კარგი ივენთის კრიტერიუმები

როცა სიტყვა “ივენთი” მესმის, არც ისე კარგი სიტუაცია წარმომიდგება ხოლმე თვალწინ. ძალიან ბევრ კარგად გაპიარებულ ივენთს გაუცრუებია ხოლმე ჩემთვის იმედი და შესაბამისად ყოველ შემდეგზე სკეპტიკურად განწყობილი მივდივარ, იმ იმედით რომ ძალიან ცუდიც არ იქნება..

მე მაქვს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც ვაფასებ ხოლმე ამ “ივენთებს”

  • კარგი ორგანიზება
  • კარგი ადგილი
  • სასიამოვნო საკვები (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში)
  • კარგი მუსიკა( ასევე აუცილებლობის შემთხვევაში)
  • სასმელი
  • თამაშები, პრიზები (სასურველია)

სულ რამდენიმე კარგი საღამო მახსოვს, რომლებმაც ჩემს მკაცრ შეფასებას გაუძლეს. ერთ-ერთი ასეთი, შარშანდელი კარაოკე ფართი იყო, ამიტომ როცა ჩემმა მეგობარმა ზურიუსმა studio5-ში, Efes karaoke farty-ზე მიმიწვია, სიხარულით დავთანხმდი დ არ შევუშინებივარ იმას, რომ არც ისე კარგი მუსიკალური მონაცემები მაქვს.  ბოლოსდაბოლოს, შემეძლო ლუდით, მუსიკის მოსმენით და გემრიელობების ჭამით შემოვფარგლულიყავი, თუმცა everything went better, than expected😀

რა მოხდა ამ ივენთზე, მოკლედ მოგიყვებით:

  • მისულებს სახელობითი მაისურები და ლუდები მოგვართვეს
  • ძალიან ბევრი ვიმღერეთ! ვიმეორებ, ვიმღერეთ და არა იმღერეს!
  • ბევრი ვითამაშეთ
  • ბევრი ვიცეკვეთ
  • ბევრი ვჭამეთ
  • და ბევრი დავლიეთ

მეტი სიცხადისთვის იხილეთ ფოტოგალერეა:

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კინაღამ დამავიწყდა. კარგია, როცა ყველაფერი კარგადაა და ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ხოლმე ზემოთხსენებული ივენთები, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ცუდი ივენთიც კი შეიძლება კარგად დამთავრდეს, თუ ბევრ მეგობართან ერთად წახვალ იქ ^^

როგორც წესი, როცა ჩემს თავს რამე კარგი ხდება, დიდხანს მახსოვს და შემდეგ ვნატრობ, როდის მოხდება კიდევ რამე “ისეთი”. ახლა ველოდები როდის იქნება ეფესის კარაოკე ფართისმსგავსი კარგი ივენთი😀

2 thoughts on “კარგი ივენთის კრიტერიუმები

  1. siyvarulovna says:

    ჰუჰ, ნამდვილად კარგი იყო❤ ძალიან კარგი ივენთი და საღამო და ყველაფერი კარგი იყო❤ რც კარგია კარგია ^^

  2. Jason Evans says:

    მომწონს შენი კრიტერიუმების ჩამონათვალი, როცა წავიკითხხე მაშინვე ის გავიფიქრე : “კი მაგრამ კარგი მეგობრების გარშემო ყოფნა არ უნდათქო!” და კომენტარის სახით მაგის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ გაცდის ვინმე? ბოლოში მაინც მიგიწერავს :დდ

Comments are closed.