უფასო სწავლა?!

მე თსუს სტუდენტი ვარ. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ უნდა ვწუწუნებდე, ასეც მოვქცეულვარ არაერთხელ, თუმცა სამართლიანად.

მე ვარ ის სტუდენტი, რომელიც თვითთმართველობის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდა;

მე ვარ ის სტუდენტი, რომელმაც თსუს სტუდენტების ცემის ფაქტი გააპროტესტა;

მე ვარ ის სტუდენტი რომელიც უნივერსიტეტის მოუწესრიგებელ სტრუქტურას აპროტესტებს;

მე ვარ ის სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

მაგრამ მე არასდროს გამიპროტესტებია სწავლის გადასახადის არსებობა არც თსუ-ში და არც რომელიმე უნივერსიტეტში. თუ იმას დავამატებ, რომ თავის დროზე 70%იანი გრანტი ავიღე, შესაძლოა იფიქროთ, რომ არაფერი მაწუხებს, წელიწადში  შვიდასი ლარის გადახდას ძალიან იოლად ვახერხებ და ამის გამო ვარ გულგრილი ამ საკითხის გამო, მაგრამ არც ასეა საქმე.  გადასახადი გადასახადია და ის ნაწილ-ნაწილ გადასახდელი 170 ლარი ყოველთვის ისეთ დროს მომისწრებს ხოლმე, როცა  ფულის არსებობის აღარც კი მჯერა.

თუმცა არსებობენ სტუდენტები, რომლებიც გამწარებით ითხოვენ სწავლის გადასახადის გაუქმებას და ამას რკინის არგუმენტით ამტკიცებენ: ჰო, ყველა სტუდენტს უნდა გააჩნდეს სწავლის საშუალება და ამისთვის სასურველია თუ სახელმწიფო სწავლის გადასახადს მოაშთობს. ჰო, აბა რა. ასეთ დროს, როგორც წესი, ევროპული მაგალითი მოყავთ ხოლმე, იქ ხომ არსებობენ უნივერსიტეტები, სადაც სტუდენტები გადასახადს არ იხდიან?! ჰო, არსებობენ, მაგრამ ის სტუდენტები ძალიან ყოჩაღები, ჭკვიანები, ნიჭიერები არიან და სათანადო გრანტებსაც ფლობენ სახელმწიფოსგან. ამიტომ თავისუფლდებიან გადასახადისგან. საქართველოში კი, როგორც წესი, ასეთი მოთხოვნებით ის სტუდენტები გამოდიან, აუდიტორიები თვალითაც რომ არ უნახავთ და გამოცდების შესატენი ადგილი აღარ დარჩენიათ. ნუ, ძალიან დიდი ნაწილი მაინც.

მოკლედ, ჩავთვალოთ რომ კარგი სწავლით გადასახადის პრობლემის მოგვარება ნაწილობრივ შეიძლება. თუ იესემში და მისთანებში ჩაბარება არ გინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გარკვეულ ფაკულტეტებზე 100% დაფინანსების გარდა სხვა სახის დაფინანსებები მოიხსნა, ჩემს არგუმენტს წყალი შეუდგა, მაგრამ არსებობს ე.წ გონივრული მოთხოვნებიც, მაგალითად სწავლის გადასახადის შემცირება და არა სრულიად გაქრობა. სახელმწიფო, გაგიკვირდებათ და ზოგჯერ დათმობებზე მიდის ხოლმე. ადამიანებს, ამ შემთხვევაში სტუდენტებს რომ რეალური მოთხოვნები გააჩნდეთ, შესაძლოა რაღაც გამოსულიყო კიდეც. თუმცა აქციების და მით უმეტეს აქციებზე გამოტანილი ლოზუნგების და მოთხოვნების ერთსულოვნებით ვერ დავიკვეხნით რატომღაც.

ახლა ისევ ჩემი მოსაზრების განმტკიცებას დავუბრუნდები: რატომ არ უნდა იყოს უფასო სწავლა? უნივერსიტეტები არსებულ რაოდენობაზე ასჯერ მეტი იდიოტით გაივსება. დიახ, დიახ, უფასო დიპლომს დახამებული სტუდენტით. თანაც,  ცნობილი ფაქტია ადამიანებს ყველაფერი ძვირადღირებული გვიყვარს და მოგვწონს, აქ რატომ ვუშვებთ გამონაკლისს? თანაც ფაქტია, ძვირადღირებული უნივერსიტეტები სწავლის ხარისხით ბევრად აღემატებიან ხოლმე იაფფასიან და სკოლის შენობებში გახსნილ სასწავლებლებს. მოკლედ, მე არ მესმის, ხალხს როგორც უნდა ისე ატრაკებს. სწავლა უფასო, მანქანა კი ყველაზე ძვირადღირებული? თუ ხარისხი ფასშია, ლოგიკურად სწავლის ხარისხიც დაეცემა.

