ჩემი მოხარშული ლუდი


როდესაც ვყიდულობ პროდუქტებს, ვჭამ, ან ვსვამ მათ, არ ვფიქრობ მათ შემადგენლობაზე, სად, როგორ ვის მიერ არის დამზადებული. მთავარია ჩვენს თეფშებსა და ჭიქებში გემრიელი საჭმელი და სასმელი იყოს და კვების რეცეპტორები “დააპუროს”

არადა ერთი შეხედვით იოლად მოსამზადებელი საკვებიც კი გადის პროცესებს, რის შემდეგადაც მას მივირთმევთ. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ ლუდზე. ლუდი თითქმის ყველას უყვარს. გვაქვს საყვარელი ბრენდები, საყვარელი გემოთი და შეფუთვით. მე კი ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, წავსულიყავი ნატახტარის ქარხანაში და უშუალოდ მომეხდინა დაკვირვება ლუდის დამზადების ტექნოლოგიებზე.


იმისთვის, რომ ლუდი მოიხარშოს, ამ კომპიუტერიდან უნდა მოხდეს პროცესების გაშვება და თვალყურის დევნება. დღეს მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით სწორედ მე გავუშვი ე.წ ტანკებში ლუდი მოსახარშად და ძალიან ამაყი ვარ. ბადაგის ნიმუში უკვე ბოთლშია, კასრის ლუდი, ნომრით 1142. გაყიდვაში დაახლოებით ერთ თვეში გამოვა. ძალიან იოლად ჟღერს კომპიუტერთან ჯდომა და პროცესების გაშვება, თუმცა, სინამდვილეში ძალიან ძნელია, მე მაკვირდებოდნენ და მომხმარებელს შეუძლია არ იღელვოს, ყველაფერი რიგზეა.

პირველი ნაბიჯი ლუდის დამზადებისას არის სათანადო პროდუქტების მოპოვება. ესენია ალაო, რომელიც ქერისგან მზადდება, სვია, რომელიც ლუდს აძლევს სპეციფიურ მომწარო გემოს და რა თქმა უნდა წყალი, რომლის ხარისხი ლუდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამბობენ, რომ ქარხნის ნატახტარში აშენება სწორედ ნატახტარის წყლის უნიკალურობამ განაპირობა.  ნედლეული ლაბორატორიაში მოწმდება და შემდგომ ხდება მათი გადანაწილება შესაბამის დანადგარებში.

პირველ რიგში, ხდება ალაოს დაფქვა და წყალთან ერთად შემლეს ტანკში შელესვა:

შელესვის და აშაქრების შემდეგ მასა გადადის ფილტრში სადაც მიდის ფილტრაცია.

ფილტრაციის შემდეგ ბადაგი გადადის მადუღარა ტანკში, სადაც ხდება დუღილთან ერთად ხდება სვიის დოზირებაც

დუღილის შემდეგ ბადაგი გადადის ვირპულში, სადაც სვიის ნარჩენები ილექება. პატარა “ფანჯრიდან” ჩანს ბევრი ბადაგი.

საბოლოოდ, მიღებული ბადაგი ცივდება და გადადის ცილინდრულ კონუსურ ტანკში, ე.წ “cct-ში” სადაც ამატებენ საფუარს და იწყება ფერმენტაცია ანუ ლუდისთვის იმ საბოლოო გემოს და სახის მიცემა, რა სახითაც მას უბრალო მომხმარებლები იცნობენ.

