რატომ არ უნდა იარო elvis american diner-ში

ალბათ გახსოვთ, როგორ მიყვარს ელვისი. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ. უფრო სწორად, მიყვარდა.

რამდენიმე თვეა, ფაქტიურად შემზიზღდა იქაურობა რამდენიმე მიზეზის გამო, რომლებიც იხილეთ ქვემოთ:

  • მიმტანების არაადეკვატური თავხედობა და კლიენტებთან მოქცევის უცნაური მეთოდები , უზრდელობაში გადასული ფამილარობა.

მაგალითად, როდესაც არ გშია და კოკაკოლას უკვეთავ და გვერდით მეგობარი გიზის: “ორი საწრუპი ხომ არ მოგიტანოთ? ერთი ჭიქიდან აბა როგორ დალევთ? ” – მიმტანის კომენტარი.

მაგალითი მეორე: მეგობარმა მოითხოვა იგივე კოკაკოლა. პასუხი მოტანაზე – მკაცრი არა. გაგვიკვირდა და მეორე მიმტანს  ვუთხარით იგივე. პასუხი ისევ არა. შემდეგ მოვიხმეთ და ვკითხეთ, რატომ არა? თურმე იმიტომ, რომ როცა ქვემოთ უკვეთავ რამეს და არ სარგებლობ მიმტანების მომსახურებით თავიდანვე, შემდეგ აღარ გაქვს უფლება მოითხოვო შეკვეთა. ძალიან იოლი იყო არასთან ერთად მცირე ახსნა-განმარტება მოეყოლებინათ, მაგრამ არა!

  • საშინლად ცუდი ვაიფაი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არ იჭერს და როცა იჭერს, უსაზიზღრესად. მგონი ამაზე საუბარიც არ ღირს, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ისეთ პრესტიჟულ კვების ობიექტს, როგორიც ელვისია, კარგი ვაიფაი.
  • და ბოლოს: სიბინძურე. 

მგონი არც ისე სასიამოვნოა, როცა შენი მაგიდის ქვემოთ წინა კლიენტის ნაჭამ პიცის ნაჭერს ხედავ. აღარაფერს ვამბობ დანამცეცებულ მაგიდებზე, რომელის გადაწმენდა თავად არაერთხელ მიწევდა. მოკლედ, გემრიელი საკვები (თუმცა უნდა აღვნიშნო რომ მე მხოლოდ ქათმის სეჩუანს, სოკოს სალათს და ნაყინს გეახლებით ელვისში და დანარჩენ საჭმელში კომპეტენტური არ ვარ) და ლამაზი გარემო საკმარისი არ არის. კარგი მომსახურება უპირველეს ყოვლისა, რაც სამწუხაროდ ზემოთხსენებულ დაწესებულებაში მგონი საერთოდ არ იციან რა არის .

48 thoughts on “რატომ არ უნდა იარო elvis american diner-ში

  1. anina ამბობს:

    კი, მაგრამ, აბა რატომ გიყვარდა ეგ ადგილი თავის დროზე. მაშინაც ხომ იყვნენ თავხედი მიმტანები და მაშინაც ხომ იყო ცუდი ვაიფაი 😐

    • anna ამბობს:

      არ იყვნენ ოდესღაც თავხედები და არც ვაიფაი იყო ცუდი. ძალიან დიდი ხნის წინ დავდიოდი ელვისში. და სხვათაშორის, შარშან გაზაფხულის მერე ორჯერ თუ სამჯერ ვიყავი მანდ. სიარული მაშინ შევწყვიტე , როცა შევნიშნე რომ პერსონალი არაადეკვატური გახდა და ვაიფაი გაფუჭდა. პიცის ნაჭერი რაღაც ახალია :დ

  2. litterator ამბობს:

    მერე ბლოგზე კი არ უნდა წერო 😀 უნდა აიღო პიცის ნაჭერი და ურნაში ჩააგდო 😀

    • anna ამბობს:

      თამო ჩემი მოვალეობა არ არის პიცის ნაჭრების ხვეტა კაფეების იატაკიდან :დ

    • Lord Vader ამბობს:

      ეგ რეკლამის მიზნით ხდება – აკვირდები რა ყრია იატაკზე – ხვდები რაა მაგათი საფირმო მოთხოვნადი კერძი და შენც იმას უკვეთავ.

