ტიტველი ქალები, როგორც საქართველოს სახე

საქართველოს, ქართველის ხსენებისას პირველად რა გახსენდებათ? ალბათ დროშა, ეკლესიები და ა.შ – მოკლედ, რაღაცები, რითიც ქართველები როგორც წესი, ვამაყობთ ხოლმე. რამდენიმე დღის წინ მეგობრები ვექსპერიმენტობდით და აღმოვაჩინეთ ფრიად უცნაური დეტალი, თუმცა მანამდე ნახეთ სქრინები, რას გვიჩვენებს გუგლი ამა თუ იმ ქვეყნის სახელის თუ ეროვნების ძებნისას:

რუსეთი: მედვედევი, დათვი, რუსი ბომჟი, რუკა და ა.შ – ძირითადად რუსეთთან ასოცირებული სიმბოლოები.


ამერიკა: დროშები დროშები დროშები თავისუფლების ქანდაკება, არწივი და ლეიდი გაგა.


ჩინეთი: რუკები და დროშა


საქართველო: მაკა ასათიანი, ლიკა ქავჟარაძე, ტიტველი ქალების არმია და რატომღაც ლევან მეტრეველი, იგივე მროველა 🙂 ძალიან “სასაცილო” სტატისტიკაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ რომ დღემდე ყანწებით ვსვამთ სამშობლოს სადღეგრძელოს და მისი ღირსშესანიშნაობის გრძელი ნუსხის გაცნობა თითოეული ტურისტისთვის არასდროს გვეზარება. არადა როგორც ხედავთ, ტიტველი ქალების მეტი საამაყო არაფერი გვქონია/გვყოლია.
პრინციპში, რას ვუწუნებ, მშვენიერი გათვლაა: უცხოელი სერჩავს საქართველოს და ხედავს ნაშებს : ჩამოვა, რატომ არ ჩამოვა?
გააჩნია რომელი კუთხიდან შევხედავთ ამ ამბავს: კუთხიდან, საიდანაც აშკარად ჩანს რომ დაგვენძრა თუ იმ მხრიდან, საიდანაც მუდამ და მდგრადად ვითარდება საქართველო 🙂

13 thoughts on “ტიტველი ქალები, როგორც საქართველოს სახე

  1. zorbegi ამბობს:

    აბა მილიონ და მილიარდ ტურისტს რო ელოდებიან, მართლა ლამაზი ბათუმის სანახავად კია რ მოდიან ისინი?

  2. ადო ამბობს:

    უცხოელი ქართული უნიკოდით არ დასერჩავს. :დ
    დასერჩავს ინგლისურად ან თავის ენაზე და არც თუ ისე ცუდი შედეგი გამოაქვს ასეთ შემთხვევაში (მაგალითად Georgian-ს დასერჩვაზე).

    • anna ამბობს:

      გასაგებია რომ ქართული უნიკოდით არ დასერჩავს . რუსულად რმ მაინტერესებს რამე, ან ესპანურად, ამ ენებზე მარტო მე ვსერჩავ ხოლმე 🙂 საერთოდ, ცნობილი ამბავია რომ როცაშედეგის მიღწევა გინდა ძიებისას, იმ ქვეყნის ენაზე უნდა მონახო, რომელზეც ეძებ :დ ქართველებს კიდევ საკუთარი ენობრივი ბაზა არ გაგვაჩნია . georgian, georgia, სოუ? გმადლობ, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

      • Mari ამბობს:

        ამერიკელმა რომ ქართულად დასერჩოს, ჯერ მთელი რიგი პროცედურების ჩატარება დასჭირდება კომპზე. ეგ კი არა, ქართველებმა ვერ ისწავლეს ქართული უნიკოდით წერა ჯერ 😀 ინგლისურად კი სულ სხვა კონტენტს აგდებს

Comments are closed.