როგორ გავხდი შოპოჰოლიკი

გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი რომ თბილისში ტანსაცმლის ყიდვა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ბევრი ტანსაცმლის. სამწუხაროდ არ მაქვს ბევრი ფული რომ რივერაილენდი და მისთანები დავლაშქრო და სასწრაფოდ ვიპოვნე გამოსავალი ონლაინშოპინგის სახით.

უამრავი საიტის გადაქექვის შემდეგ, რამდენიმე მათგანი ამოვიჩემე და ვიცი, ყოველთვის ამოვარჩევ სასურველ ტანსაცმელს, ტექნიკას თუ სამკაულს:

amazon.com-ზე ტანსაცმლის და ფეხსაცმლის (ჩემი აზრით) არც ისე კარგი არჩევანია, თუმცა იდეალურია ტექნიკის მოყვარულებისთვის. ჩემი mp3, რომელიც უკვე გზაშია, ამაზონზე გამოვიწერე სულ რაღაც 29 დოლარად.

urbanog.com ფეხსაცმელების სამოთხეა, ძალიან ლამაზი რამეებია და არც ისე ძვირი ღირს. მგონი ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. აი ჩემი, ასევე გზადმყოფი ფეხსაცმელები, თუ სწორად მახსოვს, 24 დოლარად:


forever21.com : კაბები, ჯინსები, მაისურები, ჯემპრები , შორტები შეგიძლიათ აქედან გამოიწეროთ. არასდროს მიცდია make.up აღჭურვილობა , თუმცა რესურსი არის😀 სამაგიეროდ ეს 4 ცალი მშვენიერი კაბა 76 დოლარი მიჯდება და წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ფული დამეხარჯებოდა ამათთვის აქ!

მოკლედ, ამ სამი საიტის თვალიერებით და სამომავლო გეგმების დაწყობით ძალიან ვხალისობ ხოლმე.

ისე, ჩემი უუსაყვარლესი საიტი victoriassecret.com არის, თუმცა იქ შეხედვაც არ მინდა, ნერვები მეშლება და მილიონში ერთხელ, როცა არაფრის ყიდვა აღარ მინდა, მაშინ ვათვალიერებ ხოლმე😀

ახლა, რაც შეეხება გამოწერის ტექნოლოგიებს, ამაზე დაწერას აზრი არ ქონდა, აგერ ბატონო მთელი არქივი  ქეთუსის ბლოგიდან და ისიამოვნეთ, ლამაზი და იშვიათი ტანსაცმლით, დაზოგეთ ფული..

ჰო, ჩემზე მოუთმენელი არსება არამგონია დადიოდეს დედამიწაზე, მაგრამ ამანათების ლოდინს თავის მუღამი აქვს. მუცელში პეპლები დაფრინავენ ხოლმე, რომ მახსენდება რომ დღე-დღეზე ჩემი ნივთები ჩამოვლენ ^^

16 thoughts on “როგორ გავხდი შოპოჰოლიკი

  1. ketusi.com says:

    ჩაგითრია სოპინგობანამ შენც ხო? მაგარია🙂
    ეხლა ერთი სული გექნება,როდის ჩამოვა შეკვეთა🙂
    წარმატებულ შოპინგს გისურვებ❤

    • anna says:

      ჰო, ზამთარში გამოვიწერე კაბა, რამდენიმე კვირის წინ საყურეები და მივქრივარ ხოლმე usa2.georgiaს ოფისისკენ ;დ ჩემს სახლთან ახლოსაა ძალიან ^^

      • ketusi.com says:

        ხო, ოფისში ჯობია არება,მეორე დრესვე იღებ,კარგია,რომ ახლოს ხარ🙂

  2. litterator says:

    მართალია აქ ძალიან ძვირი ჯდება თუმცა არის იაფი მაღაზიები და ფასდაკლებებზე ყიდვის საშუალება რაღაც–რაღაცეების.
    ახალ თბილისის მოლში არის საინტერესო მაღაზიები, მათგან ყველაზე ხელმისაწვდომია ბერშკას ფასები.
    ფეხსაცმელები აქ დიდი ხანია არ მიყიდია, მეც სულ ვიწერ. ტანსაცმელი არ მიცდია. ზამთარში გამოვიწერე 400 დოლარიანი დუტის გრძელი ქურთუკი 100 დოლარად ვიყიდე ამაზონზე და ძალიან მაგარია მართლა🙂 ჯინსები, კაბები არ მიცდია.

  3. tamtajaparidze says:

    make up forever-ზე არც ცადო, ერთ ძალიან კარგ საიტს გირჩევ, სადაც იაფ და ხარისხიან კოსმეტიკას იყიდი: eyeslipsface.com❤

    • anna says:

      აჰ , დანქე. კოსმეტიკის მოყვარული და მომხმარებელი დიდად მაინც არ ვარ;დ

  4. facknormality says:

    მე მინდა რომ გამოვიწერო მაგრამ ვერ ვაკეთებ კარტებზე ფული ისაო ესაო დაა ნერვები მეშლება ხოლმე და ვანებებ თავს

  5. karamelka says:

    აუფ რა ვიცი, რომ არ მომერგოს მერე სად წავიდე? კაბები და შარველაბი თორემ ფეხასცმელს კი ზომით გამოიწერ. ამასაც კი ზომები აქვს მაგრამ, ოხ რა ვიცი… მეშიანია რომ არ მომერგება და ვერაფერს ვიწრე მაგის გამო:/

    • anna says:

      უნდა იცოდეშენი ზომა, რავიცი. აქ რომ ვყიდულობ, პირველივე მოზომებაზე მერგება, ვიცი ჩემი ზომები შარვლის ყიდვის დროს განსაკუთრებით და იგივეა, აიღებ იმ ზომას , რასაც საერთოდ ხმარობ , რავიცი :დ

      • karamelka says:

        ერთხე უნდა “გავრისკო” და მერე სამუდამოდ დავავადდე :დ:დ

Comments are closed.