  3. shoka♥ ამბობს:

    საერთოდ მიმტანების, გამყიდვლების (და ა.შ) ხასიათი მარტო ელვისში კიარა მთელ საქართველოშია პრობლემა. უმეტესობას ყოველთვის შეწუხებული ან სწერვა სახე აქვთ

  4. kristi887 ამბობს:

    სწერვა სახე ექნება მიმტანს როდესაც დედის ტრაკს აგინებ აბა აარ ექნება? როდესაც ისე უყურებ თითქოს მონა იყოს და არა თანაგრძნობით, ძნელია სულ ღიმილიანი სახე გქონდეს როდესაც უამრავი ისწავლე და მაინც მიმტანად გიწევს მუშაობა, იმიტომ რომ მეტი გზა არ გაქვს,და რომ ყველას დებილი გონიხარ იმიტომ რომ მიმტანი ხარ

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ქამ ოოონ :დდდდდ აბა დედის ტრაკი? აბა მონა? :დდდდდდ
      როცა სადღაც იწყებ მუშაობას შენი საქმე უნდა გააკეთო კლიენტი ყოველთვის მართალია არ გაგიგონია? მითუმეტეს რომ ნუ გეშინია თავს არ დააჩაგვრინებენ არავის :დდდდდ
      როცა ჯდები სადღაც საჭმელად და მაგიდის ქვეშ პიცის საჭმელი გხვდება მინიმუმ გული უნდა აგერიოს და საერთოდ მაგიდის ტილოთი არ უნდა გიწევდეს სადღაც სიარული, და მიმტანი სიტყვა თვითონ რასაც ნიშნავს ის უნდა აკეთო

      • kristi887 ამბობს:

        კი იმაზე ნამდვილად გეთანხმები რომ სისუფთავე უნდა იყოს და თავაზიანად უნდა მოეპყრან თავაზიან კლიენტებს. მაგრამ დამიჯერე ამ სისტემას ზომაზე კარგად ვიცნობ და ყოველთვის მიმტანი არ არის დამნაშავე, თანაც მიმტანს არ ევალდებულება მაგიდის ქვეშ შეიხედოს, დამლაგებელი რა მკვდარია?

      • anna ამბობს:

        თუნდაც დამლაგებელი, მაგის პრეროგატივა ხომ მაინცაა?

      • kristi887 ამბობს:

        ეგ ნამდვილად, ყველაზე საშინელება ისაა, რომ როდესაც საჭმელად მიდიხარ და ხვდები რომ საღორეში ამოყავი თავი:(

    • :)) ამბობს:

      da ratom unda uyuro tanagrdznobit? ar vambob monasavit agvikvitko,magram tanagrdznobit ratom?:))

  5. tamtajaparidze ამბობს:

    ეხლა მოვედი ზუსტად ელვისიდან და ჩემმა დაქალმაც ეგ მომიყვა, რამდენიმე დღის წინ ვიყავიო და ერთეღტ მიმტანს ვთხოვე მაგიდა გადაეწმინდაო და ძაან უხეშად მიპასუხა, რა არის, ჯერ ახალი შემოსული ხარო :/ ახალ შემოსულს უნდა დაგხვდეს გადაწმენდილი მაგიდა, აბა თუ ჭამე და შენი ნამცეცები დაყარე, მერე რაღად გინდა :/

  6. anna ამბობს:

    კლიენტი ყოველთვის მართალია პრინციპი მანდ უკუღმა მოქმედებს 🙂

    • kristi887 ამბობს:

      კლიენტი არ არის ყოველთვის მართალი, ეგ მცდარი ფრაზაა,შენ რომ მიმტანი იყო და კლიენტმა ტრაკზე ხელი წამოგარტყას.. შენი რეაქცია??

