რას წერენ ნორჩი ბლოგერები

არქივს გადავხედე და ზუსტად 21 თვეს ითვლის ჩემი ბლოგი თავის არსებობის დაწყებიდან. ამ დროის განმავლობაში და მანამდეც ძალიან ბევრი ბლოგი შემომეკითხა, რომელთაგან რამდენიმეს ახლაც ვკითხულობ ხოლმე, თუმცა, ძალიან მწყდება გული, როცა რიდერში ჩაყრილ ბლოგებს ვათვალიერებ და ადრე აქტიური და კარგი ბლოგერები აღარ, ან ძალიან ცოტას წერენ. ამის მიუხედავად, მე მაინც ერთგულ მკითხველად დავრჩი. მაინც ველოდები როდის რას დაწერენ.

მას შემდეგ, რაც საყვარელი ბლოგები გავიჩინე, ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი ახალი ბლოგი გაჩნდა. ბლოგერების რამდენიმე ჯგუფში ყოფნა და wordpress-ის dashboard-ი მაძლევს იმის საშუალებას, საინტერესო სახელის შემთხვევაში ლინკზე გადავიდე და ვნახო რას წერენ ახალი ავტორები.
 
რამდენიმეთვიანი დაკვირვება მაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად ვთქვა: ძაალიან, ძაალიან ბევრი ბლოგერი წერს ზოგადად სექსებზე, ლესბოსურ სექსებზე, თუ გეი სექსებზე. საქმე იმაში კი არაა, რომ აღშფოთებული ვარ, ვაიმე რაზე წერენ, არამედ იმაში, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, რაზე წერს. მაგალითისთვის ავიღოთ ეს პოსტი. პოსტის ავტორი ბავშვია, რომელსაც ჩემი ღრმა რწმენით, სექსზე ჯერ წარმოდგენაც არ აქვს. თუნდაც ვცდებოდე ამაში, ფაქტია, ლესბოსურ გრძნობებზე არ გაეგება არაფერი, საკუთარი ჰეტეროსექსუალობის აღიარებიდან გამომდინარე. მეკი ვფიქრობ, როცა რამე არ გაგეგება, მით უმეტეს სექსებე, ამ თემაზე წერას თავი უნდა დაანებო. მანამდე მაინც, ვიდრე რეალურად არ დაკავდები სექსით.

ისე, ყველაზე ზემოთხსენებულ პოსტში ამ ფრაზამ “მომხიბლა” : “- ვაი შენს მტყვნელს…ერთხელ კი გავიფიქრე მაგრამ გულში ჩამეცინა და გავატარე ჩვეუი ირონიით”

ახლა მეორე ბლოგი. ამჯერად ავტორი გეი ბიჭის ისტორიას ყვება. სიმართლე გითხრათ, პოსტი ბოლომდე არც წამიკითხავს და არც ავტორის ორიენტაციის გარკვევა მიცდია. დანარჩენ პოსტის სახელებს გადავხედე და რა დამხვდა: გაუპატიურება, ჩამოკვრა, გათავება, ბლა ბლა ბლა…

დაფაქ?

აი ჩემს “ახალგაზრდობაში” ყველაფერი სხვანაირად იყო. მაშინ ანინა წერდა სექსზე-ც. მერე ყველა უნიჭოდ გაანინდა.  რაც ყველაზე ცუდია, 14-15-16 წლის ბავშვები, რომლებსაც ოდნავი წარმოდგენა არ აქვთ როგორია სინამდვილეში მათ მიერ აღწერილი ვნებიანობები. მეკი ძველი, საინტერესო ბლოგები მომენატრა, თემატური, პირადი, სულ ერთია, მთავარია რეალური იყოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მოზარდები პორნოსაიტებზე ქექვის მეტს არაფერს აკეთებენ და მერე ცდილობენ იქ ნანახ პოზებს ხორცი შეასხან პოსტებში. იშვიათად მხვდება ე.წ “უმანკო” ბლოგები, სადაც ბავშვები თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებაზე და თავგადასავლებზე წერენ.

