ევროპარკი ისევ ცუდია

გუშინ მე, ნათია და კნუტი ევროპარკში ვიყავით. დიახ, დიახ, სწორედ იმ ევროპარკში, ჰომოფობიაში შემჩნეული ადმინისტრაცია რომ ყავს.

მოკლედ, vovovo.ge-დან 40%-იანი ფასდაკლებით ჩეკები ვიყიდეთ და წავედით. მისულებს ძაალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა რიგში და გამიკვირდა, ჩეკის კოდების მოძებნას ხომ სულ რამდენიმე წამი უნდა ექსელში, ამხელა რიგი წესით არ უნდა იყოს-მეთქი ვიფიქრე. თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ევროპარკის სალაროში მჯდარი გოგონა ფურცელზე ამობეჭდილ სიებში ეძებდა სათითაოდ ჩეკებს და არადროს დამავიწყდება მისი გამწარებული და ანერვიულებული სახე.

არადა, გაცილებით მარტივი იქნებოდა ყველაფერი, თუ 1 ცალ კომპიუტერს დაუდგამდნენ სალაროში და ექსელის ფაილს გაუკეთებდნენ. მაგრამ არა. ქართული რიგები და ჩამორჩენილი მომსახურე პერსონალი არასდროს დაგვანებებს თავს! საბოლოოდ, 40 წუთიანი რიგის მერე ჩვენი დროც მოვიდა და სამი ჩეკის კოდს დაახლოებით ათი წუთი ეძებდა. ძებნის პარალელურად დაცვა “პრივილეგირებული” კლიენტების შემოწოდებულ ფულს შეაძლევდა ხოლმე და ისიც ურიგოდ აწვდიდა ბილეთებს.

მიხვდით ალბათ რისი თქმა მინდა: მოგი^%ანთ ადმინისტრაცია, თორემ რა დააშავა იმ გოგომ, რომელიც იხვეწებოდა, ექსელის ფაილი გაეკეთებინათ მისთვის.

თუმცა, შიგნით არც ისე ცუდი იყო, პირიქით, ძალიან კარგად გავერთე, ვისრიალე, ვიცურე, დავიწვი, ვიწივლე და ვიკივლე ატრაქციონებზე. 1-2 დღეში ქათქათა თეთრი აღარ ვიქნები და ძალიან მიხარია. ახლა უმადურივით გამომივიდა, კარგად გავერთე და მაინც ვწუწუნებ, მაგრამ მე კარგი მომსახურება მინდა, სალაროდან დაწყებული, უკანასკნელი ატრაქტიოცნით დამთავრებული და სულ არ მაინტერესებს მავანნი ამ პოსტს უმადურობაში თუ ჩამითვლიან.

იმედია, როცა კიდევ მივალ, კომპიუტერი დამხვდება სალაროში :დ

15 thoughts on “ევროპარკი ისევ ცუდია

  1. litterator says:

    სხვათაშორის “ჰომოფობიაში შემჩნეული ადმინისტრაცია ” ნოტარიუსად დაინიშნა ამ ცოტა ხნის წინ😀😀😀

  2. litterator says:

    სხვათაშორის “ჰომოფობიაში შემჩნეული ადმინისტრაცია” ნოტარიუსად დაინიშნა ამ ცოტა ხნის წინ😀😀😀

  3. karamelka says:

    ვაჰ, მინდა გითხრა რომ მეც ეგრეთი ვარ. რა ვქნა კარგს კი ვხედავ მაგარმ ცუდი უფრო მაწუხებს ხოლმე და რომ არ ვთქვა არ გამომდის:დ გამგებელი იყო ჩევნთან “მობრძანებული” და ხაალხი აქეთ მაჩუმებდა, რადა მათ სასარგებლოდ ვლაპარაკობდი:/

    კი გაუხდიათ 40 ლარი და რა გაუხდათ ერთი კომპიუტერი?!

  4. black says:

    მშვენიერი მოსატყნავი ყოფილა ეს კნუტი ლავგუდი❤

  5. Kate_AlukaЯD says:

    ყველზე ძროხებეეე :დდდდდ

    კიდევ კარგი არ წამოვედი თორემ ვიქნებოდი ახლა დაფუფქული და აწუწუნებული :დ

  6. mariam says:

    exelshi rom kodebi ar iyo eg vovovo.ge-s damsaxurebaa imitom rom dro da dro amatebda kodebs da araorganizirebulad iyo eg aqcia saertod.tanac eg aqciis pirveli dge iyo..axla ukve exelshia.rac sheexeba ‘privilegirebul’ stumrebs eg xalxi vovovo.ge-s gareshe iyo, ixdida 40 lars da ar uwevda rigshi dgoma da imitom vatarebdit urigod. :))) da kompiuteri dgas salaroshi. ase rom bodishs gixdi tu tvalebi ver gaaxile :))) imis gamo rom sul ragac 16 lari dazoge siamovnebistvis modi ar ginda aseti ragaceebis wera, mit umetes rom mshvenivrad gaerte turme. p.s da ar dagaviwydes es saqartveloa da ara germania, ise wuwuneb gegoneba sadme naxe srulyofili momsaxureba da es shemtxveva pirveli iyo😉

  7. anna says:

    ჰო, ვოვოვო კოდებს ამატებდა, იმას აპრინტერებდით და შემოგქონდათ მოლარესთან? 40 წუთის განმავლობაში მსგავსი არაფერი დამინახავს. ასეც რომ ყოფილიყო მაგის ჩამატება ექსელშიც ძალიან მარტივი იყო..
    რაც შეეხება იმას რომ საქართველოა და ბლა ბლა ბლა, “საქართველო” კიდევ დიდხანს იქნება თქვენნაირების ხელში, რომლების ერთადერთი არგუმენტი თუ არ მოგწონს სხვაგან წადია:/ ფუფ

  8. Kate says:

    “თუ არ მოგწონს სხვაგან წადი” – ყველაზე იდიოტური არგუმენტი, ალოგიკური და დაკომპლექსებული ხალხის მოგონილი.

    “bodishs gixdi tu tvalebi ver gaaxile ” – ეს რა ლაპარაკია??? ან ზრდილობა, ან კულტურა, ან ეტიკეტი, ან ეთიკა. არაფერი არ არსებობს???

    “ar dagaviwydes es saqartveloa da ara germania” – ა, ანუ საშინელი მომსახურება უნდა იყოს???

    “gegoneba sadme naxe srulyofili momsaxureba da es shemtxveva pirveli iyo” – აჰა, გასაგებია. ანუ აწი მეცოდინება,რომ თქვენთან საშინელი მომსახურებაა და ეს პირველი კი არა, მუდმივი შემთხვევაა.

Comments are closed.