samsung galaxy note

ერთ წელზე მეტია, რაც ლეპტოპი ვიყიდე და რამდენიმე თვის განმავლობაში თითქმის ყველგან თან დავატარებდი. მერე გადავწყვიტე რომ ის მეტისმეტად მძიმე რამ იყო ჩემთვის და ჩემმა განუყრელმა მეგობარმა სახლში დაიდო ბინა. მისი თრევა მომბეზრდა და ყველაფერი მსუბუქი მხრების და თავისუფალი ხელების სასარგებლოდ გადაწყდა.

რამდენიმე კვირის წინ ფოტოაპარატი ვიყიდე, რომელსაც, ჯერჯერობით, ასევე ყველგან დავათრევ. ფოტოგრაფიის მოყვარული დიდად არ გახლავართ და აპარატი მხოლოდ მცირეოდენი ღირსშესანიშნაობების დასაფიქსირებლად მჭირდება ხოლმე, იქნება ეს მეგობრების შეხვედრა თუ უბრალოდ საინტერესო მომენტი ქუჩაში.

ახლა ჩემს wish list-ში კარგი მობილური ტელეფონი და სახატავი პლანშეტი იყოფენ პირველ ადგილს და აღარ ვიცი რომელს მივანიჭო უპირატესობა. გამომდინარე იქიდან, რომ ძველი მობილური ჯერ-ჯერობით არსებობს, ალბათ პლანშეტს ვიყიდი, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ყველა იმ ნივთის ფული, რაც ცალ-ცალკე უნდა ვიყიდო, გამეერთიანებინა როგორმე და ერთი, მოსახერხებელი და ლამაზი ნივთი მეყიდა. ეს იდეა მაშინ დამებადა, რაც  samsung galaxy note-ს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს მოვკარი ყური –  ტექნიკაში არც ისე კარგად ვერკვევი, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, როცა რამდენიმე ჩემმა ეფლის პროდუქციის მოყვარულმა მეგობარმა სასწრაფოდ იყიდა გალაქსი ნოუთი.

ისე მოხდა, რომ მეც მომეცა საშუალება, ცოტა ხნით ხელში ჩამეგდო ეს ნივთი და გამეტესტა:

სამსუნგ გალაქსი ნოუთი ლეპტოპის ნაცვლად– დიახ, სრულიად თავისუფლად შეიძლება ის თან ვიქონიო ყველგან და შეასრულოს   ყველა ფუნქცია, რაც ლეპტოპს აქვს და რისთვისაც ჩვენ ამ უკანასკნელს თან დავატარებთ ხოლმე . განსხვავებით ჩვეულებრივი ტელეფონის ეკრანისგან, რასაც როგორც წესი, გაჭირვებით მოვიხმართ და ესემესების კითხვაც ნერვებს გვიშლის, მისი ეკრანი ძალიან მოსახერხებელია ფილმების საყურებლადაც კი და სრულებით არ ტოვებს დისკომფორტის შეგრძნებას. ბოლოსდაბოლოს ის ხომ ყველაზე დიდეკრანიანი ტელეფონი-პლანშეტია მსოფლიოში.  მშვენიერია, დამძიმებული მხრის პრობლემაც მოგვარდა.

სამსუნგ გალაქსი ნოუთი ფოტოაპარატის ნაცვლად– 8 მეგაპიქსელიანი კამერა და 4x ზუმი : თითქმის იგივე მონაცემები, რაც ჩემს ფოტოაპარატს.

სამსუნგ გალაქსი ნოუთი  სახატავი პლანშეტის ნაცვლად– თუ ცოტაოდენი ხატვის ნიჭი მაინც გაქვს, შეგიძლია მშვენივრად გაირთო თავი ყველგან, იქნება ეს სახლი , ქუჩა თუ პარკი. პაწაწუნა “კალმით” ძალიან მოხერხებულია ხატვა გალაქსი ნოუთის ეკრანზე. სხვათაშორის, ვცადე კიდეც დამეხატა და აი რა გამომივიდა.

პირველი ცდისთვის მგონი არაუშავს, მთავარია სტაილუსის კარგად მოხმარება, სათანადო “ფანქრის” შერჩევა ისწავლო და მიეჩვიო ეკრანზე ხატვას. თუ ხატვა გიჭირთ, შეგიძლიათ მეგობარს ფოტო გადაუღოთ და ის გააშარჟოთ, მიახატოთ რქები ან ულვაშები და ასე გაერთოთ. მე პირადად, ხატვა ვარჩიე.

სამსუნგ გალაქსი ნოუთი რიდერის ნაცვლად – რა თქმა უნდა, ყველა ზემოთჩამოთვლილთან ერთად მისი საშუალებით კითხვაც შეიძლება. წიგნების და ნიუსების მოყვარულთ შეუძლიათ სწრაფად მიუწვდეთ ხელი სასურველ ინფორმაციაზე და როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი მოხერხებულად იკითხება მის ეკრანზე.

და რა თქმა უნდა, სამსუნგ გალაქსი ნოუთი ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის ნაცვლად – იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ზემოთ მოვყევი, საერთოდ არ მაქვს სურვილი სხვა ტელეფონი ვიყიდო და არც პლანშეტი. რა გაეწყობა, ფოტოაპარატი  და ლეპტოპი უკვე მაქვს 🙂 ისე, ვისაც წერილების წერის ნოსტალგია აქვს, შეუძლია “კალმით” ან თუნდაც ხელით დაწეროს შეტყობინება და გაუგზავნოს ადრესატს ^^

სხვათაშორის, როდესაც რამის ყიდვა მინდა, წინასწარ არასდროს ვიცი რა მინდა და როგორი მინდა. მხოლოდ ადგილზე მისვლისას ვარჩევ სასურველს, ან საერთოდაც ვერ ვარჩევ და იმედგაცრუებული ვბრუნდები. მშვენიერი გრძნობა ყოფილა, როცა ზუსტად ვიცი რას ვიყიდი როცა ფული მექნება 🙂

6 thoughts on “samsung galaxy note

  1. Kate_AlukaЯD ამბობს:

    ისე გიწერია რომ მივავიშლისტე ეგრევე :შ:შ:შ:შ ძალიან მაგარი რამე ჩანს 😐 მინდა :შ:შ:შ:შ ახლა ამაზე ფიქრმა უნდა მათენებინოს ღამეები?! :დდდდ

  2. DelphiKnight ამბობს:

    ცოტა დიდი ხომ არაა გოგოს ნატიფი ხელებისათვის? 🙂

  3. shashvi ამბობს:

    ესეთი “ყოლიფერშიკი” რაღაცეები ყოველთვის მაფიქრებდა. რათქმაუნდა მას ააქვს საკმაოდ ბევრი მინუსი. მაგრამ იმის გამო რომ ერთადერთია ჯერჯერობით სადაც ყველა ფუნქცია ჩაყარა სამსუნგმა … შეიძლება დაფიქრდეს კაცი. თუმცა ყველაფერ სიკეთესთან ერთად ბატარეაც რომ ძლებდეს დიდხანს კარგი იქნებოდა. ჰო, ქართულ უნიკოდს კითხულობს და ეგ (თუ ანდროიდ 4.0 არარის) სხვა სმარტფონებზე ცოტა პრობლემაა.
    აა, ეს ხომ კომენტარია. ხოდა აქვე დავასრულებ…

  4. geoanamania ამბობს:

    ბლოგერებს ”ხელში უვარდებათ” გალაქსი ნოუთი და ბლოგერები ირჩევენ გალაქსი ნოუთს 😀

Comments are closed.