შესაძლოა ოდესმე სახელმწიფომ ჩაიდინოს სისულელე და სწავლის გადასახადი გააუქმოს, მანამდე კი გთავაზობთ გამოსავალს: საკუთარი თავებისთვის თავად იშრომეთ. სწავლის პარალელურად იმუშავეთ, რაც ოჯახის დანახარჯებს ოდნავ შეამსუბუქებს, იშრომეთ სტიპენდიების, გრანტების მოპოვებაზე, თორემ მე რა, იმ 170 ლარსად გადავიხდი როგორმე, წლევანდელი სემესტრის დასაფარად.

18 thoughts on “უფასო სწავლა?!

  1. cannabis says:

    პირიქით, სწავლის გადასახადმა უნდა მოიმატოს და მისაღები გამოცდები გამკაცრდეს ყოველი მეორე იურისტი და მესამე ეკონომისტი რომ გვყავს ქვეყანაში იმიტომაცაა პიზდეცი.
    პროფესიული სასწავლებლები უნდა განვითარდნენ და გაძლერდნენ.
    პლიუს ამას მომავლის პროფესიებზე (ფიზიკა-მათემატიკა, ასტროფიზიკა, გენეტიკა, ინჟინერია, ქიმია-ბიოლოგია) უნდა მოეხსნას სწავლის გადასახადი სტუდენტს და დაენიშნოს ნორმალური სტიპენდია თუ გადალახავს რაღაც(მაღალ) ბარიერს.

    • Mari says:

      ქიმია-მატემატიკა-ფიზიკაზე რომ დაბალი კონკურსი იყო 3 წლის წინ და ყველა მაქეთ გაიქცა, ვისან უნივერსიტეტში თავის შეყოფა უნდოდა, იმიტომ არის დღეს, რომ ნებისმიერი ეკონომისტი მაგათზე უკეთ ერკვევა მათემატიკაში. 😀 უფასო რომ იყოს, ხარისხი კიდევ უფრო დაეცემა.

      • cannabis says:

        ბარიერი უნდა იყოს მაღალი
        ის ვისაც უბრალდო თავის შეყოფა უნდა, ვერ გადალახავს 🙂

  2. Mari says:

    გეთანხმები. გრანტს დამსახრება უნდა. ისწავლი კარგად და არ გადაიხდი ფულს.

  3. chankotadze says:

    ანა, მე პირადად 100%0იანი გრანტი მქონდა ბაკალავრიატშიც და მაგისტრატურაზეც 100%-იანი გრანტი მაქვს, მაგრამ ერთ-ეთი ვარ იმათგან, შენ რომ ,,გამწარებულად უფასო განათლების მომთხოვნებს” უწოდებ.
    თუ განათლებას კომერციულ პროდუქტად განვიხილავთ, მაშინ შენი ლოგიკა სწორი იქნებოდა, მაგრამ საქმე ისაა რო განათლება საზოგადოებრივი პროდუქტია, რომელზეც მნიშვნელოვანწილად არის მთელი საზოგადოების კეთილდღეობა დამოკიდებული. უფასო განათლება სოციალური ბარიერების მოშლის და თანასწორობის ყველაზე კარგი გარანტიაა. ის არგუმენტი, რომ უფასო განათლების შემთხვევაში ყველა მოინდომებს სწავლას და თან არაფერს ისწავლიან და რომ უნივერსიტეტი ,,იდიოტებით” გაივსება, უბრალოდ არასერიოზული, ძალიან ვულგარული და ერთგვარად, ბავშვური არგუმენტია უფასო განათლების წინააღმდეგ.

    • Mr. Nomad says:

      “უნივერსიტეტი ,,იდიოტებით” გაივსება” – რატომაა ბავშვური? არარეალურად გეჩვენება? დღესაც ეგრეა და შემდეგში რა შეუშლის ხელს? თუ პირიქით არ შეუწყო

    • anna says:

      არ მიყვარს იდეალისტი ხალხი. არარეალური მოთხოვნებით :დ

      • Mr. Nomad says:

        მით უმეტეს ასეთი მწარე რეალობა ცხვირ წინ რომ გიდევს 🙂

  4. george says:

    საინტერესო მოსაზრებაა ამ სტატიაში და ავტორი ნამდვილად თავგამოდებით ასაბუთებს აწავლის გადასახადის არსებობას. :)) თუმცა იმაზე არ საუბრობს ან არ იცის თუ რეალურად რას ითხოვენ მისი თანატოლები.

