!

სიყვარულოვნას ბლოგი

როდესაც ელვის ამერიქან დაინერს შევამჩნიე რომ “ეს ის თამრო აღარ იყო” მოვუკელი იქ სიარულს. მაგრამ, მაინც მიჩნდება სურვილი შევიდე და გადავამოწმო, იქნება და რამე შეიცვალა, მაგრამ ამაოდ.

დღეს მეგობართან ერთად ბევრი ვიარე და დაღლილზე სად შეიძლებოდა დაგვესვენა და წავხემსებულიყავით ელვისი გამახსენდა (ძველი ჩვევაა). რადგანაც ზემოთხსენებული მეგობარი შარშან, ზუსტად ამ დღეს იქ გავიცანი, გადავწყვიტეთ გეზი ფილარმონიისკენ აგვეღო და ჩემი პირობა, რომ ელვის სათოფეზეც არ გავეკარები დავარღვიე.

როგორც ჩანს ელვისის ერთ-ერთ მიმტანს, კერძოდ ვინმე ალეკოს (დღეს გავიგე მისი სახელი) ანნას პოსტი უნახავს და მის სიუხეშეს და სითავხედეს საზღვარი არ ჰქონდა. მოგეხსენებათ როდესაც რამდენიმე საათი იქ ხარ საფერფლე ნელ-ნელა ივსება. ზემოთხსენებულ მიმტანს ვთხოვე გამოეცვალა და ზურგი შემაქცია და წავიდა. პირველად მაშინ გავოგნდი, თუმცა როდესაც დაბრუნდა მითხრა, ჯერ ფოტო გადაუღე და მერე გამოგიცვლიო. სწორედ მისი ამ ფრაზით მივხვდი, რომ იგი ანას პოსტში ნახსენებმა ძირს დაგდებული პიცის ნაჭრის ფოტომ და ხაზგასმამ, რომ მიმტანები და იქ მომსახურე პერსონალი თავის საქმეს ჯეროვნად ვერ აკსრულებს გაუღიზიანებია და საშინელი…

View original post 194 more words

3 thoughts on “

დისკუსია დახურულია.