ამ დანადგარზე მიერთებული მილებიდან ხდება ცივი წყლის და ცხელი ბადაგის თბოცვლა ანუ ვიღებთ გაციებულ ბადაგს

ამ დანადგარზე მიერთებული მილებიდან ხდება ცივი წყლის და ცხელი ბადაგის თბოცვლა ანუ ვიღებთ გაციებულ ბადაგს

საბოლოო სახის მიღებამდე კი ტანკებში არსებულ მასას უცნაური სუნი აქვს, სრულიად განსხვავებული ლუდის სუნისგან.
ბუნებრივია, ჩემი ვიზიტი ქარხანაში, არ დასრულებულა მხოლოდ რამდენიმე დანადგარის დათვალიერებით. ავიღე თავზე პასუხისმგებლობა და შევამოწმე აშაქრება:

იოდის მეშვეობით შევამოწმეთ კარგია თუ არა აშაქრება

იოდის მეშვეობით შევამოწმეთ კარგია თუ არა აშაქრება

ამ აპარატით იზომება ph ბადაგში

ამ აპარატით იზომება ph ბადაგში

გარდა ამისა, ვიყავი ლაბორატორიაში და დავათვალიერე ის აპარატურა, რომლებიც ლუდის ხარისხს და ვარგისიანობას ამოწმებენ. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად ლუდში ალკოჰოლის და სიმკვრივის განმსაზღვრელი აპარატი მომეჩვენა, თუმცა დანარჩენი ფოტოები, როგორც ლაბორატორიის, ასევე ქარხანაში არსებული სხვა საჭირო დანადგარების,  შეგიძლიათ ნახოთ ამ ალბომში.

ამით ჩემი ვიზიტი და ლუდის დამზადების პროცედურა არ ამოწურულა. წინ მელოდება ლუდის ბოთლებში ჩამოსხმა და ა.შ ამიტომ ხვალ ისევ მოვალ და დანარჩენ პროცესებს დავაკვირდები🙂

დღე მეორე

როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ დანარჩენი პროცესების აღწერას, ანუ იმის მოყოლას, რა ხდება საფუარის დამატების შემდეგ:

ბადაგში დამატებული საფუარი შაქარს ჭამს და გამოყოფს სპირტს და CO2-ს, ანუ შაქრიანობა გადადის ალკოჰოლში. სწორედ ამ პროცესების გავლის შედეგად შეიძლება ვთქვათ რომ ხელთ გვაქვს ლუდი, რომელსაც შემდგომ ელის დაძველება. დაძველებისთვის საჭირო ვადის გასვლის შემდეგ ის მზადაა გასაფილტრად:

გაფილტვრის შემდეგ მოქმედება გადადის ჩამოსასხმელ განყოფილებაში, სადაც ლუდი ისხმება პეტის ბოთლებში, მინის ბოთლებსა და თუნუქის ქილებში.
პეტის ბოთლი ყალიბში იღებს სათანადო ფორმას,  ისხმება ლუდი, ხდება საცობის მორგება და უკეთდება ეტიკეტი.

ასეთია ბოთლი დაბერვამდე და ყალიბში მოთავსებამდე

ასეთია ბოთლი დაბერვამდე და ყალიბში მოთავსებამდე

აღსანიშნავია, რომ ჩამოსხმის მერე კიდევ ერთხელ მოწმდება ლაბორატორიაში ლუდის ხარისხი.



შესაფუთი აპარატი აძლევს პროდუქციას საბოლოო სახეს, ანუ დაფასოებული ლუდი გადადის საწყობში.

რაც შეეხება შუშის ბოთლებს, ახალი ბოთლი გამოყენებამდე ირეცხება ტუტესა და მჟავაში და შემდეგ თავსდება სათანადო დანადგარზე. შეფუთვის და ჩამოსხმის ტექნოლოგიები ანალოგიურია.

ქარვა შუშის ბოთლებში

ქარვა შუშის ბოთლებში

და ბოლოს, თუნუქის ქილები: განსხვავებული პროცედურა, რაც ქილებს ახასიათებს, არის ის, რომ ლუდის პასტერიზაცია ხდება ქილაში, განსხვავებით ბოთლებისგან, რომელთა შემთხვევაში ლუდი ჩასხმამდე გადის პასტერიზაციას. ასე გამოიყურება პასტერიზაციის აპარატი.