    სტუდენტები რომლებიც აპროტესტებენ სწავლის გადასახადის არსებობას სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სრულიად სამართლიანი. აგრეთვე ისინი აპროტესტებენ ფასიან სასწავლებლებში არსებულ არარეალურ სწავლის გადასახადს და მის შემცირებას ითხოვენ და გადასახადის ზედა ზღვარის განსაზღვრას იმ თანხამდე რასაც სახელმწიფო გადაიხდის თითოეული სტუდენტის მომზადებაში სახელმწიფო უმაღლეს საწავლებლებში.

    სტატიის ავტორს კი რადგანაც ასე ძალიან უნდა თანხის გადახდა და ეს სტიმულად მიაჩნია ამაში მას არავინ არ სზრუდავს მას შუძლია ეს თანხა გადაიხადოს ნებაყოფილობით რომელ კერძო სასწავლებელშიც სურს.

    რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ის სტუდენტები ვინც გადასახადის გაუქმებას ითხოვენ საერთოდ არ დადიან სასწავლებლებშიო ცოტა არ იყოს აბსურდია ჯერ ერთი ვინც ამას ითხოვს პრეზიდენტის სტიპენტიანტები არიან და მერე მეორეც თუ არ დადიან ლექციებზე მაშინ იმათ რა უნდათ საერთოდ სასწავლებლებში?

    დღეისათვის არცერთ სტუდენტს უცოდინრობის გამო სტუდენტის სტატუსი არ აქვს შჩერებული ხოლო სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო კი ათი ათასზე მეტ სტუდენტს შეუჩერდა და კიდე გრძელდება სტუდენტების გამოყრა სასწავლებლებიდან თანხის გადაუხდელობის გამო.

    სტუდენტების მოთხოვნა არ ყოფილა გამოცდების გაუქმება, სტუდენტების მოთხოვნა არ ყოფილა ნიშნების მომატება, სტუდენტების მოთხოვნაა სწავლის საფასურის გაუქმება, სწავლის ხარისხის გაზრდა და სწავლისათვის მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

    რაც შეეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, ისინი უნდა აღსდგეს, საქართველოში არსებობდა პროფ ტექნიკურები, სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ სასწავლებლების შენობებში დევნილები შეასახლა, ტექნიკური ბაზები გაანადგურა, საწარმოები თითქმის სრულად გაანადგურა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსამზადებელი კადრებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეუძლებელია.

    მაგალითისათვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბურღვით ხელოვნებას მხოლოდ თეორიულად სწავლობენ და პრაქტიკულ გამოცდილებას კი ვერ ღებულობენ :))))

  5. Mr. Nomad says:

    ანნა სგ, კარგი პოსტია.

    ამ ხალხს ერთი აქსიომა არ ესმით, ის რაც უფასოა, გრძელვადიან პერიოდში (5-10წ) ვერ იქნება ხარისხიანი. თუ ჩვენ გვინდა ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მხოლოდ დღეს და ხვალ გამოგვადგება და ზეგ დაგვირხევს, მაშინ ბოდიში და ყლეები ვართ 🙂

    ფასიანი განათლება კიდე იმას არ გულისხმობს რომ სახელმწიფო გრანტი არ იარსებებს. პირიქით, სახელმწიფოს შეეძლება სწავლა დაუფინანსოს სწორედ ნიჭიერ და გაჭირვებულ სტუდენტებს. ამიტომ ეს პრობლემა არ იქნება.

    ვაიმე ჭანკოტაძე რომელ საუკუნეში ცხოვრობ. გადახედე მსოფლიოს, განათლება საუკეთესო ბიზნესია და ყველაზე ხარისხიანიც. (დაგუგლე) განათლება ვერ იქნება საზოგადოებრივი პროდუქტი, რადგან ყველა ადამიანს არ შეუძლია თანაბრად ისარგებლოს ამ პროდუქტით (იმიტომ რომ ყველას თანაბრად კარგად არ შეუძლია აზროვნება). საზოგადოებრივი პროდუქტია მაგალითად გზა, მისით ყველა მოქალაქეს ერთნაირად შეუძლია ისარგებლოს.

