სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის

რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი ორი მეგობარი ვმსჯელობდით, რატომაა მნიშვნელოვანი, უცხოეთში გამგზავრებისას დაზღვევა.

  • იმიტომ, რომ დაზღვევის გარეშე არ გიშვებენ
  • შესაძლოა, მართლაც დაგემართოს რამე და დაზღვევის გარეშე ამ გაუთვალისწინებელ “რამეებთან” გამკლავება რთულია.

საქართველოში რამდენიმე სადაზღვეო კომპანიაა, რომელთაგან ზოგი ძალიან იაფია, ზოგიც – ძვირი, თუმცა კარგი მომსახურებით. ამ უკანასკნელ კატეგორიას ალდაგი განეკუთვნება, თურმე.

– ანა უცხოეთში წასვლას ხომ არ აპირებ? – ეცინება მეგობარს – რად გინდა დაზღვევა, სჯობს ალდაგის ვაკანსიებს გადახედო.

ამის შემდეგ კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ დაზღვევაზეც, დასაქმებაზეც და დავრწმუნდი, რომ ზოგადად დაზღვევა ამ ეტაპზე ჩემთვის საინტერესო სფერო არ არის, უცხოეთში არ მივდივარ და საბედნიეროდ, არც ძვირადღირებულმკურნალობას ვსაჭიროებ, ამიტომ სახლში მისვლისას ისევ  ვაკანსიების ვიჯეტი გავხსენი:

ამჟამად, ორ პოზიციაზე აქვთ ვაკანსია: სამედიცინო სატელეფონო ქსელის ოპერატორი და სადაზღვეო აგენტი. როგორც წესი, ალდაგის ვაკანსიებზე  18-25 წლამდე სტუდენტები საქმდებიან ხოლმე და 19 წლისას, 2010 წელს, ანუ სააგენტო ქსელის დაარსებიდან  მქონია შანსი, ალდაგში მემუშავა.

კარგია, რომ თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ არც ბათუმსა და ქუთაისში “დავიჩაგრებოდი” ვაკანსიის ადგილმდებარეობის არახელსაყრელობის გამო და დიდი შანსი მექნებოდა, 690 დატრეინინგებულ აგენტს შორის ვყოფილიყავი. შესაძლოა, დაწინაურებისა და პრემიისთვისაც გამომეკრა ხელი. ესეც რომ არ ყოფილიყო, 400 ლარიც სრულიად დამაკმაყოფილებდა, მით უმეტეს, თუ ამ თანხის გაზრდა 800 ლარამდე ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული.

ისე, წარსულ დროში რატომ ვლაპარაკობ, მუშაობის დაწყების შანსი ყოველთვის მაქვს. ჰოდა დავფიქრდი.. გამოგიტყდებით და გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ ვაკანსიაში მითითებული იყო : სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. ძალიან არ მიყვარს, როცა ყველაზე უბადრუკი და დაბალანაზღაურებადი ვაკანსიაც კი ჩემგან სამუშაო გამოცდილებას და არაადამიანურ შესაძლებლობებს ითხოვს, აქ კი პირიქით.

ფიქრი შევწყვიტე და CV-გავაგზავნე.

3 thoughts on “სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის

დისკუსია დახურულია.