამას შემიძლია ხშირად ვუყურო 🙂

ძალიან ბევრი მეკითხება, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი პირველი ტატუ, რატომ არ გავჩერდი მეორეზე და ა.შ:

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთი ტატუ, გაკეთებული 14, 15, 16 წლის ასაკში, მაშინ როცა ფიქრობდნენ რომ სხეულის მოხატვა ძალიან მაგარ ტიპად აქცევდა მათ, ახლა ოდნავადაც აღარ მოსწონთ თავიანთი ნახატი და ალბათ ამიტომაც უკვირთ და ფიქრობენ, გავა დრო და მეც გადამიყვარდება ესენი. მე 20 წლის ვიყავი და შედარებით მეტად შემეძლო დავფიქრებულიყავი ჩემს საქციელზე, შესაბამისად, ზუსტად გადავწყვიტე რა და რატომ მინდოდა და დავიხატე კიდეც.

მე მიყვარს მოხატული სხეული. და მიხდება ნახატები. ეს ორი მიზეზი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის.

კიდევ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირჩევენ უცნაურ წარწერებს, ლოგოებს, რომლებიც მათთვის რაღაცას ნიშნავს და ძალიან ძვირფასია. მერე გადის დრო და ის ემო/დეპრესიული/ბრძნული გამონათქვამები სისულელედ გვეჩვენება ხოლმე. შესაბამისად ამ კატეგორიის ტატუებიც მომაბეზრებელი და აუტანელი ხდება. იგივე შემიძლია ვთქვა ლოგოზე: ძალიან მიყვარს მეტალიკა, განზები, მაგრამ არასდროს არ დავიხატავ რაიმე მათ სიმბოლოს, იმიტომ შეიძლება გადამიყვარდეს.

ჩემი რჩევა იქნება, არ გაიკეთოთ ტატუ ბავშვობაში. პირველ რიგში იმიტომ რომ გაიწელება და დამახინჯდება 😀 მეორე რიგში იმიტომ, რომ მოზარდობისას გემოვნება ასჯერ უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ზრდასრულ ასაკში 🙂 გახსოვდეთ, ტატუ აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. შესაძლოა მოგბეზრდეს მნიშვნელოვანი ფრაზა და გამოსახულება, მაგრამ სილამაზის ყურება არა.

ტატუს გაკეთებაზე ბევრი არ იფიქროთ. ადექით და გაიკეთეთ ნახატი, რომელიც მოგეწონებათ, თორემ ვერასდროს ვერ გაიკეთებთ. ვგულისხმობ პირველს, მერე შეეჩვევით და მეორეც მოგინდებათ.

აქვე კიდევ ერთი რჩევა მდედრობითი სქესისთვის. არ გაიკეთოთ ტატუ მუცელზე, ბარკალზე, თუ ბავშვი ჯერ არ გაგიჩენიათ. ნახატი დაუშნოვდება. მესამის გაკეთებისას ადგილზე ვფიქრობდი დიდხანს: ზუსტად მუცელზე ან ბარკალზე მინდოდა, მაგრამ ბოლოს პრაგმატულობამ მძლია და გადავიფიქრე 🙂

და ბოლოს: როგორ მოვუაროთ ტატუს:

გაკეთებისას ალბათ იზრუნებენ, რომ ვაზელინი ან კრემი, მაგალითად ბეპანტენი წაგისვან, ასევე მოგაწვდიან ინფორმაციას მის მოვლაზეც, მაგრამ მაინც: პირველი 4-5 დღე, დღეში რამდენჯერმე (იმისდა მიხედვით, რამდენად გამოშრება) წაისვით ზემოთხსენებული ვაზელინი ან კრემის ნაირსახეობა. არ ეცადოთ აიძროთ ნახევრად მორჩენილი კანის ნაწილები. თუ ტატუ მენჯზე ან რომელიმე ისეთ კიდურზე გაქვთ, სადაც ქამარი, საათი, ფეხსაცმელი ეხება, ეცადეთ ორი კვირა მოარიდოთ საგნები, რომლებიც ნახატს გახეხავენ და დააზიანებენ. კანი თუ დაზიანდება საღებავიც “გაცვდება” და გაქრება, ბუნებრივია. სასურველია მოვარიდოთ მზეს და ქარს: გამოშრება და გახუნდება.

მგონი სრულად დავწერე ის, რისი თქმაც მინდოდა. ალბათ ეს არ იქნება ჩემი უკანასკნელი ტატუ;

ვნახოთ 🙂

6 thoughts on “ჩემი ტატუები და რჩევები

  1. მარი ! says:

    მომწონს შენი მეორე ტატუ,კოჭზე.
    ძაალიან მინდა ტატუ ,მაგრამ შენი ზემოთ ჩამოთლილი მიზეზების გამო თავს ვიკავებ,ვიცი რომ მომბეზრდება მალე . რაღაც ასაკს ,რომ მივაღწევ აუცილებლად გავიკეთებ ^_^
    ოღონდ ბევრი ტატუს მუღამი არ მაქვს , ერთს გავიკეთებ სადმე.
    შენი ბოლო ტატუ ძალიან ლამაზია,მაგრამ ჩემს სხეულზე ”ამხელა ნახატს”ვერ ვიგუებ.
    თან ,სიმართლე რომ ვთქვა,ყველაზე მეტად ტკივილის მეშინია და იმიტომ არ ვიკეთებ ტატუს ^_^

    • anna says:

      სხვათაშორის ფოტოზე უფრო დიდი ჩანს ვიდრე სინამდვილეშია :პ

Comments are closed.