14 ივლისი – გათხოვილი ქალის დღიურებიდან

რამდენიმე კვირის წინ დავწერე რომ ვთხოვდებოდი. ჰოდა, 14-მა ივლისმაც მოაღწია. როცა ქორწინების სახლში ვიყავით და თარიღზე შევთანხმდით, ჯერ კიდევ ძალიან არარეალური და შორეული მეჩვენებოდა ჩემი გათხოვების ამბავი. ჰოდა ცოტას მოვყვები 🙂

ზოგადად, ქორწილები არ მაინტერესებს და შესაბამისად, ფუშფუშა და ულამაზესი დედოფლობის პრეტენზია არ მქონია, არც წინასაქორწინო ვნებათაღელვებს შევუპყრივარ. თუმცა, ვინაიდან საჭირო იყო, საკუთარ ქორწილში ჩვეულებრივზე ოდნავ ლამაზი ვყოფილიყავი, დილიდან დავჯექი სალონში და შევუდექი თავიდან აწყობას. გავიკეთე წარბები და ვერავინ მიხვდება რამხელა მსხვერპლი იყო ეს. გავიკეთე მაკიაჟი და თმა. ფრჩხილებს წინა დღით მივხედე და სარკეში ჩახედვისას YveLaZe LaMaZoBiS ამბიციებმაც კი შემომიტია 😀

ტაქსში ჩავჯექი და ვცდილობდი ჩემს სახეს არაფერი დამართნოდა. სახლში ყურებამდე გაბადრული შევედი და ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა უბედური შემთხვევის გამო ჩემი ლამაზი კულული დაიშალა. როცა სასოწარკვეთილი ვღნაოდი, მაშინ მივხვდი რამხელა ყურადღებას უთმობენ ქალები ქორწილის დღეს თავიანთ გარეგნობას. კუსტარული მეთოდებით ჩემი ვარცხნილობა მკვდრეთით აღდგა და სახლიდან გასვლამდე ბოლო წუთებში ყვავამაც ჩაიცვა ტანსაცმელი და სიძეს დაემსგავსა.

წავედით ბარათაშვილზე მდებარე ქორწინების სახლში. იმ უხერხულ მომენტს გამოვტოვებ, როცა ქმრის ნათესავებთან პირველი შეხვედრა შედგა, იცით ალბათ, როგორც ხდება ხოლმე 😀

ხელის მოწერისას შანსი არ დაგვიტოვეს უარი გვეთქვა ქორწინებაზე და არ უკითხავთ, თანახმა ვიყავით თუ არა, უბრალოდ დოკუმენტზე ხელი მოგვაწერინეს ჩვენ და მეჯვარეებს და გამოგვიშვეს .

ჰო მართლა, ჩემი მეჯვარე ნათია იყო, ყვავასი აჩო.

ბოლოს თაიგული ვისროლე. რატომღაც თავიდანვე ვიცოდი რომ ქეთო დაიჭერდა. ვნახოთ ამართლებს თუ არა მითი თაიგულის შესახებ.  მკითხველი ალბათ არ მიწყენს, თუ ე.წ “სუფრის” მომენტსაც გამოვტოვებ, ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე. თუმცა არა, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი იოლად იყო, ძალიან პატარა, უახლოესი ადამიანებით დაკომპლექტებულ სუფრაზე მომიწია ჯდომა პატარძლის რანგში და რაც მთავარია, ცოტა ხნით.

ქორწილიდან ყველაზე საინტერესო ფოტოებია ხოლმე. ჰოდა თხრობით თავს აღარ შეგაწყენთ, იხილეთ ფოტოები და მომილოცეთ, ბოლოსდაბოლოს მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს, იმიტომ რომ ყველაფერი იდეალურადაა, იმიტომ რომ ვხედავდი როგორ უხაროდათ ირგვლივ ჩვენი დაქორწინება ^_^

31 thoughts on “14 ივლისი – გათხოვილი ქალის დღიურებიდან

  1. siyvarulovna says:

    ბოლო წინადადება <3<3<3
    აააწ ❤
    "უბედური შემთხვევის გამო" :დდდდდდდდ აბა რა :დ <3<3
    მიყვარხარ ძროხ და გილოცავ კიდევ ერთხელ და აწი შენი მეჯვარე ვარ და ვეღარასდროს მომიშორებ თავიდან :დ

  2. Jood says:

    გილოცავ : ) ჩემი 3 თვის წინანდელი პოსტები გამახსენდა : ) ბედნიერებას გისურვებთ.

  3. kakato says:

    გილოცავ, მერამდენედ არ ვიცი 🙂 ბედნიერები იყავით მუდამ, მუდამ ❤
    მეც მაქვს ქორწინების მოწმობით ხელში გადაღებული ფოტო :დ

  4. teo says:

    გილოცავთ, სულ ასე არაჩვეულებრივები ყოფილიყავით… ❤
    პ.ს. ტორტზე ქერა რატომ ხარ ეე ? :))))))))))

  5. Nikaa says:

    ძალიან მომეწონე, ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ.

  6. ადო says:

    ულამაზესი დედოფალი ხარ! კაბა ♥ ფეხსაცმელები ♥ ტორტი ♥ კიდევ ერთხელ გილოცავთ!

  7. Kate_AlukaЯD says:

    აი ნატია და კნუტიც ჩავაბარო პატრონს და მომკლა მერე :დდდდდ
    მთელი დრე ვცდილობდი არ მეტირა :დდდდდდ <3<3

  8. სალლო.მე says:

    აუ, ფეხსაცმელი ❤ კაბა ❤ და შენ ყველაზე ლამაზი ❤ ❤ ❤ .

    იხარეთ და იბედნიერეთ 🙂

  9. vasasi says:

    სულით და გულით გილოცავთ აქაც.

    ძალიან მიხარია თქვენი ამბავი.. :*

  10. დელფი says:

    ძალიან მიხარია! გილოცავთ! მე მაინც ძველი ყაიდის კაცი ვარ და ჩემებურად გეტყვით: შეაბერდით, გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ, მხარში ედექით ერთმანეთს ჭირსა და ლხინში, სიმდიდრესა და სიღარიბეში!!!
    უფალი გფარავდეთ!

  11. Mallorie says:

    ანნა, გილოცავ! გისურვებ სულ მუდამ ასეთი ბედნიერები ყოფილიყავით.. მალე შვილებიც მოგველოცოს, თქვენნაირი ლამაზები და კარგები. ))

  12. მარი ! says:

    გილოცავთ :))
    გისურვებთ ,თქვენი ოჯახი ქართული ოჯახებისგან განსხვავებული იყოს ❤

  13. NocHuRa says:

    გილოცავ მოგვიანებით! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ ორივეს!

Comments are closed.