რამდენიმე მიზეზი ბედნიერებისთვის

ისე მოხდა, რომ ზედიზედ რამდენიმე გაზაფხული საკმაოდ მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის და შესაბამისად, როცა ზამთარი დასრულდა, მოვემზადე კიდევ რაღაც უბედურებებისთვის , რასაც იდეაში ეს გაზაფხულიც უნდა ჩაემწარებინა.

არადა , წელს ყველაფერი პირიქით მოხდა: მგონი ეს ყველაზე კარგი 3 თვე იქნება ამ წელიწადში, გარემო და ემოციური ფაქტორების გათვალისწინებით.

პირველ რიგში, ასე მშვიდად და ბედნიერად ყვავას გამო გახლავართ და აგერ უკვე ჩვენი ერთად თანაცხოვრების მე-9 თვე გახდება მალე:

თუმცა, არის კიდევ პატარ-პატარა მიზეზები, რომლებიც ძალიან მახარებს:

პირველ რიგში უნივერსიტეტი: პროგრესი შეინიშნება, შედარებით აღარ მეჯავრება თსუ და შესაბამისად, აღარც ლექციებს ვაცდენ. კიდევ ერთი წარმატება, რაც თსუს უკავშირდება, არის ის, რომ მე , ნათიამ და კნუტმა გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტი მისია2012-ის თვის. ვინც არ იცის, ეს არის სტუდენტური კონკურსი, სადაც გამარჯვებული გუნდი ფულად თანხას მიიღებს და ამისთვის უნდა გააილახოს 2 ეტაპი: პირველ ეტაპზე თსუს 95 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების პიარკამპანიის პროექტი უნდა დაგვეწერა.მოკლედ, ჩვენ ეს შევძელით და მოვხვდით კიდეც 6 საუკეთესო გუნდს შორის.  ახლა მეორე ეტაპია და ჩაი გურიელის პიარი გველოდება წინ. ვნახოთ..

ასევე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მას შემდეგ , რაც დიეტა შევწყვიტე, რაც კარგა ხნის წინ მოხდა, ვარჯიშსაც მოვუკელი, ჩემი წონა დიდი დიდი +- 1 კილოგრამის სხვაობით მერყეობს ^^

ჰო, ავიყვანეთ კნუტი, რომელიც პატრონს საჭიროებდა ❤ ძალიან დიდი ხანია მინდოდა მყოლოდა კატა, მაგრამ ძლივს გავბედე მოყვანა. გამომდინარე იქიდან რომ შინაური ცხოველები არც ისე იოლი მოსავლელები არიან, რიგ შემთხვევებში, მთელი შეგნებული ცხოვრება თავს ვიკავებდი იმისგან რომ მყოლოდა პერსონალური ცხოველი და მიმეხედა მისთვის. ახლაც, რომ არა ნატოშა კიდევ არ მეყოლებოდა კნუტი.  სტივენი დავარქვით და ვცხოვრობთ მშვიდობიანად. სხვათაშორის, არც ისე რთული მოსავლელი ჩანს, ჭკვიანი და წყნარი კნუტია, ან ისე მკვდარივით მძინავს ღამით, არ მესმის მისი კნავილი 🙂 ასეა თუ ისე, ძალიან ბედნერი ვარ სახლში ახალი სულიერის გაჩენით. აი ისიც:

ჰო კიდევ. მთელი ცხოვრებაა გრძელ ან მოგრძო თმას ვატარებ, ჰოდა გადავწყვიტე გამერისკა. შავად შემეღება და დამემოკლებინა. ერთიც და მეორეც, საკუთარი მარჯვე ხელების დახმარებით მოვახერხე და დავრწმუნდი, რომ თუ იურისპრუდენციაში არაფერი გამომივა, საკუთარ სილამაზის სალონს გავხსნი 🙂 მგონი ურიგოდ არ გამოვიყურები :

და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისთვის, რომ თავი ყოველთვის კარგად იგრძნო- მეგობრები. ისეთი მეგობრები, რომლებთანაც შეგიძლია 1 კვირა დამუნჯებულმა გაატარო და თავი უხერხულად არ იგრძნო :დ ეს ჩემებური ტესტია მეგობრობის: ჩემი ნამდვილი მეგობარი ისაა, ვის გვერდითაც არ ვფიქრობ რა ვთქვა, ამინდზე ვილაპარაკო თუ უნივერსიტეტზე, უბრალოდ შემიძლია ჩუმადაც ვიყო 🙂

ეს თებერვალში გადაღებული ფოტოა, ჩემს დაბადების დღეზე.

მგონი საკმარისი მიზეზებია იმისთვის რომ ყველაზე კარგ გაზაფხულად ვაღიარო ეს დრო. დანარჩენი რაღაცები არ გამახსენდა და ზოგიერთი რამ შემდეგისთვისაც უნდა შემოვინახო ^^

ესეც ჩემი პატაკი მკითხველს, იმის შესახებ , თუ რასა ვიქმ და როგორ ვარ ამ ბოლო დროს 🙂

12 thoughts on “რამდენიმე მიზეზი ბედნიერებისთვის

  1. siyvarulovna ამბობს:

    ჰო, სიჩუმის ფაქტორი ძაან უცნაურია მაგრამ ასწორებს ის ფაქტი რომ მშვიდად ხარ ჩუმად და არაფერზე არ ფიქრობ.
    და სტივენას გაცნობა მინდა 😐

  2. მარი ამბობს:

    “და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისთვის, რომ თავი ყოველთვის კარგად იგრძნო- მეგობრები. ისეთი მეგობრები, რომლებთანაც შეგიძლია 1 კვირა დამუნჯებულმა გაატარო და თავი უხერხულად არ იგრძნო :დ ეს ჩემებური ტესტია მეგობრობის: ჩემი ნამდვილი მეგობარი ისაა, ვის გვერდითაც არ ვფიქრობ რა ვთქვა, ამინდზე ვილაპარაკო თუ უნივერსიტეტზე, უბრალოდ შემიძლია ჩუმადაც ვიყო”

    true story ))

  3. Kate ამბობს:

    მოგესალმებით ახლა უკვე დანიიდა… ტფუ.. ვორდპრესიდან.

    ხოდა კარგია, თუ თავს ბედნიერად გრძნობ. მშვიდად ხარ და ხშირად იღიმი ხოლმე მაგ დროს. ეგ კი კარგია.

    “გააილახოს” – ანუ “გადაილახოს” ? 😀

    და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისთვის, რომ თავი ყოველთვის კარგად იგრძნო- მეგობრები. ისეთი მეგობრები, რომლებთანაც შეგიძლია 1 კვირა დამუნჯებულმა გაატარო და თავი უხერხულად არ იგრძნო :დ ეს ჩემებური ტესტია მეგობრობის: ჩემი ნამდვილი მეგობარი ისაა, ვის გვერდითაც არ ვფიქრობ რა ვთქვა, ამინდზე ვილაპარაკო თუ უნივერსიტეტზე, უბრალოდ შემიძლია ჩუმადაც ვიყო” – აი ეს ისეთი სიმართლეა, რომ მხოლოდ ამის გამო ღირდა მთელი პოსტის წაკითხვა.

    წარმატებებს გისურვებ როგორც პირად, ასევე წამოწყებულ საქმიანობებში.

  4. Kate ამბობს:

    თმები კარგად გაქვს სავარაუდოდ, უბრალოდ ჩემის აზრით, დასავარცხნი გაქვს. ან არ ვიცი, შეიძლება სურათზე ჩანს რაღაცნაირად. ისე სიგრძე და ფერი კარგია.

დისკუსია დახურულია.