რატომ ვხდებით დამნაშავეები?

როცა დავფიქრდი, იმაზე, თუ რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს, საკუთარი თავი წარმოვიდგინე დამნაშავის ადგილზე. რის გამო ჩავიდენდი მე დანაშაულს? ალბათ ყველა ადამიანს განსხვავებული მიზეზი აქვს, მიზეზი რომლის გამოც ისინი დამნაშავეები ხდებიან. ყველაზე პატიოსანი, გაწონასწორებული და კეთილშობილი არსებაც კი არაა დაზღვეული იმისგან, რომ ერთ მშვენიერ დღეს მასში რაღაც შეიცვლება და მკვლელი გახდება. ან ქურდი. სულ ერთია, სტატუსი ერთია: დამნაშავე.

რაც შემეხება მე, უკიდურესი გაბრაზების წუთებში თუ გამიფიქრებია, რომ ვინმე მომეკლა, მაგრამ ჩემი წამიერი „აფექტი“ არასდროს ყოფილა იმდენად ძლიერი რომ განზრახვა მომეყვანა სისრულეში. განზრახ მკვლელობაზე არასდროს მიფიქრია.
ქურდობა? კი, ვიქურდებდი.. ალბათ შიმშილის, გაჭირვების გამო, მაგრამ არასდროს გავძარცვავდი გამდიდრების მიზნით ადამიანებს.

ახლა ვიმსჯელოთ იმაზე, დანაშაულის ჩადენისგან ჩემი მეტნაკლებად პატიოსანი ბუნება მიცავს თუ სასჯელის შიში მაჩერებს? ამაზე დანამდვილებით არ მაქვს პასუხი, იმიტომ, რომ ჩვენ, ყველას ბავშვობიდან გვინერგავენ კანონის მორჩილებას და ზრდასრულ ასაკში, ზოგჯერ, რთული გასარკვევია, შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, თუ ამას მხოლოდ კანონის დაცვა გვაიძულებს?
ერთი რამ ფაქტია, ყველა არ იცავს კანონს და გარდა ზემოთხსენებული ე.წ უკიდურესი შემთხვევებისა, არსებობს ისეთი სახის დანაშაულებები, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება, ტრეფიკინგი და ა.შ.
ჩემი აზრით, თუ მანიაკალური მიდრეკილების მქონე დამნაშავეებს არ ჩავთვლით, მაგალითად სერიულ მკვლელებს და ა.შ, რომელთა შემთხვევაში დანაშაული ფსიქიური დარღვევებითაა ალბათ გამოწვეული, დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იოლი გზით გამდიდრებაა. არაფერი ისეთი ჭარბი დოზით არ ახასიათებს კაცობრიობას, როგორც სიხარბე. აბა დავფიქრდეთ, რამდენჯერ მოვუხიბლივართ სხვის ძვირფას ნივთებს, სხვის მიღწევებს, სიმდიდრეს? ალბათ ძალიან ბევრჯერ. ასეთ შემთხვევებში ან ჩვენი კეთილშობილება იღვიძებს, ან კანონმორჩილება, ხოლო ვინც იმდენად გამბედავია რომ არც სასჯელი აშინებს და არც სინდისი გააჩნია, დაუფიქრებლად სჩადის დანაშაულს: კლავს, ძარცვავს, ყიდის ნარკოტიკებს და ა.შ.

ალბათ გაცილებით ნაკლები დამნაშავე იქნებოდა ქვეყნად, ადამიანებს ძალაუფლებისკენ მისწრაფება რომ არ გვაბრმავებდეს. ადამიანების მოდგმა დასაბამიდანვე ცდუნების საფრთხის წინაშე იდგა და დღემდე რთულია ამასთან გამკლავება, მაგრამ არა შეუძლებელი. არსებობს კანონი, რომელიც გვიცავს, მაგრამ კანონთან ერთად ყოველთვის იარსებებს უამრავი დანაშაული, უამრავი დამნაშავე.. არც მიზეზები გამოილევა, რის გამოც ადამიანები დამნაშავეებად შეირაცხებიან.

დანაშაულის თავიდან ასაცილებლად კი, ვფიქრობ ყოველთვის არსებობს უკანასკნელი რამდენიმე წუთი, რამდენიმე წამი, როცა შეგიძლია გადაიფიქრო.

7 thoughts on “რატომ ვხდებით დამნაშავეები?

  1. litterator says:

    სოციალურ ფსიქოლოგიას მიაწექი, საინტერესოა 🙂 ბევრ კითხვაზე იპოვი პასუხს

  2. cet says:

    ო, არა, შენც ივანიძესთან ხარ თუ სიყვარულოვნამ შთაგაგონა უბრალოდ? ^^

  3. vivieni says:

    ვისთვის რა ხდება მიზეზი. მაგრამ როცა შენს საყვარელ ადამიანებს რამეს უშავებენ რამდენიმე წამი არაა საკმარისი რომ გადაიფიქრო…

Comments are closed.