ეს ყველაფერი კი რაზეც ამდენი ვილაპარაკე, უბრალოდ დებილობაა.

დაკავდით სექსით და წერეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ მერე არამგონია სექსზე წერა და ლაპარაკი მოგინდეთ.

მოკლედ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, სიყვარულით თქვენი ანნა 🙂

31 thoughts on “რას წერენ ნორჩი ბლოგერები

  1. Kate_AlukaЯD ამბობს:

    კრისტალს ბაზრობს ეს გოგო…
    ბლიად 14 წლის იდეაში ბავშვი ხარ და შეირგე რა ://// ჩემ ახალგაზრდობაში ადამიანები რომ ანძრევდნენ ბლოგზე არ წერდნენ არც ფბზე სტატუსებად :დ იმიტომ რომ ხვდებოდნენ არავის აინტერესებდა :დ ახლა რა ეტაკათ ვერ ვხდები ://///

    • kevana ამბობს:

      ორივეს +1, ანნასაც და შენც ქეით

      თუმცა ეგ ბალღები წერენ იმიტომ, რომ ჰგონიათ ასე უფრო მაგრები (ა.კ.ა ქუულ) იქნებიან. იმედია ასაკობრივია და მერე გაუვლით, მაინცდამაინც სასიამოვნო არაა ერთ დონეზე ჩარჩენა

  2. MrsMarch ამბობს:

    ეს პოსტები არ მქონდა ნანახი და მადლობა, გავერთობი:დ

    “გაანინებას” რაც შეეხება, ამაში ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ “სექსი” ყველაზე კარგად იყიდება, შესაბამისად თუ ვინმე სექსზე წერს საერთოდ არ ნიშნავს რომ ანინას ბაძავს, ის კი არა, არამგონია მათ უმრავლესობას ანინას პოსტები წაკითხული ჰქონდეს, თორემ ცოტათი მიბაძავდნენ და უკეთესი გამოუვიდოდათ: ) ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ ხშირად მომხვედრია ყურში “სექსი”-სა და “ანინა”-ს გაიგივება პოსტებთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ რაღაც კუთხით არასწორია, ეს ისეთი თემაა, ლიცენზირებულად ვინმე ავტორისთვის მიკუთვნება არასწორია:/

    • niksologi ამბობს:

      ”არამგონია მათ უმრავლესობას ანინას პოსტები წაკითხული ჰქონდეს, თორემ ცოტათი მიბაძავდნენ და უკეთესი გამოუვიდოდათ”
      – ძალიან ცუდი აზრია ეს, ძალიან 🙂

      • MrsMarch ამბობს:

        როცა ამბობ, რომ ცუდი აზრია, უნდა დაკონკრეტდე, ახსნა, რატომ აკეთებ უხეშ შეფასებას. ისე კი სარკაზმთან ძალიან ცუდად ხარ, ძალიან. 3:)

      • MrsMarch ამბობს:

        როდესაც აზრს გამოთქვამ, მით უმეტეს უხეშს, უნდა დაასაბუთო ან ელემენტარული “იმიტომ, რომ…” დაურთო. ეს ისე.
        აზრს რაც შეეხება, შენ ძალიან ცუდად ხარ სარკაზმთან, ძა-ლი-ან 3:)

      • niksologi ამბობს:

        უხეშად შენ მოგხვდა ეგ 😉

        სექსზე მწერალთა საზომი – ანინა 😀
        ძალიან მაგარია 😀

        სარკაზმი – ამით თუ ”გააპრავებ” შენ აზრს თორე შენ თვითონაც მიხვდი რო ”შტო ტა ნიტო” 😉

  3. teennewson ამბობს:

    გაიხარე, ამ პოსტის გამო. )) სექსზე სექსის გამო კი არა, იდოტური მიზნების განსახორციელბლად წერენ. ერთგვარი დამატებით საშუალებად იქცა სექსუალური დაუკმაყოფილების ან მოუმწიფელობის შევსებისა. რა თქმა უნდა ყველას არ ეხება.

