პერსონალური კოლექცია

ალბათ ყველა ადამიანში დევს მეტნაკლებად კოლექციონერობის ჟინი. ჩვენ ვაგროვებთ მონეტებს, ხელსახოცებს , წიგნებს და კიდევ უამრავ წვრილმანს, რომელთა თვალის შევლება გვეამაყება, გვეღიმება და მოთმინებით ვაგრძელებთ კოლექციის გამდიდრებას.

ბოლო დროს, მგონი, საკუთარი გამოსახულებიანი ნივთების შეგროვების სურვილმა ამიტანა.

ამ ფოტოზეც ჩემი კარიკატურით დამშვენებული მაისური მაცვია და ამაყი ვარ. რამდენიმე კვირის წინ სამსუნგ გალაქსი ნოუთის პრეზენტაციაზე რომ დავინახე, როგორ ხატავდა ვიღაცას გალაქსიანი ყმაწვილი, სასწრაფოდ “ჩავეწერე” რიგში.

ესეც შედეგი, რაც თუ რომელიც დიდად არ მგავს, მაგრამ რაც მთავარია ჩემი სახელი აწერია და იდეაში მე გახლავართ.

რამდენიმე წუთის მერე დავინახე რომ თურმე შესაძლებელი იყო ნახატის ჭიქაზე და ქუდზე გადატანა, თუმცა ჩემი მხრიდან მეტისმეტი უსინდისობა იქნებოდა მეორედ მეთხოვა დახატვა, ან იმავე ნახატით რომელიმე მათგანი მომეთხოვა, ამიტომ მაისურს დავჯერდი.

რამდენიმე დღის წინ ჩემს ნიუსფიდში ამომხტარმა გალაქსი ნოუთის ფეიჯის პოსტმა  მამცნო, რომ ასეთი აქციები სხვადასხვა ადგილებზე იმართება. წინა შაბათ-კვირას, მაგალითად კინორუსთაველში იყო, სადაც წასვლის შანსს ბუნებრივია გამოვიყენებდი  ; უბრალოდ უნდა გადამეწყვიტა, ჭიქა მინდოდა თუ ქუდი? წავიყვანე, ჩემი რამდენიმე მეგობარი და წავედი.

ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა და რიგში მოგვიწია ჩაწერამ, თუმცა ამჯერად სამი მხატვარი გახლდათ და საქმეს საკმაოდ სწრაფ-სწრაფად ართმევდნენ თავს. მოკლედ, როგორც იქნა სკამზე შემოვსკუპდი და ესეც ჭიქა:
აქ სულ სხვანაირი ვარ და ასეთი “მე” უფრო მომწონს. მგავს მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრად უკეთესი შესრულებაა.

მერე ქეთო, ნათია და კნუტი დაიხატნენ, თუმცა ჩემგან განსხვავებით , მაისურებზე: მშვენიერია, ახლა ისღა დარჩენიათ, მომავალ აქციებზე ჭიქებზე იფიქრონ 🙂

სხვათაშორის, როცა ეს ფოტოები ფეისბუქზე დავდე, ბევრმა იკითხა, რა ღირს ჭიქა/მაისური/ქუდის დამზადება , ჰოდა ბარემ გამახსენდა და იმასაც გეტყვით, რომ სრულიად უფასოა, ჰოდა რაღას უცდით, მე ნუ მეკითხებით, წადით შაბათს, ქარვასლაში:D
ქარვასლაში მეც წავალ, ქუდით დავასრულებ ჩემს კოლექციას.

ვერ მოვითმინე ეს ფოტო რომ არ დამედო, სადაც ისევ ჯიუტად ვცდილობ რაღაცების მოხაზვას.

აქ უკვე მხატვარი ცდილობს ჩემს დახატვას 🙂

ვიდრე ჭიქის დამზადებას ველოდებოდი, როგორღაც მოვახერხე გადამეღო რამდენიმეწუთიანი კადრი , თუ რა მსუბუქად და ლამაზად ხატავენ. მაპატიეთ, რომ კადრი  მოძრაობს, წარმოიდგინეთ, ყოველ წამში ვიღაც მეჯახებოდა და ამისგადაღებაც ძლივს მოვახერხე.

10 thoughts on “პერსონალური კოლექცია

    • anna says:

      ქარვასლაში ამ შაბათს შეგიძლია მიხვიდე და დაახატინო საკუთარი თავი და მაისურს გაჩუქებენ შენივე გამოსახულებით ^^

  1. Paqo says:

    ხოდა მაგ ძუძუების ხარჯზე უნდა თავი მოაწონოს საზოგადოებას… :)))

    • siyvarulovna says:

      ვინ საზოგადოებას oO არაფერს არ ვცდილობ :დ დამანებეთ თავი

Comments are closed.