დასაწყისი

ზაფხული გავიდა, რომელიც, როგორც წესი საუკეთესო დროა გართობისთვის. ადამიანებს შვებულება აქვთ, არდადეგები, ზოგისთვის მართალია მთელი წელიწადი დასვენებაა, მაგრამ მაინც ზაფხულში დასვენება მაინც განსაკუთრებული რიტუალია. მე კი, ეს რიტუალი გამოვტოვე. მთელი სემესტრი პატიოსნად ვსწავლობდი და მერე მუშაობა დავიწყე. აგვისტოს ბოლოს სამსახურს მოვრჩი და წვიმიანი სექტემბერიც მოვიდა. სექტემბრის გადატანა ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე. ქალაქში ახლადდაბრუნებული დასვენებულების წუწუნი ყველაზე რთული ასატანია და გაგრძნობინებს რომ მორჩა, რამდენიმე გრძელი თვე ვეღარ დაისვენებ.

ასეთი მომაბეზრებელი იყო ჩემთვის ყველა სექტემბერი, შარშანდელის გარდა. შარშან კინოფესტივალზე ვიყავი, დიახ, საავტორო კინოს ფესტივალზე, ბათუმში.  იქ გატარებულ დღეებზე, ფილმებზე და მასტერკლასებზე ბევრი პოსტი მიწერია და თანაც, გაგიკვირდებათ და პირველად ვიყავი ბათუმში და ცოტა შემიყვარდა კიდეც.

წელს მეორედ მივდივარ, 25 ბლოგერთან ერთად და უფრო მეტი მოლოდინი მაქვს ვიდრე შარშან. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ საავტორო კინოს ხიბლი პირველად კინოფესტივალზე აღმოვაჩინე და ძალიან შემიყვარდა. ალბათ ბოლოსდაბოლოს მივხვდი, რომ კარგ ფილმს არ სჭირდება სპეცეფექტებით გადაჭედვა. შეგიძლია იჯდე დარბაზში წყნარად და უყურო წყნარ სიუჟეტს და უბრალოდ ამბით ისიამოვნო.

რაც შეეხება ჩემ მიერ “აღმოჩენილ” ბათუმს, ეს ცალკე თემაა. ძალიან ბევრს მოსწონს ბათუმი, ძალიან ბევრს არა. გამოგიტყდებით და ბათუმზე უფრო მე ჩემი იქ “საქმიანობის” სტილი მომწონდა: ყოველ დილით ვდგებოდი ადრე, რომ მიმესწრო რომელიმე რეჟისორის მასტერკლასისთვის, ან წინა დღით შერჩეული ფილმისთვის. მერე რევიუებს ვწერდი. შუადღისას და საღამოს ლიტერატურული და პრესკაფე იყო ჩემი თავშესაფარი🙂 საღამოს, რამდენიმე ფილმით თავგამოტენილი, ან ვსეირნობდით, ლუდს ვსვამდით და ვსეირნობდით, ან ფეხით, ან ველოსიპედით. მერე ნათიაც ჩამოვიდა და იქვე გადავწყვიტეთ რომ მომავალ კინოფესტივალზე აუცილებლად წავიდოდით ერთად.

ასე კინოფესტივალის ნატვრაში მოვიდა შემოდგომა და სულ ორიოდე კვირაა დარჩენილი ფესტივალამდე. მგონი ვთქვი უკვე, რომ ძალიან ბევრ რამეს ველოდები ამჯერად, მით უმეტეს, რომ პიარი და დაგეგმვა აქედანვე კარგი მოსჩანს.  მინდა ბევრად უკეთესი იყოს და უფრო მეტ კარგ ფილმს ვუყურო, ვიდრე შარშან, მით უმეტეს, რომ ახლა დრო არ დამეხარჯება ფილმების შეყვარებაში🙂

ერთადერთი პრობლემა პრეზენტაციაა, რომლის წარდგენა, ჩემი სურვილის მიუხედავად მაინც მევალება. პრეზენტაციების მომზადება არც ისე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა ერთადერთი რაც მანუგეშებს, დასრულებისას მიღებული კმაყოფილებაა, ვაშა, მე ეს შევძელის მსგავსი. თანაც წინ კიდევ ბევრი დღე მაქვს, თანაც ყველაფერი ხომ ბოლო ორ დღეში უნდა მოვასწრო.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული უკვე გავიდა და ორი დღეც არ დამისვენია სათანადოდ, მე ჩემი შემოდგომა მელოდება ბათუმში. ფილმები, მეგობრები, უბრალოდ ადამიანები და ზღვა.

7 thoughts on “დასაწყისი

  1. Mr. Nomad says:

    არ მევასებით არც შენ და არც სიყვარულოვნა, მანდ რომ მიდიხართ :დ :შურ:

  2. გოჩა გაბოძე says:

    Reblogged this on and commented:
    Anna’s Blog გასული წლის ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ბლოგერების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ბლოგერი ანა გელბახიანი მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ საკუთარ მოლოდინს და წინა წლის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

  3. Amedar Consulting Group says:

    I actually wanted to construct a quick comment to be able to thank you for all the nice facts you are giving out at this site. My time consuming internet look up has now been rewarded with sensible facts to go over with my friends and family. I ‘d point out that most of us readers are definitely lucky to exist in a very good site with so many perfect professionals with useful tips. I feel very lucky to have seen your web site and look forward to plenty of more amazing times reading here. Thanks a lot once again for all the details.

  4. spleet says:

    ახალი ვარ და დამაფლოურეთ…. ძლაიან გთხოვთ:)) პოსტი მომეწონაა

  5. internet marketing says:

    რაც შეეხება ჩემ მიერ “აღმოჩენილ” ბათუმს, ეს ცალკე თემაა. ძალიან ბევრს მოსწონს ბათუმი, ძალიან ბევრს არა. გამოგიტყდებით და ბათუმზე უფრო მე ჩემი იქ “საქმიანობის” სტილი მომწონდა: ყოველ დილით ვდგებოდი ადრე, რომ მიმესწრო რომელიმე რეჟისორის მასტერკლასისთვის, ან წინა დღით შერჩეული ფილმისთვის. მერე რევიუებს ვწერდი. შუადღისას და საღამოს ლიტერატურული და პრესკაფე იყო ჩემი თავშესაფარი საღამოს, რამდენიმე ფილმით თავგამოტენილი, ან ვსეირნობდით, ლუდს ვსვამდით და ვსეირნობდით, ან ფეხით, ან ველოსიპედით. მერე ნათიაც ჩამოვიდა და იქვე გადავწყვიტეთ რომ მომავალ კინოფესტივალზე აუცილებლად წავიდოდით ერთად.

  6. Kate says:

    ვაა დრაკულა წელს პირველად მიდის ბათუმში. შენ მეორედ.
    არადა მე ვგიჟდები იქაურობაზე.
    შეგხვდები მატარებელში.😀

Comments are closed.