men, u suck

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, ქალების თავიდან მოსაშორებლად, როგორც პირადი, ასევე გაგონილით და ნანახით მიღებული გამოცდილებიდან:

შენი ღირსი არ ვარ – ეს ფრაზა ჯერ კიდევ ბავშვობაში მოვისმინე და არც პირველი და არც უკანასკნელი არ ვყოფილვარ ვისთვისაც ეს გულისმომკვლელი სიტყვები უთქვამთ. რა ღირსეულები არიან კაცები ზოგჯერ, ღმერთმანი. როცა კაცი გეუბნება, რომ ის შენი ღირსი არ არის, თავმოყვარე ქალს სიამაყემ უნდა შემოგიტიოს და შენ დაშორდე. “ამასთან აქამდე როგორ ვიყავი, არ ყოფილა ჩემი ღირსი!” და ყველაფერი მზადაა, კაცი სინდისდამშვიდებული მიდის თავის ტოლ-სწორის საძებნელად.

მმ.. დეპრესია მაქვს და ახლა არავისთან ურთიერთობა არ მინდა – ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ღირსი კაცი დაკარგე, მაგრამ რა ქნას, დეპრესია აქვს და არავისთან ურთიერთობა არ უნდა.. მაგრამ დაელოდე, იქნებ გაუაროს დეპრესიამ და დაბრუნდეს.

იცი, ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ორივესთვის (განსაკუთრებით შენთვის) ასე აჯობებდა – ღირსეული კაცის მეორე ვარიანტი. იცის, იფიქრა და ვერ შეედავები, მან უკეთ იცის რა სჯობს ორივესთვის და განსაკუთრებით შენთვის. თანაც, ზრუნავს, მას ხომ შენთვის კარგი უნდა?

ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ – ეს უკანასკნელი ფრაზა კაცების ლექსიკონში განსაკუთრებით მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ქართველმა ქალებმა “მანდილები გვერდზე მოისროლეს და დაუნანებლად გაცემა დაიწყეს”. კაცებს შეუძლიათ დადონ შეთანხმება ქალებთან ორ ღამეზე, სამზე, ან ოთხზე. თუ გაგიმართლა, შესაძლოა ორკვირიანი ბედნიერებაც გხვდეს წილად. ამ ბედნიერების სანაცვლოდ, ფრთხილად უნდა იყო, ემანდ რამე ისეთი არ ჩაიდინო, რაზეც არ შეთანხმებულხართ. მაგალითად, მეტად არ მოგენატროს, დღეში იმაზე მეტი შეტყობინება არ გაუგზავნო, ვიდრე შეთანხმებულები იყავით ა.შ.

…………………………………………………. – ეს უკანასკნელი უსიტყვოდ გაქრობას ნიშნავს.

საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მე თითქმის ყოველთვის გულწრფელი ვარ. განსაკუთრებით ახლა, ამიტომ შემიძლია დიდი სიყვარულით და რუდუნებით ვთქვა:

men, u suck.

13 thoughts on “men, u suck

  1. zurriuss ამბობს:

    პირველი საკუთარი თავის სირული დამცირებაა
    მეორე – ჩემი ატმაზკაა :დ
    მესამე – გეეეეეიიი
    მეოთხე – აბა რა ჩემ <*<*<*-ზე შეთანხმდით?
    ………..!

  2. zurriuss ამბობს:

    პირველი – თვითდამცირება
    მეორე – ჩემი რეალობა :დ
    მესამე – გეეეეეეიიიი
    მეოთხე – აბა რა ჩემ იმაზე შეთანხმდით?!!!!
    მეხუთე – ……….!

  3. CheshireCat ამბობს:

    ოოო, მე ვაპირებდი მაგაზე დაწერას -_- არ გაცდიან სახლამდე მისვლას რა :\

  4. Any ამბობს:

    1 კვირის წინ მქონდა პირველი შემთხვევა.
    “შენი ღირსი არ ვარ. იცი, ან, მე შენ უბრალოდ არ გიმსახურებ 😦 ”

    თოკა, იუ საქ!

  5. Any ამბობს:

    1კვირის წინ მქონდა პირველი შემთხვევა.
    “მე შენი ღირსი არ ვარ. იცი, ანნ, მე შენ უბრალოდ არ გიმსახურებ. 😦 ”

    თოკა, იუ საქ ! :დ

    • ❥ Natsy ამბობს:

      ჰამჰამ, თოკა :/
      აქიდან არცერთი შემთხვევა არ მქონია, იმიტო რო მე ვშორდები ყოველთვის :დ

  6. Mari ამბობს:

    ადრე წარმომედგნა რომ ქალის დაკერვაზე უფრო მეტად წვალობდენ კაცები და თურმე მოშორება ყოფილა რაც ყოფილა, დაჟე იმასაც თუ იტყვიან, შენი ღირსი არ ვარო, ხომ საერთოდ… რა ჯანდაბა სჭირთ? 😀 😀

Comments are closed.