სასარგებლო ფეიჯები

არასდროს წავსულვარ მაღაზიებში სამკაულის საყიდლად. მხოლოდ მაშინ, თუ ზედმეტი ფული მომრჩა, შემომეყიდება რაღაც და ვინაიდან და რადგანაც, ზედმეტი ფული შოპინგისას თითქმის არასდროს მრჩება, ბევრი არაფერი გამაჩნია.

თუმცა! ვიპოვნე გამოსავალი: ალბათ გახსოვთ ჩემი წინა პოსტი ონლაინშოპინზე. ონლაინშოპინგის ერთ-ერთ სახეობად შეიძლება ფბ-ფეიჯები ჩავთვალო, რომლებიც საკმაოდ მომრავლდნენ და დიდ არჩევანს მთავაზობენ, სახლიდან გაუსვლელად ავარჩიო ლამაზი სამაჯურები, ყელსაბამები და თავი შევიმკო. მოკლედ, გამოვყავი ჩემი ორი ფავორიტი ფეიჯი:

სტიმპანკი, რომელიც ახლახანს აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა რაღაცები, თუმცა ყველფერი, რასაც თვალი დავადგი, გაყიდული აღმოჩნდა. ჯერ არაფერი მიყიდია, ველოდები ერთი სასურველი შეკვეთის დამზადებას.

აი ეს მორიელი მომეწონა და გულწრფელად მშურს მისი პატრონის :/

რაც შეეხება მეორე ფეიჯს, საკმაოდ დიდი ხანია მისი მომხმარებელი ვარ და მთელი კოლექცია დამიგროვდა სამაჯურების და ყელსაბამების.

ალუკას ბუტიკი რამდენიმე მიზეზის გამო მომწონს. იმიტომ, რომ ძალიან სუფთად და დახვეწილად აკეთებს ყველაფერს, განსხვავებით უამრავი ჰენდმეიდ აქსესუარებისგან, იმიტომ რომ გემოვნებითაა ყველაფერი გაკეთებული და ბოლოს, იმიტომაც რომ საკუთარი გატაცებებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვგულშემატკივრობ ნიჭიერ ადამიანებს.

ესეც ჩემი პატარა კოლექცია ^_^

ახლა კიდევ რამდენიმე ნივთი მაქვს შერჩეული და მოუთმენლად ველოდები თვის ბოლოს.

ბოლოსდაბოლოს ლამაზ სამოსს ლამაზი სამკაულები სჭირდებაო, უთქვამს ბრძენ ანას, ჰოდა, წარმატებულ შოპინგს გისურვებთ 😀

4 thoughts on “სასარგებლო ფეიჯები

  1. Sxvanairy ამბობს:

    ძალიან მომწონს ხელნაკეთი სამაჯურები ❤ აქ რაც ვნახე ყველა ძალიან კარგია

დისკუსია დახურულია.