      • anna ამბობს:

        ეგ ფრაზა ზოგადად მოვიყვანე, თან ელვისში კაცი მიმტანები ყავთ :დ

  7. kevana ამბობს:

    რა დაემართათ? :დ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე გული აუცრუვდათ? :დ :/

  8. lashaworld ამბობს:

    თუ არ მოგწონს და ნერვები გეშლება რაღაზე შედიხარ? o.O

    • anna ამბობს:

      იშვიათად მიწევს შესვლა. ვაიფაიანი კაფეები ყოველ ნაბიჯზე არაა მემგონი ;დ

  9. Marie ამბობს:

    გემრიელ საკვებზეც იყო რაღაცები… ზედმეტად მარილიანი და/ან ზედმეტად დამწვარი…

    • anna ამბობს:

      საკვები არ ვიცი, ბევრს არაფერს ვჭამ როგორც ვთქვი, მაგრამ ძალიან ბევრს არ მოსწონს :დ რასაც ვჭამ ის ძალიან მომწონს

  10. NocHuRa ამბობს:

    1) უფლება გაქვთ როგორც კლიენტმა (რომელსაც ახლა სტუმარს უწოდებენ) მოითხოვოს მხოლოდ ერთი ნაჭერი პური და მისი საფასური დაფაროს გამოყვანილი გალკულაციით + დ.ღ.გ;

    2) უფლება გქონდა მოგეხმოთ მენეჯერისთვის და გაგეზიარებინათ თქვენი უკმაყოფილება მიმტანისგან ცივი დამოკიდებულება იქნებოდა ეს თუ უხარისხო Wi-Fi;

    3) მიმტანს უფლება აქვს დაარეზერვოს ნებისმიერი, ან ყველა მაგიდა (თუ გინდ იტყუებოდეს) და უარი გითხრათ მიღებაზე იმ მიზეზის გამო, რომ სხვა სტუმრებს ელოდება;

    4) დაგდებული პიცის ნაჭერი ვერ ჩაითვლება სიბინძურეში, რადგან არ არის ნათლად დაფიქსირებული თუ რა ვითარებაშია, ან სად არის დავარდნილი. შესაძლოა მიმტანს მაგიდის გადმოწმენდის დროს დაუვავარდა. ამ დროს უნდა დაუძახოს დამლაგებელს და მოხვეტოს;

    5) მართალი ხარ ანნა არ ხარ ვალდებული და მით უმეტეს შენი საქმე არ იყო დაგდებული ნაჭრის ურნაში ჩაგდება, მაგრამ თქვენ არ გამოიყენეთ ის უფლება, რომელიც კლიენტს/სტუმარს აქვს. შეგეძლო ხმამაღლა თუ გინდ ყვირილით გაგეცა პასუხი მიმტანისთვის როცა დამცინავად გთავაზობთ 1 კოკა–კოლაზე 2 ცალ საწრუპს. შეგეძლოთ ჩივილით დამუქრებოდით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გავამართლებ შენს პოსტს და დავეთანხმები ანინას…

    თუ გინდა ჩემგან რჩევა, შეგიძლია ისევ მიხვიდეთ 3 ადამიანი, მოითხოვოთ 1 ცალი კოკა–კოლა და მსგავს შემთხვევაში გადააწნათ ალესილი ტანგა სიფათზე :დდ

    • anna ამბობს:

      მადლობა ნოჩურ, ოდესმე თუ მივედი მანდ, აუცილებლად მოვახსენებ მენეჯერს თავხედობებს. და დარწმუნებული ვარ კიდევ იზამენ რამეს :დ

      • NocHuRa ამბობს:

        არც იმას გამოვრიცხავ რომ მენეჯერი მათ მხარეს იყოს. ასეთ შემთხვევაში უნდა იჩალიჩოთ მერე იმენა ვინც მაგას აკონტროლებს და იმას უნდამიაწვდინოთ ხმა როგორც მენეჯერზე, ასევე მთლიანად სიტუაციაზე. ოღონდ თუ მენეჯერმა არაფერი მოიმოქმედა გააფრთხილე წერილობით რომ ასე ვიზავო და დაურთე კონტაქტები. ტრა(ქ)ს მოიდღნამს :დდ

