რას ვიქმ/რას ვიქმდი

რადგან ჩემი ბლოგის კალენდარი მეუბნება რომ ბოლოს 20 ივლისს დავწერე რაღაც, თანაც  კარგა ხანია პოსტი არ დამიწერია  პატარ-პატარა ამბებზე, დროა შევაჯამო რაღაცები.

პირველ რიგში, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ სწავლას მოვრჩი და მხოლოდ ერთი საგნის ქულას ველოდები. დანარჩენები მწვანედ “აინთნენ”. ამ უკანასკნელის ბედი არ მადარდებს დიდად, დამატებით კრედიტებზე ნერვების შლა არ ღირს.

ახლა ცოტა უკან გადავინაცვლებ. დაახლოებით სამი თვის წინ პიარ მარკეტინგში ვცადეთ ბედი და ორეტაპიანი კონკურსის პირველი ეტაპიც გადავლახეთ, შედეგად, მე კნუტმა და ნათიამ დანარჩენ მონაწილეებთან ერთად მოვინახულეთ რაჭა, ტვინი ვიჭყლიტეთ მეორე ეტაპზე, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ ახლა ვიცი რა არის სვოტი, ლონჩინგი და ათასი უბედურება 🙂

ამავე პერიოდში ისევ მე კნუტმა და ნათიამ აირექსის კონკურსში გადავწყვიტეთ მონაწილეობა. კონკურსის მასალად ავიღეთ geolaw.wordpress.com და დავწერეთ პროექტი. ვიქნები რა ეგოისტი, პროექტს არსად არ დავდებ, თუმცა რადგან გავიმარჯვეთ და 5000$ გრანტი ავიღეთ, ფაქტია, კარგი იყო.

ავიყვანეთ კატა. თავიდან ძალიან მეშინოდა ცხოველის მოვლის, დედის, ბებიის გარეშე მარტოს მუდამ ცუდად გამომდიოდა ცხოველებთან ურთიერთობის. ცოტა რთული მეგონა დაუსხა წყალი, აჭამო და არ დაგავიწყდეს ტუალეტის გაწმენდა. თუმცა სინამდვილეში ძალიან იოლი ყოფილა. ჩემი ჭკვიანი სწივი აღიარებს პატარა ყუთს ტუალეტად და მშვენივრად იცის საჭმლის თეფშის ადგილი. მოკლედ, ოჯახში სამი წევრია.

თუ როგორ გავთხოვდი ორი კვირის წინ, ამაზე უკვე მაქვს პოსტი, თუმცა დაე იყოს აქაც, მე ხელს არ მიშლის და იმედია არც მკითხველს 🙂

1 კვირის წინ მუშაობა დავიწყე. სწორედ მაშინ, როცა სწავლას მოვრჩი და ცოტაც და თაფლობისთვის მოწყობას ვაპირებდით 😀 თუმცა თაფლობისთვედ სექტემბერიც გამოდგება, ბარემ საქმიანი ვიზიტით ჩავალ კინოფესტივალის ბლოგერად. ვმუშაობ ჩემი მეგობრის ჰოსტელში.  თავიდან მეგონა რომ ძალიან გამიჭირდებოდა ადმინისტრატორობა, უცხოელებთან კონტაქტი, მეილებზე, ზარებზე პასუხი, საიტებზე ადგილების დაჯავშნა ჩეკების ამორტყმა და ა.შ, მაგრამ ნურას უკაცრავად. უკვე ყველაფერი რიგზეა. მით უმეტეს ყველაზე მძიმე დღე პირველი იყო, როცა ბევრი წავიდა, მოვიდა, მომიწია ფულის გამორთმევამ და ჩეკების გაცემამ. ბოლო ორი დღე შედარებით სიმშვიდეა და თავს უკვე გადასარევად ვგრძნობ.

რაც მთავარია, ჩემი ინგლისური ნელ-ნელა უმჯობესდება და ვიხსენებ ოდესღაც ნასწავლ სხაპასხუპით ლაპარაკს. აღმოვაჩინე რომ კარგად მესმის რუსული და არც ისე საშინელებაა რუსულად ლაპარაკი და კიდევ: დავრწმუნდი რომ ნებისმიერ საქმეს გავართმევ თავს ^_^

მოკლედ, არამგონია სექტემბრამდე რამე მოხდეს, მანამდე კი ჩემი და სწივის ფოტოთი გემშვიდობებით.

2 thoughts on “რას ვიქმ/რას ვიქმდი

  1. Jason Evans ამბობს:

    ყველაზე მეტად ცხოველლის აყვანა მომეწონა. ჩემი ოცნებაა სახლში ცხოველი მყავდეს (კატა,ძაღლი) იმედია ამიხდება როდესმე.. წარმატებები!

Comments are closed.