არიან კაცები

არიან კაცები, რომლებიც გჩუქნიან ძვირფას საჩუქრებს, გიკეთებენ რომანტიულ სიურპრიზებს, ზრუნავენ შენზე, იტანენ შენს ყველა კაპრიზს. მიუხედავად მათი “ღვაწლისა” და შენში ჩადებული შრომისა მათ არ აფასებ. მათ შენი შენარჩუნების ერთადერთი გზა აქვთ: მუდმივი ყურადღება და ახალ-ახალი სიურპრიზები, მანამ, სანამ ვინმე უკეთესი არ გამოჩნდება და შენს თავს არ წაართმევს. ისინი სისულელემდე კეთილშობილები არიან და ერთადერთ რამესაც სჯერდებიან – ხანდახან მოგდებულ ყურადღებას.

არიან კაცები, რომლებსაც ფეხებზე კიდიხარ. ისინი სწორედ შენ გთვლიან ყურადღების ღირსად, არ გიკეთებენ საჩუქრებს,  არ განებივრებენ სითბოთი, მაგრამ შენ მათზე გიჟდები. სწორედ ისინი არიან შენი ყველაზე დიდი ქრაშები და უკვე შენ სჯერდები მათ მიერ მოგდებულ ცოტაოდენ ყურადღებას. მათთვის სულ ერთია შეგინარჩუნებენ თუ არა, შენთვის კი მათი მოპოვება და შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.

არიან კაცები, რომელიც გიყვარს, რომელსაც უყვარხარ. ერთად ბედნიერები ხართ. ზრუნავთ ერთმანეთზე, უკეთებთ სიურპრიზებს და დროს და ენერგიას არ ხარჯავ პრობლემებზე ფიქრში. ყველაფერი თავისთავად, კარგად გამოდის ხოლმე ამ დროს. ასეთი კაცები იშვიათად არიან ხოლმე..

ჰო, იშვიათად არიან. ვიდრე ასეთ კაცს ვიპოვნიდი, იყვნენ კაცები, ისეთები. თქვენ როგორი კაცი გყავთ ახლა?

13 thoughts on “არიან კაცები

  1. siyvarulovna says:

    არ მყავს კაცი, ძმაო :დ
    მაგრამ, ზუსტად ვიცი რომ გადამეტებულ ყურადღებიანი და საჩუქრებიანი კაცი არ მომეწონებოდა :დ

  2. Marie Zuliashvili says:

    არიან კაცები, რომლებიც გჩუქნიან ძვირფას საჩუქრებს, გიკეთებენ რომანტიულ სიურპრიზებს, ზრუნავენ შენზე, იტანენ შენს ყველა კაპრიზს aseti kaci myavs da vafaseb da miyvars❤❤❤

  3. DionysusMercurius says:

    შექსპირს აქვს დაახლოებით მსგავსი აზრი: “Любовь бежит от тех, кто гонится за нею, а тем, кто прочь бежит, кидается на шею”.

  4. ცეტი says:

    არცერთი…
    უფრო სწორად პირველიც დ ამეორეც, ორონდ ოფიციალურად არცერთი.. ზუსტად იმიტომ, რომ ერთი პირველის ტიპისაა და მეორე მეორეს… :))

  5. არეულიბლოგი says:

    🙂 რა დროული პოსტია ჩემთის:) დ არსებობენ კაცები, რომლებისგანაც უბრალოდ არაფერს მოითხოვ,უბრალოდ გაქვთ ურთიერთობა და თავს კარგად გრძნობთ ერთმანეთთან. ესეთია ეხლა ჩემი ურთიერთობა. მერე რა იქნება არ ვიცი და არც ვფიქრობ ამაზე🙂

Comments are closed.