my wedding

ბავშვობაში, როცა უფროსები მეხუმრებოდნენ, ანა დიდი გოგო ხარ, არ თხოვდები? ყოველთვის დაჟინებულ არას ვპასუხობდი თანდართული არასდროს-ით. მართლა მეგონა რომ არასდროს გავთხოვდებოდი, არ გავიკეთებდი საქორწინო ბეჭედს და ოფიციალური დოკუმენტი არ იარსებებდა იმის შესახებ, რომ გათხოვილი ვარ.

ჰო, სულ რამდენიმე კვირაში ქორწილი მაქვს. არა ჯვრისწერით და ათასგვარი დავიდარაბით, როგორც ხდება ხოლმე, არამედ პატარა ცერემონიალით. ხელს მოვაწერთ და ცოლის სტატუსი ოფიციალურად მომენიჭება.

ჩემი ბეჭედი უკვე მზადაა. მივეჩვიე, ცოტა გამიჭირდა ხელზე რაღაც ახალი სხეულის აღქმა, მით უმეტეს არასდროს მკეთებია ბეჭედი, არც ერთ თითზე. ველოდები ყვავას ბეჭდის დამზადებას ❤

კაბა გამოვიწერე. მართალია ამაყად არ ვუშვებდი აქამდე ჩემი გათხოვების შესაძლებლობას, მაგრამ გულის სიღრმეში, თუ ეს მოხდებოდა, წარმოდგენილი მქონდა როგორ კაბას ჩავიცვამდი. ამიტომაც შავ-თეთრ მინი კაბაში ვიქნები გამოწყობილი, სურვილისამებრ.  ფოტოს არ დავდებ, დაე მაინც სიურპრიზად დარჩეს ჯერ.

სამწუხაროდ არ მაქვს ფეხსაცმელი და ყიდვას არც ვჩქარობ. ის ვიცი, რომ არ მინდა ჩვეულებრივი თეთრი, საქორწინო ფეხსაცმლის ჩაცმა.

ალბათ უინტერესო იქნება იმ დეტალების მოყოლა, რაც ასეთ ცერემონიებს ახლავს ხოლმე თან, ამიტომ გამოვტოვებ.

იმას ვამბობდი, რომ კატეგორიულად უარს ვამბობდი-მეთქი გათხოვებაზე. იმიტომ, რომ მეშინოდა უარესობისკენ ცვლილების, მეშინოდა არ დავმსგავსებოდი იმ ქალებს, თვალებამოღამებულები, უმისამართო მზერით რომ დადიან ხოლმე.

მიუხედავად ჩემი შიშების თუ სიფრთხილისა, არადროს მითქვამს უარი ურთიერთობების დაწყებისას. არც გაგრძელების შემშინებია  და აჰა, შედეგი.

ვერ ვიტყვი იმას, რასაც ასეთ შემთხვევებში ამბობენ: რომ ჩვენმა ურთიერთობამ ათას დაბრკოლებას გაუძლო და ა.შ. 10 თვისთავზეც ყველაფერი ისევ ისე დაუბრკოლებლად და  ბედნიერადაა, როგორც დასაწყისში, “შეყვარებულები” რომ გვერქვა. ქორწინებაზეც ზუსტად იმიტომ დავთანხმდი დაუფიქრებლად, რომ ვიცი, შემდეგაც ყველაფერი ისევ ძველებურად გაგრძელდება, ისევ ისეთი ლაღი და თავისუფალი ვიქნები, როგორც მანამდე. უბრალოდ ახლა თითზე ბეჭედი მიკეთია, ცოტა ხანში კი ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი მექნება ხელთ.

მოკლედ, მისურვეთ წარმატებები, მე კი ჩემსავით ბედნიერებას გისურვებთ სანაცვლოდ ^^

39 thoughts on “my wedding

  1. Unnamed ამბობს:

    სგ სგ კიდე გათხოვდი და HD-ის დადება არ დაგავიწყდეს ხო იცი რისიც 😉

    • anna ამბობს:

      სრულიად მყოფნის ერთხელ გათხოვება :დ
      მადლობა კეთილი რჩევებისთვის :დ

  2. kakato ამბობს:

    ანნა, ბანალური ვიქნები და ბედნიერებას გისურვებ! ❤

  3. ნასტასია ამბობს:

    ბევრი და ხანგრძლივი ბედნიერება თქვენ ❤

    მე კიდე სულ მგონია რო ეგეთი ამბები მარტო კონკრეტულ 2 ადამიანს ეხება და ვინმეები მაინც რო ყვებით ხოლმე, მიხარია, რო ყველას ჩემსავით არ გონია :დ

