სხვა?

არსებობს მომაბეზრებელი კითხვები, რომლებსაც ჩემი წყობიდან გამოყვანა სრულიად თავისუფლად შეუძლიათ. მაგალითად, არ თხოვდები? მაგრამ ჯანდაბას, ეს ისეთი კითხვაა, რომელზეც შეგიძლია უპასუხო კი, ან არა. თუ არ დაგეზარება, მთელ ისტორიას მოუყვები, თუ როგორ გიშლის სწავლა ან მუშაობა ოჯახის შექმნაში.

დღეში რამდენ ნაცნობს ხვდებით? ორ, სამ, ოთხ, შეიძლება ათსაც. ვგულისხმობ ნაცნობს და არა მეგობარს, რომელმაც შენ შესახებ ასე თუ ისე ყველაფერი იცის და არ დაგისვამს ისეთ კითხვებს როგორიცაა: რას შვრები? ახალი რა ხდება? როგორც წესი ამაზე ვპასუხობ: რავი.. და ერთი სული მაქვს შემხვედრი გამცილდეს. თუ კარგ ხასიათზე ვარ, შეიძლება მოკლედ მოვუყვე რას ვმოღვაწეობ იმ მომენტში. თუ უნივერსიტეტელია, რა საგნები ავირჩიე და რა შემეტენა თუ სხვა ინტერესთა სფეროს წარმომადგენელია, ჩვენი საუბარი შემოიფარგლება საერთო ინტერესების მიმოხილვით და ა.შ.

მაგრამ… რატომღაც ჩემი პასუხები მათთვის არასდროს არაა ამომწურავი. თუ გაქცევა დროზე არ მოვასწარი, აუცილებლად გაისმება ორსიტყვიანი დამთრგუნველი ფრაზა: “სხვა რას შვრები?” ამ დროს მგონია, ვიღაცამ ცხოველებზე სანადირო ხაფანგი გადამაცვა თავზე და აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო.

არადა, უბრალოდ კარგი არ იქნებოდა უბრალო მისალმებით შემოვფარგლულიყავით ერთმანეთის მიმართ? ბოლოსდაბოლოს ისევ კონკრეტული კითხვები სჯობს ამ საზოგადო “რასა იქმ”-ებს..  სხვა თუ არაფერი , ერთი უსიამოვნო შემთხვევა მახსენდება წარსულიდან: მორიგ ნაცნობთან შეხვედრისას, რომელმაც რატომღაც წესი დაარღვია და წამოიძახა, ეს ლამაზი გოგო ვინ არისო, არც დავფიქრებულვარ ისე მივუგე , არაფერს, შენ? – მეთქი.

5 thoughts on “სხვა?

  1. Mari says:

    ჰმ.. თითქმის ამავე თემაზეა ჩემი ბოლოსწინა პოსტი😀 გულის შემაწუხებელი, არაფრისმომცემი შეკითხვები და უადგილო გულის დაგაფურჩქვნები… მეგონა მარტო მე ვჭდავდი ეგეთებზე.

  2. არეულიბლოგი says:

    მორიგ ნაცნობთან შეხვედრისას, რომელმაც რატომღაც წესი დაარღვია და წამოიძახა, ეს ლამაზი გოგო ვინ არისო, არც დავფიქრებულვარ ისე მივუგე , არაფერს, შენ? – მეთქი.—:)))))))))))))))))

  3. ketusi.com says:

    ვაიმე,ბოკლო წინადადებაზე რამდენი ვიცინე🙂🙂
    ხო,მასეა,და მგონი ყველას ჩვევად გვაქვს,უაზრობაა,მეც უნდა გადავეჩვიო…

Comments are closed.