  6. natia121 says:

    “ახლა ისევ ჩემი მოსაზრების განმტკიცებას დავუბრუნდები: რატომ არ უნდა იყოს უფასო სწავლა? უნივერსიტეტები არსებულ რაოდენობაზე ასჯერ მეტი იდიოტით გაივსება. დიახ, დიახ, უფასო დიპლომს დახამებული სტუდენტით” აბსურდია 🙂 ასე არ მოხდება,თუ მართლა გაუნათდა გონება და უფასო გახადა მაშინ პირიქით გაიზრდება კონკურენცია, უნეივერსიტეტი თავს დაიფასებს და 30 ქულიან სტუდენტებს აღარ მიიღებს, უნივერსიტეტს ავტომატურად გაეზრდება წონა, და უნივერსიტეტ დამთავრებული ვინმე რიგითი მოქალაქე აღარ იქნება, გახდება კონკურენტუნარიან. შთაბეჭდილება დამრჩა რომ მედლის ერთ მხარეზე ფიქრობდი, იმაზე კი არა რომ სახელმწიფო მასე მარტივად არ გასცემს გრამტებს და ჭეშმარიტად ღირსეულები იქნებიან უნივერსიტეტში:)

  7. Mr. Nomad says:

    ნათია ახლა თუ ხვდები რა დაწერე :დ უნივერსიტეტს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს ფულს სახელმწიფოსგან, რატომ უნდა გაეზარდოს მოტივაცია უკეთესი სტუდენტების მისაღებად, ვერ ვხვდები. თუ ფაქტები არ გაქვს, ლოგიკა მაინც მოიშველიე. პირიქით, როდესაც განათლებაა ფასიანი და უნივერსიტეტია კერძო მაშინ იღებს უნივერსიტეტი უკეთეს სტუდენტებს, რადგან კონკურენცია იზრდება. იქ სადაც პროდუქტი უფასოა, კონკურენცია ვერ იარსებებს. (ნათელი მაგალითები თავისუფალი უნივერსიტეტი და სხვა კერძოები).

    ინფორმაციისთვის: კონკურენცია წარმოიქმნება იქ, სადაც ყიდვა–გაყიდვაა. უფასო განათლება კი ყიდვა–გაყიდვა ვერ ქინება

  8. inkognito says:

    სწორია მთლად უფასო ვერ იქნება საქართველოში სწავლა, ამას უბრალოდ ვერ შეწვდება ჩვენი საცოდავი ბიუჯეტი..მაგრამ რომ იყოს ამით არა მგონია ბევრი დაშავდეს..გამოდის რომ ვისაც ფული არ აქვს ისინი არც არიან სწავლის ღირსები..ისწავლე და მოიპოვე გრანტიო რომ ამბობ..მაგასაც ფული უნდა..უმრავლესობა იმათი ვისაც გრანტი აქვს, ემზადებოდა რეპეტიტორებთან და ამისთვის სოლიდურ თანხასაც იხდიდა..ბევრი კი ამას ვერ ახერხებს..ნურც იმით მოვიტყუებთ თავს, თითქოს სკოლა იძლევა იმდენ განათლებას, რომ შემდეგ თავისუფლად აიღო გრანტი თუ მოინდომებ..

    ” საკუთარი თავებისთვის თავად იშრომეთ” დიდი სიამოვნებით ვიშრომებ სადაა თორე…

  9. მარი ! says:

    მართალი ხარ ანა .
    ძალიან ვღიზიანდები ყველაფერში მთავრობას,რომ ადანაშაულებენ…
    ხალხისთვის არ არის სააკაშვილიო :დ
    ხალხისთვის რანაირად იქნება,ბინას და მანქანას რანაირად გიყიდის, შენ თუ არ ისწავლე და შენი ფული თუ არ გექნა..
    მაგრამ რა თქმა უნდა მაშინ,როდესაც მისაღები გამოცდიდან მინიმალური ქულებით გამოდიან,იმას ხომ არ იტყვიან რომ არ ვიცოდი და იმიტომ ჩავიჭერიო,იმას იტყვიან ჩაწყობილი იყოო და ძალიან რთული ტესტები იყოო…
    ქართველები ვართ მაინც რა .
    აი,საღვარგარეთ ყველა სტუდენტი კი არა მოსწავლეებიც მუშაობენნ.ისინი იმაზე კი არ წუწუნებენ რატომ არის სასწავლებლები ფასიანიო და სიგარეტის ფულზე დედიკოს კი არ დაზდევენ,ისინი მუშაობონ და სწავლასაც თვითონ იფინანსებენ და ჯიბის ფულიც საკმარისად აქვთ .
    მაგრამ ეს ხომ საქართველოა,აქ შეგნების დონე აქამდე მაინც ვფიქრობ ,რომ კიდევ დიდი ხანი ვერ დავა და ყოველი ჩაჭრილი სტუდენტი მაინც მთავრობას და განათლების სისტემას დაადანაშაულების მის წარუმატებლობაში 😐

Comments are closed.