საბოლოოდ, შეფუთული პროდუქცია ქარხნიდან გადის ასეთი მანქანებით:

ნატახტარის სატვირთო მანქანა

ნატახტარის სატვირთო მანქანა

აი ასეთ რთულ გზას გადის ნატახტარის ლუდი და ზოგადად ლუდი ჩამოსხმისას.
ძალიან ვრცელი პოსტი გამომივიდა, თუმცა პროცედურებიც ძალიან ბევრია და ეს ფაქტიურად ლუდის ჩამოსხმის ტექნოლოგიების ძირითადი მიმოხილვა იყო.

რაც შემეხება მე, ძალიან ვინერვიულე პირველი რამდენიმე საათი, როცა ლუდი ხარშვის პროცესები გავუშვი, როცა პოსტის წერა დავიწყე და გამიჭირდა აზრების მოკრება და ამდენი ახალი მასალის თანმიმდევრობით ჩამოყალიბება. საბედნიეროდ, მყავდა მეთვალყურე, რომელმაც არა მარტო დამათვალიერებინა მთელი საწარმო, უამრავი რამე ამიხსნა და მასწავლა. ამიერიდან შემიძლია მივიღო  შეკითხვები :p
და რაც მთავარია, პოსტის დაწერამდე გუგლში მოვძებნე ლუდზე ინფორმაცია, არსებობდა თუ არა რაიმე სახის მიმოხილვა ტექნოლოგიური კუთხით, იმის შესახებ თუ როგორ ხდება ჩამოსხმა და ა.შ. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, როცა ლეგენდების და მითების გარდა ვერაფერი ვიპოვნე ღირებული და შემიძლია ვიყო ამაყი, რომ მართლა სასარგებლო და საინტერესო პოსტი დავწერე დაინტერესებული პირებისთვის🙂

და ბოლოს მე :)

და ბოლოს მე🙂

14 thoughts on “ჩემი მოხარშული ლუდი

  1. siyvarulovna says:

    მე “ტანკების” სიგნით რა ხდება ეგ მაინტერესებს :დ რა მასაა და როგორი დ

    • anna says:

      სქელი მასაა, ძალიან ცხელი და ქაფქაფა. ბრუნავს და დუღს :დ გააჩნია რომელ ტანკში გაინტერესებს :დ ზოგან ცივდება :დ

  2. Kate_AlukaЯD says:

    აუ როგორ მშურს :>
    რა მაგარია მთელი პროცესის ყურება როგორ მზადდება ესოდენ წმინდა სასმელი❤

  3. კახი says:

    მთიელი ნატახტარის რომ იყო არ ვიცოდი ო.ო მიყვარს ეს ლუდი🙂

  4. ქეთი says:

    ყოჩაღ, მომეწონა პოსტი, დაწვრილებითაა ყველაფერი მოთხრობილი ლუდზე, მაინტერესებდა და მივიღე პასუხი… ერთი რამ მაინტერესებს, რამდენი ხანი სჭირდება ლუდის დაძველებას დაახლოებით ?

    • anna says:

      დაახლოებით 20-21 დღე სჭირდება ^^
      ძალიან დიდი მადლობა

  5. გოჩა გაბოძე says:

    მაგარი პროცესია როცა შენ უშვებ . ყაზბეგში ერთ ერთი მობილური კომპანიის სიგნალი გავუშვი და დღემდე მეამაყებასავით🙂

  6. zurriuss says:

    მართლა მაგარი პოსტი გამოგსვლია, დარლინგ. თან რაღაცნაირად ბეჯითად მიუდექი ამ საქმეს და, რაც მთავარია, ახლა შენ მთელ საბლოგეთზე უკეთ იცი, როგორ მზადდება ლუდი🙂

  7. მარი ! says:

    აჰამ🙂
    მართალია პოსტის წაკითხვა საშინლად დამეზარა,მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა ,რომ ლუდი ძალიან,ძალიან მაგრად მიყვარს :))

  8. Sxvanairy says:

    ძალიან მომეწონა შენი პოსტი..და ბოლოდ არ გასიჯე როგორი გამოვიდა შენი მოხარშული ლუდი?😀

Comments are closed.