  4. meinher ამბობს:

    ჩემს კომენტარს რომ კუდები არ მოყვეს, თავიდანვე ვიტყვი, რომ გეი ვარ :)) .
    ჰო, პოსტს რაც შეეხება:
    ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ აქტიური ბლოგერი და ბლოგერობაც სულ ახალხანს დავიწყე, მაინც მაქვს ერთი პოსტი სექსზე_გეი სექსზე. ჩანახატია და არაფერი გასაოცარი, უჩვეულო და არარეალური იქ არ წერია. გარდა ამისა, ჩემი ბოლო პოსტი ლესბოსურ სიყვარულს ეძღვნება და იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცი ვარ და მამაკცებთან ვწევარ, კი მოვაბი თავი ამ პოსტის დაწერას და არც მასში არ არის რამე არარეალური.
    მიჭირს ვაკრიტიკო ეს ბავშები, თუ თინეიჯერები, რომლებიც სექსზე წერენ და რაღაც მომენტში ეს კრიტიკაც მაღიზიანებს. იმიტომ, რომ დაიწყეს ბლოგერობა და რა ნახეს? ნახეს, რომ ყველაზე მეტი ნახვა, მოწონება და კომენტარი ჰქონდათ ისეთ პოსტებს, რომლებიც სექსის თემატიკაზე იწერებოდა. ადგნენ ესენიც და იფიქრეს, რა უნდა იმის დაწერას, ვინ ვის სად რას ურჭობსო და დაწერეს. მერე აღმოაჩინეს, რომ გეი და ლესბი სექსი უფრო აქტუალური და სკანდალური იყო. ახლა დაიწყეს ასეთ სექსზე წერა.
    პ.ს. ეჭვი მაქვს, იმ დროს ანინა რომ სექსზე წერდა, რეალურად სექსით არ კავდებოდა. 🙂

  5. agatha ამბობს:

    ჯერ მარტო ბლოგის დიზაინმა მომკლა ^^
    ანინა თუ წერდა, ასე ნამდვულად არ წერდა :შ

  6. Dv0rsky ამბობს:

    ესეც მაგარი აქვს ავტორს:
    “ტანში მთლიანად რაღაც უცხო სხეულმა გაირა ალბათ ის ჩემი ნორმალური მეორე ”მე” იყო ასე დამტოვა მარტო.”

  7. Nann ამბობს:

    ყოველთვის, როდესაც ასეთ პოსტებს ვკითხულობ, შიშით გადავავლებ ხოლმე თვალს ჩემს ბლოგს და ვფიქრობ, მე როგორ გამლანძღავდნენ :დ

    “ლესბოსური სექსი! ანუ ნამდვილი გრძნობა!” გუშინ წავიკითხე, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაღიზიანა მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ორიენტაციის ადამიანს მხარს ვუჭერ და მივესალმები. წაკითხული მაქვს ანინას ყველა პოსტი, მაგრამ არც ერთს არ გავუღიზიანებივარ. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული პოსტის ავტორი ვერ წერს ისე, როგორც საჭიროა. არაა საჭირო ყველაფერზე (უხარისხოდ) წერო მხოლოდ და მხოლოდ პოპულარობის გამო. და თუ ეს დაწერა, საკუთარ ორიენატაციაზე განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. ასე მეგონა, სინამდვილეში ჰომოფობი იყო.

  8. tami ამბობს:

    ეს მარგალიტეები ამ პოსტის წაკითხვამდე ვნახე, ვიფიქრე ჩემი მხრიდან ულამაზო იქნებოდა იმის დაწერა, რაც შენ ესე მშვენივრად გამოგივიდა.

  9. Salome ამბობს:

    ეჰჰ მართალი ხარ მართალი..
    გამონაკლისებიც არიან საბედნიეროდ.. და ეს გამონაკლისები უფრო ბევრნი არიან მგონი. არა ?