        მიმტანები კიდევ გეტყვი რატომ იქცევიან ასე. “ჩაევიეს” პონტის გამო. როგორც კლიენტს კი გაქვს უფლება რამდენიც გინდა დაუტოვო “ჩაი” ანუ ზედმეტი ფული, მაგრამ ასევე შეგიძლია გროშიც არ აღირსო და ამაზე ვერავინ შეგედავება. ეტყობა მანდ 1 კოკაზე ძალიან დიდხანს ზიხართ და ბევრს ეწევით (საფერფლის გამოცვლის მომენტიც არის) ხო და ამის გამო აგითვალწუნეს. არ გეგონოთ, რომ ყველას ეგრე ესაუბრებოდნენ დამიჯერეთ :დ თუ დაანახებ იმას რომ იცი შენი უფლებები, ეგრევე მოკეტავენ და ის თუ არა, სხვას გამოაგზავნის რომ მოგემსახუროს :დ

      • anna ამბობს:

        ნოჩურ, როცა მანდ მივდივარ, ყოველთვის ვიღებ კოკაკოლის გარდა საჭმელს , არასდროს არ ვმჯდარვარ ცარიელ მაგიდასთან :/

    • knuti ამბობს:

      არც მიყვირია და არც არავინდამიმცირებია, ყოველთვის შევდივარ ღიმილით და მადლობეა/ბოდიშებით ვითხოვ რამეს და ესენი ზემოდან დაგყურებენ, გეგონება ვალი მაქვს მაგ იდიოტების. ეს შემთხვევა იყო პიკი. იმენა შემზიზღდნენ

      • NocHuRa ამბობს:

        ხო და მივარდი მენეჯერთან მერე და აუხსენი. თუ იმანაც ზემოდან გადმოგხედა, შეგიძლია დაიფინო წიხლქვეშ :დდ

  11. . ამბობს:

    მე რამდენიმე თვის წინ პიცაში გამჭვირვალე პლასტმასის ნატეხი შემხვდა. სასოწარკვეთილმა ჩავთვალე რომ ერთჯერადი კოვზის, ჩანგლის ან რაიმე მაგდაგვარი ნაწარმის იყო. რაც შეეხება პერსონალს… აქამდე არ მქონდა შემჩნეული, მაგრამ იმ დღეს მაგიდასთან დავჯექი და საშინლად დასვრილი იყო. სულ უკაცრავებით და მადლობებით გადაწმენდა ვთხოვე. პასუხად ისეთი ტონით გაცემული “რა იყო ეხლა არ შემოხვედი” მივიღე, რომ ჩემი მეგობარი ბიჭი დაბლა საჭმლის საყიდლად რომ არ ყოფილიყო ჩასული ცუდი და უაზრო სიტუაცია მოყვებოდა. სავარაუდოდ მარტო რომ ვიყავი იმიტომაც მოიქცა ეგრე უხეშად. მერე მადლობა ვუთხარი რომ გადაწმინდა და საშინლად უადგილო და არაკორექტული ჟესტებით დატოვა მაგიდა. წავიდა მეორე ოფიციანტს უთხრა ჩუმად რაღაც და ორივე მომაშტერდნენ რაღაც გამჭოლი მზერით თან მოურიდებლად :)) ვერ გავიგე რაიმე ზედმეტი მოვთხოვე თუ რა მიზეზი მივეცი ?

  12. Mari ამბობს:

    ის გამოგრჩა, მოაჯირი რომ დენს ირტყმევინება :mrgreen; :mrgreen:

  13. BigCrow ამბობს:

    ამავე ლოგიკით არცერთ ზავედენიაში არ შეისვლება 🙂

    • anna ამბობს:

      მე ვიცი ბევრი კარგი “ზავიძენია” სადაც შესვლა შეიძლება და არც სიბინძურეა და არც თავხედი მიმტანები, ვაიფაიც კარგი აქვთ 🙂

  14. Sofo ამბობს:

    ფუ მე ნიუ-იორკული ჰოთდოგი ვიყიდე ელვისში და კინაღამ გული ამერია, ადრე რო ქუჩაში ლარიანი ჰოთდოგები იყიდებოდა ის უკეთესი იყო

  15. Gocha Gabodze ამბობს:

    გუშინ ჯორდანოს მაღაზიაში გამაღიზიანა კონსულტანტების ფამილარობამ . იმის ნაცვლად რომ დისტანცია ეჭიროთ უაზროდ კეკლუცობენ .

