ებაუთ მი

ბოლო დღეებში მომხდარი ამბები რომ არა და ზოგადად პოლიტიკური არეულობა, რომელიც მეტნაკლებად მადარდებს ხოლმე, თავს უბედნიერეს ადამიანად ჩავთვლიდი.
თუ შესავალს გამოსცდით, მიხვდებით რომ პირადი ამბების მოყოლას ვაპირებ. განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არაფერი ხდება; მოდი ჩემს სამსახურებზე მოყოლით დავიწყებ. ზაფხულზე ჰოსტელში ვმუშაობდი. სხვათაშორის, ჩემი პირველი სამსახური იყო და დავიკიდე დასვენება, რომელიც წესით თაფლობისთვისთვის უნდა გამომეყენებინა და ავმუშავდი 🙂 სამწუხაროდ, დროებითი სამსახური იყო და ერთ თვეში მორჩა.

ბენეფიტები:

მუშაობას მივეჩვიე;
ჩემი ინგლისური და რუსული გაუმჯობესდა;
დავრწმუნდი, რომ სახლში უსაქმოდ ყოფნას დილით ადრე ადგომა და მუშაობა მირჩევნია(მაინც ადრე ვდგები);
კარგია ხელფასი 🙂
ძალიან მაგარია უცხოელებთან ურთიერთობა ❤

ამის მერე ორკვირიანი დასვენება მეღირსა, რომელიც სახლში, გამოძინებასა და სიზარმაცეში გავატარე. სასწრაფოდ დავიწყე ახალი სამსახურის ძებნა, იმიტომ რომ ორ დღეში სახლში ყოფნა მომბეზრდა. თუმცა ჩემი სტუდენტობა ყოველთვის ხელს მიშლის ყველაფერში. საბოლოოდ დავიკიდე და სწავლის დაწყებამდე ზუსტად 4 დღე იყო დარჩენილი, როცა მუშაობა დავიწყე. ამჯერად “ნატალის” სოცმედია ვარ.

ჯერჯერობით ამ სამსახურის ბენეფიტები არის ის, რომ მაქვს სამუშაო;
უფრო მეტი ხელფასი ვიდრე წინა სამსახურში.
მაქვს ის სამსახური, რაც ყოველთვის მინდოდა, ჩემთვის მარტივი და გასართობიც კი, რომელშიც ფულს მიხდიან;
დანარჩენს თანდათან ვნახავ.

უნივერსიტეტს იმედია მივხედავ. საბედნიეროდ სამსახურიდან გასვლა შემიძლია ხოლმე 🙂

რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ისევ ისეთი იდილია გვაქვს მე, ყვავას და სწივის. ისევ ჩვეულებრივად ვცხოვრობ, სახლი, მეგობრები, თავისუფალ დროს ქსოვა/კითხვა/ონლაინმაღაზიების გაძარცვა და აწ უკვე ვიდეომონტაჟის და ფოტოშოპის სწავლა. კარგი შემოდგომაა. წელს მეორე შემოდგომაა რაც მე და ყვავა ერთად ვართ და მშვენიერია ❤
ველოდები ზამთარს .

3 thoughts on “ებაუთ მი

  1. მარი ! ამბობს:

    აუ,ფბ-ზე ვნახულობდი ხოლმე შენი და ყვავას სურათებს და …
    ძაალიან კარგები და საყვარლები ხართ,მართლა ❤

დისკუსია დახურულია.