  10. niksologi ამბობს:

    @MrsMarch, უხეშად შენ მოგხვდა ეგ, თორე უწყინარი აზრია 😉

    სექსზე მწერალთა საზომი – ანინა 😀
    ძალიან მაგარია 😀

    სარლაზმი – ამით თუ ”გააპრავებ” შენ ნათქვამს თორე, თვითონაც ხვდები რო ”შტოტა ნიტო” 😀

  11. ჭინკა ამბობს:

    ანნა გეთანხმები სრულიად. : )
    ეს ბავშვი აღიარებს იმას, რომ მისი მიზანი სკანდალური ბლოგი იყო და ახლა სრულიად ბედნიერია იმით, რომ მიზანს მიაღწია. 🙂

  12. natia121 ამბობს:

    99 ფრანკი, რომ წავიკითხე თავიდან არ მომეწონასავით, მაგრამ ნელ-ნელა უკეთესად ვიგებ და დაგვიანებულად მის ლიტერატურულ ღირებულებასაც ვხვდები, რეკლამის და პიარის ნაყოფია ის რაც შენ პრობლემად მიგაჩნია, მეორეს მხრივ იმის ბრალიცაა რომ “ვითომ თავისუფლების” მაძიებლები არიან, თავისუფლების რომელსაც ხშირად ნაგავშიც კი ეძებენ:)

  13. მარი ! ამბობს:

    მოგესალმებით !
    მე ვარ მარი მგალობლიშვილი ვარ 14წლის (თითქმის 15-ის ) . მე წელიწად ნახევარია ბლოგი მაქვს და მე არ ვწერ სექსზე!!! 🙂 🙂 🙂
    ანა, თუ მართლა მოგენატრა ისეთი პოსტები როგორიც ზემოთ მოიხსენიე,შემომიარე ❤

    • anna ამბობს:

      მარი, კომენტარების დატოვება და ა.შ მეზარება ხოლმე ბლოგზე შესვლის საიდენტიფიკაციოდ მაგრამ შენი ბლოგიც ვიცი და ბევრი ბევრი ბლოგები კიდევ.ვკითხულობ ხოლმე ზოგჯერ

  14. ნათიკო =) ამბობს:

    ანნა, რამდენი ხანია შენს ბლოგს ვკითხულობ, მაგრამ რატომღაც კომენტარი არ დამიწერია ჯერ. ყოველ დღე შემოვდივარ შენს ბლოგზე, მიყვარს აქ ყოფნა. ძალიან, ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ და არაჩვეულებრივად წერ! თუ დღეის მერე ხშირად არ იხილავ ჩემს კომენტარს, მაინც იცოდე რომ მე შენს ყველა პოსტს ვკითხულობ და ყველა ძალიან მომწონს! ♥

  15. ❥ Natsy ამბობს:

    გეთანხმები ანნა, გეთანხმები,და კიდევ ერთხელ გეთანხმები. 14 წლის ვარ და მსგავს საკიტხებში ჯერ გამოუცდელი,ამიტ ომაც არ ვწერ სექსზე. რომ მექნება შესაბამისი ასაკი, და მივიღებ შესაბამის ცოდნას, მაშინ დავსპოსტავ 🙂

  16. ivy garber ამბობს:

    ჯერ სექსზე არ დამიწერია … რაც შეეხება იზის და ნიკას პოსტს..ნიკას ამბავს მთელი ქართული ბლოგ სამყარო განიხილავს და უფროსები ადვილად მიხვდებით რომ ეს მხოლოდ მარკეტინგია : )) ადვილად მოიზიდი მკითხველი… ხოლო ამ ბავშვებს კარგა ხანი თეორილი “სექსის” გარდა მეტი არაფერი ექნებათ :დ

  17. ivy garber ამბობს:

    თან კიდევ … ასაკით ნუ განსაზღვრავთ რადგან 14 წლის “ბავშვები” ისეთებს აკეთებენ არც დაგესიზმრებათ უფროსებს… ბისექსუალობა და ვითომ ტენდენციურობა და “სექსიზმი” დღეს უკვე მოდაა სამწუხაროდ 😐

დისკუსია დახურულია.