გსმენიათ რამე სარჩელზე?

თუ არ გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ. სარჩელი, ეს არის ყველაზე ცივილური და გამართლებული საშუალება მოქმედებისა, მაშინ, როცა ვინმეს უფლებები ირღვევა.

ამ შემთხვევაში იმედის ეთერში გამოჭენებული “სატანისტებს”. როგორც აღმოჩნდა, ისინი სულაც არ ყოფილან კატისტყაოსნები და სისხლისმელები, შესაბამისად ვფიქრობ, ცილისწამება ტელევიზიიდან მშვენიერი საბაბია იმისთვის რომ დაზარალებულები ადგნენ და ბოლოსდაბოლოს უჩივლონ! მაგრამ რატომღაც არა. დავასკვენი რომ ადამიანებს სასამართლოების და მისთანების ისე ეშინიათ, ურჩევნიათ მთელმა ქვეყანამ იძალადოს, მაგრამ ამის მიზეზს ჯერჯერობით ვერ მივხვდი. ის მოსაზრება რომ ამით საქმე არ კეთდება, მოძველებულია ბატონებო! რატომ? იმიტომ რომ მითხარით თუნდაც ერთი შემთხვევა, როცა დაზარალებულების და აღშფოთებულების მიერ არჩეული გზით : აქციებით და მიტინგებით მოგვარებულიყოს საქმე. განა ამ გზით გეშველათ რამე?

რომელი ერთი მაგალითი გნებავთ? “ქალური ლოგიკა” დახურეთ? კიკვიძის ბაღი აჩეხვას გადაურჩა? (ამ უკანასკნელი შემთხვევის დროს აგრესიის ადრესატიც კი შეცდომით აირჩიეთ), ნაცემი სტუდენტების პრობლემები მოგვარდა?

არაფერი არ მოგვარებულა, სრულიად არაფერი, მეკი მაგალითების მოყვანა მეზარება, მგონი ისედაც ცხადია რომ რომელიმე შენობის და ბაღის წინ ცხვრებივით მიყრა ბევრი ვერაფერი სიკეთის მომტანია, დიდი დიდი რომელიმე აქტივისტი მაესტრომ ან ნეტგაზეთმა გამოაჭენოს ინტერვიუში და ამით იყოთ ბედნიერები, აქაოდა ჩვენი ხმა ერს და ბერს მივაწვდინეთო.

გეკითხებით მე თქვენ, დამაჯერებლად არ ჟღერს ჩემი სიტყვები? რატომაც არა? ჰოდა გაანძრიეთ ტრაკები და როცა თქვენზე ვინმე იძალადებს, განაცხადეთ ამის შესახებ იქ, სადაც საჭიროა და არა ქუჩაში. ქუჩაში თქვენ არავინ მოგისმენთ, რბილ სავარძლებში მოკალათდებიან, კაბინეტის ფარდებს ჩამოუშვენებ და თქვენს აღშფოთება ისევ უბრალო გამვლელების მხედველობის არეში მოხვდება, მეტი არაფერი. თუ რამეს მიაღწევთ, ეს ბოდიში იქნება კონკრეტულ ქმედებაზე, მერე და მერე ისევ გაგრძელდება უპრეცედენტო ყლეობები. რაც მთავარია, მარტო მე არ გამიჩნდება კითხვა, რატომ არ უჩივლეთ? რატომ არ სარგებლობთ ქვეყანაში არსებული გამჭვირვალე და წმიდათაწმინდა სასამართლოთი? ამას მოგახლიან პირში პასუხად და ძალიან მაინტერესებს რას ეტყვით? იმიტომ არ ვიჩივლეთ რომ აზრი არ აქვსო?! ამაზე პასუხი ალბათ გეცოდინებათ – “გეჩივლათ, რა იცი რა გამოვიდოდა-ო” მოგახსენებენ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა და იმიტომ ვშფოთავ, რომ მინდა ყველა დაზარალებული და თავგამოდებული აქტივისტი მიხვდეს, რომ აქციები არ არის გამოსავალი. როცა ვიღაც იარაღს გესვრის, გაყაჩაღებს, მიდიხარ და ფანჯრის წინ აქციებს უმართავ? დანაშაული დანაშაულია, რა სახისაც არ უნდა იყოს ეს !

ადექით და უჩივლეთ, როცა თვითმმართველობის ბობოლა წევრები გცემენ, ადექით და უჩივლეთ როცა იმედი თქვენს ფოტოებს გამოიყენებს უნებართვოდ, ადექით და უჩივლეთ! თუ პროტესტი გინდათ, მიმართეთ ყველაზე სერიოზულ ფორმას და მაინცდამაინც ვაფაით დაფარულ ტერიტორიაზე ნუ შეიკრიბებით ფოტოების გადასაღებად და მერე მათ ფეისბუქზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე ასატვირთად! თქვენი საქციელი არ არის პროტესტის გამართლებული ფორმა, ეს უკვე სასაცილოა.

პატივისცემით, ანნა.