  4. akunkula ამბობს:

    წარმატებები :))
    იმედია 10 წლის თავზეც ასეთ ოპტიმისტურ პოსტს წავიკითხავ ❤
    მიხარიხართ :)))

  5. niniTo ამბობს:

    რაღაცნაირად გამიხარდა
    ბედნიერებას გისურვებ, ანნა 🙂

  6. Dv0rsky ამბობს:

    ვააა, მოსალოცი ამბავია! ბედნიერებას გისურვებთ ორივეს! 🙂

  7. Mari ამბობს:

    მგონი შენ ერთადერთი ხარ ჩემს ნაცნობ გათხოვილებს შორის, რომელმაც “მუტაცია” არ განიცადე. იმედია ოფიციალურად გათხოვების მერეც არ გადაიქცევი რამედ 😀
    ჰოდა შენი ქორწილის კაბა მგონი მივხვდი რომელიცაა :მჩხიბავი:

  8. litterator ამბობს:

    მაგარია, გილოცავთ ❤
    საინტერესო წყვილი ხართ, საინტერესო ურთიერთობა გაქვთ და საინტერესოდ დაგვირგვინდა COOOL

    p.s. ქორწილის სურათებიც დაიდოს :*
    p.p.s. ყვავამ ფრაკი ხომ არ შეუკვეთა? 😀

  9. TFromJungle ამბობს:

    მარადიულ ბედნიერებას გისურვებთ ორივეს, ჩემთან გამო :@:@:@@:

  10. Kate_AlukaЯD ამბობს:

    ჩემი ბავშვი მომესწრო :თვალეზეცრემლი: :*:*:*:*:*:*:*
    ბედნიერი იქნები ძროხ!!!! ❤

  11. ketusi.com ამბობს:

    სანამ ძლიერად არ სეგიყვარდება,წარმოდგენა არ გაქვს რა არის ქორწინება და ამაზე არ ფიქრონ.აი როდესაც შეხვდები ‘საჭირო” ადამიანს,რომელსაც თავს ბედნიერად გრძნობ,რომ ამ ბედნიერების გაგგრზელების ბუნებრივი ფაზაა ქორწინება და ეს ქორწინება უკვე ნეგატიური რამ არ არის შენთვის.მიხარია,რომ ბედნიერი ხარ და ოჯახს ქმნი,გისურვებთ მუდმოვად ბედნიერი ცოლი ყოფილიყავი.ისე, ჯვრისწერასაც თავისი ხიბლი აქვს და მე პირადად ჯვრისწერა უფრო სასიამოვნოდ დამამახსოვრდა,ვიდრე ხელის მოწერა 🙂

  12. ჭინკ ამბობს:

    გილოცავ ანნა ❤ ❤ ❤ და გისურვებ რომ ყველაფერი ასე გაგრძელდეს ან მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვალოს.

  13. Ti_ko ამბობს:

    გილოცავ და დიდ ბედნიერებას გისურვებ :)))

    • anna ამბობს:

      178.134.153.61 ორივეს ერთი აიპი რატომ გაქვთ, საკუტარ ტავს ელაპარაკებით?;დ

  14. tsotnee ამბობს:

    ისა! აი მისწორდება რომ ვხედავ ადმაიანებს რომლებსაც ქორწილი ზედმეტი ფოე-ფოეების გარეშე ექნებათ. 😉 წარმატებები და ბედნიერება! 🙂

  15. bushka ამბობს:

    ვუააააააჰჰჰჰ, გილოცავ, ბედნიერებას გისურვებთ ❤ ❤

  16. Marie ამბობს:

    ჩემ ბლოგზე ექსკლუზივი რომ ვიყიდო რამდენი დამიჯდება? :ჰოლივუდურიღიმილი:

  17. karamelka ამბობს:

    ძალიან მაგარია! გილოცავ და ასე ბედნიერი იყავი სულ :ბანალურიტექსტებეე: <3<3

    არ გიცნობ პირადად მაგრამ, რომ თქვი ვთხოვდებიო, რაღაცნაირად გული დამწყდა, ახლობელი რომ გითოვდება და თითქოს შენგან რომ მიდის ეგეთი გრძნობა მქონდა. ნუ ვისაც გამოუცდია მიხვდება რაზეც ვამბობ. მოკლედ, ბედნერად :**

Comments are closed.