  16. karamelka ამბობს:

    ა ეგრე! სირცხვილი და თავისმოჭრა მაგათ:/ და არამარტო მაგათ. პრინციპში, უბრალო სასადილოში უფრო თავაზიანად გექცევიან ვიდრე ეგეთ “გლიამურულ” დაწესებულებაში :D:D თავში უვარდებათ თუ რა არის ვერ ვხვდები ისე..

    • anna ამბობს:

      ჰო, “გლამური” ვნებთ აშკარად. კიდევ ერთი კლუბია, სენატი, ძალიან ცუდი მომსახურება აქვთ. ძალიან ნელა ემსახურებიან თითოეულ კლიენტს, თითქოს საქმე დანაწილებული არ აქვთ და არ იციან ვის შეტენონ. ორი ჰეინეკენის ყიდვას მოვანდომეთ ზუსტად 15 წუთი ბართან. ამ დროის განმავლობაში ბარმენმა ვიღაცების ყავას ჭიქაზე დაღვრილი ქაფი ვერ მოაშორა და ლუდი ვერ გაგვიხსნა.
      მერე ეძებდნენ ადამიანს, ვინც ბარათს გაატარებდა და როგორც იქნა ლუდი ვიყიდეთ, ვაშა!
      არ მესმის რატომ ამუშავებენ ასეთ “ნუბებს” პრესტიჟულ დაწესებულებებში, არ მესმის და მომკალით

  17. gijmaj ამბობს:

    “გლამურული” ადგილების სტუმრობა სავალდებულოა ვითომ? 😀 რა აუცილებელია ბრწყინვალე და ლომფერი სახელი ერქვას რამეს რომ იქ შეხვიდე დროის სატარებლად.
    მერე კიდევ…. წესით ყველა ნორმალური მომსახურების ობიექტი უნდა ატრენინგებდეს საკუთარ პერსონალს. თუ ეს გაკეთებული აქვთ და მაინც სცოდავენ მაშინ სხვანაირი სტრატეგიაა საჭირო. ზემოთ უკვე დაწერა მენეჯერს უნდა მიმართოთ. ამას რომ არავინ აკეებს იმიტომ ნაგლდებიან მერე მიმტანები. ერთხელ შევა საჭივარი, მეორედ, მესამედ და მერე უკვე რაღაც შეიცვლება. ბლოგზე დაწერა “ამირან გულში მღეროდა”-ს ჰგავს. იმიტომ რომ ელვისის წარმომადგენელი ან შემოვა აქ, ან არა. ანუ ინფორმაციას ვერ მიიღებს.
    პ.ს. მაინც მგონია რომ ელვისში ისევ შეხვალთ :))

  18. Butterfly ამბობს:

    დედა რა დაემართა ნეტა ლაშას??? :დ:დ:დ თუ არ იყო იმ დღეს? :დ ერთი რაც შემიძლია ვთქვა სიძვირეა :დ დანარჩენი ფაქტები უცხოა ჩემთვის(სიბინძურე,უხეში მიმტანები და ა.შ.)

  19. Di@ ამბობს:

    მე არც თავიდან მიყვარდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ ამოიჩემეთ. + ფასებიც შუსაბამოდ მაღალი აქვთ იმ პროდუქციასთან, რასაც ასაღებენ.

  20. Lord Vader ამბობს:

    რატომ არ უნდა იარო elvis american diner-ში
    იმიტომ რომ არსებობს მაქდონალდსი!
    🙂

  21. aee ამბობს:

    arasdros vyopilvar da survilic ar maqvs 😀 tore tu cavedi sacrupi unda trakshi gavuketo uxeshi laparakis gamo :/

    Lord Vader +1

  22. eka ამბობს:

    ერთი დღე იმუშავეთ მომსახურების სფეროში და მერე ვნახავ როგორ კომენტარებსაც დაწერთ..(სიბინძურეს და უხეშობას გამართლება ნამდვილად არ აქვს)

Comments are closed.