თქვენი სახლი რომ იწვოდეს თან რას წაიღებდით

წეღან e-store.ge ზე ვნახე პოსტი, სათაურით, თქვენი სახლი რომ იწვოდეს, თან რას წაიღებდით? საერთოდ, მსგავს უბედურებებზე და სახლიდან გასწრებებზე ხშირად არ ვფიქრობ, მაგრამ დღეს აგერ უკვე მეორედ იყო მიწისძვრა და მომიწია დავფიქრებულიყავი, თუნდაც მიწისძვრის, ან თუნდაც ხანძრის შემთხვევაში, რას დავავლებ პირველ რიგში ხელს.

ისე, ახლა გამახსენდა, რომ ბავშვობაში, როცა ძალიან ძლიერად შეირყა ჩვენი სახლი, საერთოდ არ გამხსენებია არავითარი ნივთი, იანვარში ყინვაში პიჟამოთი გამოვვარდი გარეთ და მერე გამახსენდა რა უნდა გამომეყოლებინა თან: ბებიაჩემი, რომელიც არც ისე სწრაფად მოძრაობდა და დიდი შანსი იყო, სახლში ჩარჩენილიყო. ვიდექი და უმწეობისგან ვღრიალებდი, რადგან დედაჩემი სახლში აღარ მიშვებდა.

ეს ამბავი კარგად დამთავრდა , ისევე როგორც დღევანდელი ბიძგები, ჰოდა მოდი ისევ ხანძარს მივუბრუნდები, ვინაიდან არ გამომიცდია, თუ რას ნიშნავს ცეცხლმოკიდებულ სახლში ყოფნა, უფრო თამამად ვილაპარაკებ:

  • ფული – პირველ რიგში ალბათ ფულს ავიღებდი.
  • სტივენი!
  • შემდეგ- ჩემს ლეპტოპს, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს და არამგონია განსაცდელში მიმეტოვებინა. წამოღების ფაქტორი მარტო ულეპტოპოდ დარჩენის შიში არ იქნებოდა. საერთოდ, ჩემი ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კარგად ვუვლი და ვუფრთხილდები ხოლმე. ჰო, ფოტოაპარატსაც..
  • ჩემი ტანსაცმელი- განსაკუთრებით ჩემი ხელით გაკეთებული რაღაცები, ქუდები ჯემპრები და ა.შ დამენანებოდა და ვეცდებოდი გადამერჩინა.
  • სხვათაშორის, როცა გადასარჩენი ნივთების სიაზე ვფიქრობდი, ოთახში რომ მიმოვიხედე, ჩემი ფოტოალბომი დავინახე და გული ჩამწყდა. აუცილებლად წავიღებდი მასაც თან.
  • სამკაულებზეც შეიძლება მეფიქრა, თუ რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრის დრო მექნებოდა .

რაც შეეხება დანარჩენს, ამ ეტაპზე დიდად ფასეული სახლში არაფერი მეგულება, რის გამოც გული დამწყდებოდა. მით უმეტეს, ჩემი სახლი არცაა და ავეჯზე და მისთანებზე დიდად არ ვფიქრობ.

როგორც ზემოთხსენებულ საიტზე ეწერა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ტესტია, ადამიანების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.

ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგი ჩემი სიის მიხედვით რას დაასკვნიდა.

13 thoughts on “თქვენი სახლი რომ იწვოდეს თან რას წაიღებდით

  1. Nini says:

    საბუთები? მე პირველივე ეგ გამახსენდა..

  2. სოფო says:

    ჩემს კატას, მობილურს და საფულეს, სადაც ყველანაირი საბუთი და საკრედიტო ბარათი მიდევს.

  3. Lord Vader says:

    In case of fire, save Kindle Fire🙂

    ვეინსბერგელმა ქალებმა ქმრები გამოიყვანეს ზურგით🙂

  4. tiiin says:

    ამ მიწისძვრის დროს ჩემს ძაღლს რომმ დავეტაკე გული გავუხეთქე , არც ციფრული გამხსეებია არც ლეპტოპი, არც ფული. პიჟამოების ამარა გავრბოდი და ბებიაჩემის ჟაკეტი მქონდა ერთ ხელზე ჩაცმული. :დ

Comments are closed.